1 00:00:00,844 --> 00:00:03,222 როცა წინასწარგანწყობასა და მიკერძოებაზე ვფიქრობთ, 2 00:00:03,222 --> 00:00:05,376 ხშირად სულელი, ბოროტი ადამიანები გვახსენდება, 3 00:00:05,376 --> 00:00:07,820 რომლებიც სისულელეებს და მავნებლობას სჩადიან. 4 00:00:07,820 --> 00:00:09,890 ეს აზრი კარგად შეაჯამა 5 00:00:09,890 --> 00:00:12,358 ბრიტანელმა კრიტიკოსმა, უილიამ ჰაზლიტმა, 6 00:00:12,358 --> 00:00:15,293 რომელმაც დაწერა: "წინასწარგანწყობა უვიცობის შვილია." 7 00:00:15,293 --> 00:00:17,405 მინდა ვცადო დაგარწმუნოთ, 8 00:00:17,405 --> 00:00:19,040 რომ ეს შეცდომაა. 9 00:00:19,040 --> 00:00:20,772 მინდა დაგარწმუნოთ, 10 00:00:20,772 --> 00:00:22,495 რომ წინასწარგანწყობა და მიკერძოება 11 00:00:22,495 --> 00:00:25,783 ბუნებრივია, რაციონალურია 12 00:00:25,783 --> 00:00:27,614 და ხშირად მორალურიც კი. 13 00:00:27,614 --> 00:00:29,866 ვფიქრობ, თუ ამას გავიგებთ, 14 00:00:29,866 --> 00:00:32,205 უფრო უკეთ ვიგრძნობთ, როდის შეიძლება 15 00:00:32,205 --> 00:00:33,472 ამან შეცდომაში შეგვიყვანოს 16 00:00:33,472 --> 00:00:35,200 და საშინელი შედეგები მოიტანოს. 17 00:00:35,200 --> 00:00:37,525 უკეთ გვეცოდინება რა ვიღონოთ, 18 00:00:37,525 --> 00:00:39,207 თუ ასე მოხდა. 19 00:00:39,207 --> 00:00:42,234 დავიწყოთ სტერეოტიპებით. როცა მიყურებთ, 20 00:00:42,234 --> 00:00:44,480 იცით ჩემი სახელი, რაღაც ინფორმაცია ჩემზე 21 00:00:44,480 --> 00:00:46,309 და გარკვეული წარმოდგენა გექმნებათ. 22 00:00:46,309 --> 00:00:49,162 შეგიძლიათ ივარაუდოთ ჩემი ეთნიკური წარმომავლობა. 23 00:00:49,162 --> 00:00:52,443 პოლიტიკური კუთვნილება, რელიგიური რწმენა. 24 00:00:52,443 --> 00:00:54,542 ეს წარმოდგენები ხშირად ზუსტია. 25 00:00:54,542 --> 00:00:56,724 ჩვენ კარგად გამოგვდის მსგავსი რაღაცეები. 26 00:00:56,724 --> 00:00:58,207 კარგად გამოგვდის იმიტომ, 27 00:00:58,207 --> 00:01:00,940 რომ ჩვენი უნარი ადამიანების სტერეოტიპიზაციისა, 28 00:01:00,940 --> 00:01:04,195 არა გონების რაღაც შემთხვევითობაა, 29 00:01:04,195 --> 00:01:06,511 არამედ ის ზოგადი პროცესის 30 00:01:06,511 --> 00:01:08,166 სპეციფიური შემთხვევაა. 31 00:01:08,166 --> 00:01:09,785 ეს პროცესია კატეგორიებად დაყოფილ 32 00:01:09,785 --> 00:01:11,326 ნივთებთან და ადამიანებთან 33 00:01:11,326 --> 00:01:12,575 ურთიერთობის გამოცდილება, 34 00:01:12,575 --> 00:01:15,031 რომელსაც ამ კატეგორიების 35 00:01:15,031 --> 00:01:17,390 ახალი წარმომადგენლების განზოგადებაში ვიყენებთ. 