400 წლის განმავლობაში არსებობდა
პრობლემა
როგორ უნდა შექმნას ალისამ შიფრი, რომელიც
დამალავს მის ანაბეჭდებს
და შესაბამისად, ბოლოს მოუღებს ინფორმაციის
გაჟონვას ?
პასუხია შემთხვევითობა
წარმოიდგინეთ რომ ალისა 26 გვერდიან
კამათელს აგორებს
რათა შეადგინოს ცვლილებათა გრძელი სია
და კოდური სიტყვის ნავცვლად ბობს
ამ სიას უზიარებს
თავისი შეტყობინების დასაშიფრად
ალისა იყენებს ცვლილებების
შემთხვევით სიას
მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებათა სია
იყოს ისეთივე გრძელი, როგორიც შეტყობნება
რათა თავიდან ავირიდოთ განმეორება
შემდეგ წერილს ვუგზავნით ბობს, რომელიც
გაშიფრავს მას
ცვლილებათა იმ შემთხვევითი სიის გამოყენებით
რომელიც ალისასგან მიიღო
ამჯერად ევას პრობლემა შეექმნება
რადგან დაშიფრულ შეტყობინებას
ექნება ორი ძლიეირ თვისება
ერთი, ცვლილებები არასოდეს მეორდება
რაიმე ნიმუშის მიხედვით
და ორი, დაშიფრულ შეტყობინებას ერთი ტიპის
სიხშირეთა განაწილება ექნება
რადგან არ არსებობს სიხშირეებს
შორის განსხვავება
და ინფორმაციაც არ გაიცემა
ევასთვის უვკე შეუძლებელია შიფრის გატეხვა
ეს დაშიფვრის არსებულ მეთოდთაგან
ყველაზე ძლიერი მეთოდია
რომელიც მე19 საუკუნის მიწურულს შეიქმნა
და დღეს ცნობილია როგორც ვერნამის შიფრი
ვერნამის შიფრის სიძლიერე რომ წარმოვიდგინოთ
უნდა გავიაზროთ ალგორთმული
სირთულის სწრაფი გაზრდა
მაგალითად, კეისრის შიფრი ყოველ ასოს
ერთნაირად ცვლიდა
ერთიდან 26მდე რაიმე რიცხვის მიხედვით
თუ ალისა საკუთარი სახელის დაშიფვრას
გადაწყვეტდა
26 შესაძლებელიდან ერთ-ერთ შიფრს
გამოიყენებდა
ეს შესაძლებლობათა იმდენად მცირე რაოდენობაა
რომ ყველა მათგანის შემოწმებაა შესაძლებელი
უხეში ძებნის საშუალებით
ეს შეადარეთ ვერნამის შიფრს
სადაც თითოეული ასოს ცვლილება
შესაძლებელია ერთიდან 26მდე
ნებისმიერი რიცხვით
დაფიქრდით შესაძლო შიფრების რაოდენობაზე
ეს იქნება 26 მეხუთე ხარისხში
რაც თითქმის 12 მილიონია
ზოგჯერ წარმოდგენა საკმაოდ რთულდება
მოდი, წარმოიდგინეთ, რომ მან დაწერა
საკუთარი სახელი ერთ გვერდზე
და მას ზემოდან დაადო ყველა შესაძლო შიფრი
როგორ ფიქრობთ რა სიმაღლის იქნებოდა ეს ?
თითქმის 12 მილიონი ხუთასოიანი
მიმდევრობებით
ქაღალდების ეს დასტა უზარმაზარი იქნებოდა
თითქმის ერთი კილომეტრის სიმაღლის
როდესაც ალისა საკუთარ სახელს შიფრავს
ვერნამის შიფრით
ევას მდგომარეობა, ამ ქაღალდების დასტიდან
ერთი გვერდის შემთხვევით ამოღებას ჰგავს
ყოველი ხუთასოიანი შიფრით დაშიფრული სიტყვა
რომელიც მას ექნება
შესაძლოა იყოს ამ დასტის ნებისმიერი სიტყვა
შედეგად მივიღეთ სრული საიდუმლოება