ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური იდეა ფიზიკაში არის მუშაობის იდეა. როდესაც პირველად სწავლობთ მუშაობას, უბრალოდ ამბობთ, ეს ხომ მხოლოდ ძალის ნამრავლია მანძილზე თუმცა, მოგვიანებით, როცა ისწავლით ვექტორების შესახებ, გაიზარებთ, რომ ძალა ყოველთვის არ მიდის იმავე მიმართულებით, საითაც წანაცვლება. შენ სწავლობ რომ მუშაობა სინამდვილეში არის სიდიდე,მოდი მე დავწერ,ძალის სიდიდეს ან წანაცვლების მიმართულებით. წანაცვლება არის მანძილი რაიმე მიმართულებით. და კლასიკური მაგალითი. შესაძლოა გაქვთ ყინულის კუბი ან რაიმე ტიპის წინაღობა. მე მხოლოდ ვსრიალებ,შესაბამისად არ არის ძლიერი ხახუნი. შესაძლოა ის დგას უფრო დიდ ტბაზე ან ყინულზე ან რაიმეზე. და შეიძლება შენ აწვები ყინულის კუბს რაღაც კუთხით. მოდი ვთქვათ, რომ აწვები ამგვარი კუთხით ეს არის ჩემი ძალა. მოდი ვთქვათ რომ ჩემი ძალა უდრის-ესაა ჩემი ძალის ვექტორი. მოდი ვთქვათ რომ ჩემი ძალის ვექტორის სიდიდე არის 10 ნიუტონი და ჩემი ძალის ვექტორის მიმართულება, დიახ, ყველა ვექტორს უნდა ჰქონდეს სიდიდე და მიმართულება. ვთქვათ მას აქვს30 გრადუსიანი კუთხე ვთქვათ 60 გრადუსიანი კუთხე, ჰორიზონტალურის ზემოთ ეს არის მიმართულება, საითაც ვაწვები. ვთქვათ მე გადავანაცვლებ მას. ეს მხოლოდ მიმოხილვაა, საბედნიეროდ. თუ მას გადაანაცვლებთ, ვთქვათ გადაანაცვლებთ ხუთ ნიუტონს. ასე რომ წანაცვლება, ეს არის წანაცვლების ვექტორი აი აქ, და მისი სიდიდე უდრის ხუთ მეტრს. როგორც მუშაობის განმარტებიდან ისწავლე, არ შეგიძლია უბრალოდ თქვა, მე ვაწვები 10 ნიუტონი ძალით და გადავაადგილებ ხუთი მეტრით. არ შეგიძლიათ უბრალოდ გაამრავლოთ 10 ნიუტონი ხუთ მეტრზე. უნდა იპოვოთ იმ კომპონენტის სიდიდე რომელიც მიემართება წანაცვლების მიმართულებით მინდა რომ, წარმოვიდგინოთ რომ ამ ვექტორის სიგრძე არის 10 და ეს არის სრული ძალა, თუმცა გჭირდებათ ვექტორის სიგრძის პოვნა ეს არის ძალის კომპონენტი, რომელსაც აქვს იგივე მიმართულება, რაც ჩემს წანაცვლებას გვჭირდება ცოტა ტრიგონომეტრია იცით, 10-ჯერ 60 გრადუსის კოსინუსი 60 გრადუსის კოსინუსი არის 1/2 ამიტომ ეს იქნება ხუთის ტოლი ძალის სიდიდე, რომელსაც გააჩნია წანაცვლების მიმართულება, არის ხუთი ნიუტონი უკვე შეგიძლიათ გამოთვალოთ მუშაობა შეგიძლიათ თქვათ, რომ მუშაობა უდრის ხუთი ნიუტონი გამრავლებული, გამრავლებას აღვნიშნავ წერტილით, რომ არ იფიქროთ, რომ ეს ვექტორული ნამრავლია გამრავლებული ხუთ მეტრზე