36 00:01:17,390 --> 00:01:19,757 ყველა აქ მყოფს სკამებთან, ვაშლებთან და ძაღლებთან 37 00:01:19,757 --> 00:01:22,010 ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს. 38 00:01:22,010 --> 00:01:23,696 ამაზე დაყრდნობით, უცნობი ობიექტიდან 39 00:01:23,696 --> 00:01:25,998 თქვენ შეგიძლიათ დაასკვნათ, 40 00:01:25,998 --> 00:01:27,314 რომ სკამზე შეიძლება დაჯდეთ, 41 00:01:27,314 --> 00:01:29,879 ვაშლი შეგიძლიათ ჭამოთ და რომ ძაღლი იყეფება. 42 00:01:29,879 --> 00:01:31,583 თუმცა, შეიძლება ვცდებოდეთ. 43 00:01:31,583 --> 00:01:33,653 სკამი შეიძლება გატყდეს, თუ მასზე დაჯდებით, 44 00:01:33,653 --> 00:01:36,135 ვაშლი შეიძლება საწამლავი იყოს და ძაღლმა კი არ იყეფოს. 45 00:01:36,135 --> 00:01:38,535 მართლაც, ეს ჩემი ძაღლი ტესია და ის არ იყეფება. 46 00:01:38,535 --> 00:01:41,294 მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამას კარგად ვახერხებთ. 47 00:01:41,294 --> 00:01:43,210 ხშირ შემთხვევაში სწორ ვარაუდებს ვაკეთებთ 48 00:01:43,210 --> 00:01:45,024 სოციალურ სფეროშიც და არა სოციალურშიც. 49 00:01:45,024 --> 00:01:46,633 ასე რომ არ ყოფილიყო, 50 00:01:46,633 --> 00:01:50,419 რომ არ შეგვძლებოდა გამოგვეცნო რაღაცეები ახალ ობიექტებზე, რომლებსაც ვხვდებით, 51 00:01:50,419 --> 00:01:51,640 ვერ გადავრჩებოდით. 52 00:01:51,640 --> 00:01:54,509 სხვათა შორის ჰეზლიტი მოგვიანებით თავის შესანიშნავ ესეში 53 00:01:54,509 --> 00:01:55,994 ამას აღიარებს. 54 00:01:55,994 --> 00:01:58,746 ის წერს: "წინასწარგანწყობისა და მიჩვევის დახმარების გარეშე 55 00:01:58,746 --> 00:02:00,876 ოთახში გზას ვერ გავიკვლევდი; 56 00:02:00,876 --> 00:02:03,568 არ მეცოდინებოდა როგორ მოვქცეულიყავი ნებისმიერ ვითარებაში, 57 00:02:03,568 --> 00:02:07,531 ან რა მეგრძნო ნებისმიერ ცხოვრებისეულ ურთიერთობაში." 58 00:02:07,531 --> 00:02:09,040 ავიღოთ მიკერძოება. 59 00:02:09,040 --> 00:02:10,748 ზოგჯერ ჩვენ ვყოფთ მსოფლიოს 60 00:02:10,748 --> 00:02:13,659 როგორც ჩვენ მათ წინააღმდეგ, ჩვენიანებად და მათიანებად. 61 00:02:13,659 --> 00:02:14,910 ზოგჯერ როცა ამას ვაკეთებთ, 62 00:02:14,910 --> 00:02:16,467 ვხვდებით რომ არასწორად ვიქცევით 63 00:02:16,467 --> 00:02:18,140 და გვრცხვენია ამის. 64 00:02:18,140 --> 00:02:19,933 თუმცა, სხვა შემთხვევაში ვამაყობთ ამით. 65 00:02:19,933 --> 00:02:21,436 საჯაროდ ვაღიარებთ ამას. 66 00:02:21,436 --> 00:02:22,718 ჩემი საყვარელი მაგალითია, 67 00:02:22,718 --> 00:02:25,310 უკანასკნელი არჩევნების წინ რესპუბლიკელების დებატებისას, 68 00:02:25,310 --> 00:02:27,837 მაყურებლისგან წამოსული შეკითხვა. 69 00:02:27,837 --> 00:02:30,129 (ვიდეო) ანდერსონ კუპერი: გადავდივართ შეკითხვებზე 70 00:02:30,129 --> 00:02:34,310 შეკითხვა საგარეო დახმარებაზე? დიახ, მემ. 71 00:02:34,310 --> 00:02:36,546 ქალი: ამერიკელი ხალხი იტანჯება 72 00:02:36,546 --> 00:02:39,183 ჩვენს ქვეყანაში ამჟამად. 73 00:02:39,183 --> 00:02:42,531 რატომ ვაგრძელებთ სხვა ქვეყნებისთვის 74 00:02:42,531 --> 00:02:43,847 დახმარების გაგზავნას 75 00:02:43,847 --> 00:02:47,950 როცა ჩვენ თავად გვჭირდება საკუთარი თავის დახმარება? 76 00:02:47,950 --> 00:02:49,645 აკ: გუბერნატორო პერი, 77 00:02:49,645 --> 00:02:51,012 (აპლოდისმენტები) 78 00:02:51,012 --> 00:02:53,350 რიკ პერი: რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ ეს... 79 00:02:53,350 --> 00:02:55,120 პოლ ბლუმი: სცენაზე მყოფი ადამიანებიდან 80 00:02:55,120 --> 00:02:56,981 თითოეული დაეთანხმა შეკითხვის პათოსს, 81 00:02:56,981 --> 00:02:58,750 რომ როგორც ამერიკელებს, 82 00:02:58,750 --> 00:03:01,226 ამერიკელები მეტად უნდა გვადარდებდეს ვიდრე სხვა ხალხი. 83 00:03:01,226 --> 00:03:04,091 მართლაც, ზოგადად ადამიანები 84 00:03:04,091 --> 00:03:07,599 სოლიდარობით, ლოიალობით, სიამაყით, პატრიოტიზმით არიან განმსჭვალულები 85 00:03:07,599 --> 00:03:10,275 მათი ქვეყნის, ან მათი ეთნიკური ჯგუფის მიმართ. 86 00:03:10,275 --> 00:03:13,640 პოლიტიკური კუთვნილების განურჩევლად ბევრი ადამიანი ამაყობს ამერიკელობით 87 00:03:13,640 --> 00:03:15,712 და ისინი სხვა ქვეყნებს ამერიკას ამჯობინებენ. 88 00:03:15,712 --> 00:03:18,312 სხვა ქვეყნის მაცხოვრებლები იმავეს ფიქრობენ საკუთარ ერზე 89 00:03:18,312 --> 00:03:20,798 იგივეს ვგრძნობთ ეთნოსზეც. 90 00:03:20,798 --> 00:03:22,522 ზოგმა თქვენგანმა ეს შეიძლება უარყოს. 91 00:03:22,522 --> 00:03:24,243 ზოგი თქვენგანი შეიძლება კოსმოპოლიტია 92 00:03:24,243 --> 00:03:26,577 და ფიქრობს, რომ ეთნოსი და ნაციონალობა არ უნდა იყოს 93 00:03:26,577 --> 00:03:28,700 მორალური ფაქტორი. 94 00:03:28,700 --> 00:03:31,462 მაგრამ თქვენნაირი დახვეწილებიც კი დაეთანხმებით, 95 00:03:31,462 --> 00:03:33,296 რომ უნდა არსებობდეს რაღაც მიკერძოება 96 00:03:33,296 --> 00:03:35,997 მეგობრებისა და ოჯახის წევრების მიმართ. იმ ხალხის მიმართ, 97 00:03:35,997 --> 00:03:37,418 ვისთანაც ახლოს ხართ. 98 00:03:37,418 --> 00:03:38,979 ამიტომ თქვენც ასხვავებთ, 99 00:03:38,979 --> 00:03:40,954 'ჩვენ' და 'მათ'. 100 00:03:40,954 --> 00:03:43,557 ეს განსხვავება საკმაოდ ბუნებრივია 101 00:03:43,557 --> 00:03:46,481 და ხშირად მორალურიც, მაგრამ ის შეიძლება დამახინჯდეს. 102 00:03:46,481 --> 00:03:48,320 სწორედ ეს იყო დიდი სოციალური ფსიქოლოგის 103 00:03:48,320 --> 00:03:50,969 ჰენრი ტეჯფელის კვლევის ნაწილი. 104 00:03:50,969 --> 00:03:53,574 ტეჯფელი 1919 წელს პოლონეთში დაიბადა. 105 00:03:53,574 --> 00:03:55,903 იგი უნვერსიტეტში სასწავლებლად საფრანგეთში წავიდა, 106 00:03:55,903 --> 00:03:58,298 რადგან როგორც ებრაელს, არ შეეძლო პოლონეთში ესწავლა. 107 00:03:58,298 --> 00:04:00,428 შემდეგ, მეორე მსოფლიო ომისას 108 00:04:00,428 --> 00:04:02,221 საფრანგეთის არმიის რიგებში ჩარიცხეს. 109 00:04:02,221 --> 00:04:03,830 შემდეგ ტყვედ აიყვანეს 110 00:04:03,830 --> 00:04:05,741 და სამხედრო პატიმრების ბანაკში აღმოჩნდა. 111 00:04:05,741 --> 00:04:07,568 ეს მისთვის საშინელი პერიოდი იყო, 112 00:04:07,568 --> 00:04:09,336 რადგან მისი ებრაელობა რომ აღმოეჩინათ, 113 00:04:09,336 --> 00:04:11,408 შეიძლება საკონცენტრაციო ბანაკში გადაეყვანათ, 114 00:04:11,408 --> 00:04:13,400 სადაც ალბათ ვერ გადარჩებოდა. 115 00:04:13,400 --> 00:04:15,977 მართლაც, როცა ომი დამთავრდა და გამოუშვეს, 116 00:04:15,977 --> 00:04:18,752 მისი მეგობრების და ოჯახის წევრების უმრავლესობა მკვდარი იყო. 117 00:04:18,752 --> 00:04:20,609 ის სხვადასხვა აქტივობით იყო დაკავებული. 118 00:04:20,609 --> 00:04:21,860 ის ომის ობლებს ეხმარებოდა, 119 00:04:21,860 --> 00:04:23,691 მაგრამ მისი ხანგრძლივი ინტერესის სფერო 120 00:04:23,691 --> 00:04:25,356 წინასწარგანწყობის მეცნიერება იყო. 121 00:04:25,356 --> 00:04:27,996 როცა პრესტიჟულ ბრიტანულ სტიპენდიაზე კონკურსი გამოცხადდა, 122 00:04:27,996 --> 00:04:29,641 მანაც შეიტანა განაცხადი 123 00:04:29,641 --> 00:04:30,998 და მოიპოვა ის. 124 00:04:30,998 --> 00:04:33,188 ეს იყო მისი შესანიშნავი კარიერის დასაწყისი. 125 00:04:33,188 --> 00:04:35,937 მისი კარიერა კი ისეთი აზრით დაიწყო, 126 00:04:35,937 --> 00:04:37,777 რომელიც უმრავლესობის წარმოდგენას 127 00:04:37,777 --> 00:04:39,893 ჰოლოკოსტზე ეწინააღმდეგებოდა. 128 00:04:39,893 --> 00:04:42,299 ბევრი ხალხი, უმრავლესობა იმ დროში, 129 00:04:42,299 --> 00:04:44,200 ჰოლოკოსტს უყურებდა, 130 00:04:44,200 --> 00:04:47,204 როგორც გერმანელების რაღაც ტრაგიკულ დეფექტს, 131 00:04:47,204 --> 00:04:51,038 რაღაც გენეტიკურ, ავტორიტარულ პიროვნულ თვისებას 132 00:04:51,038 --> 00:04:53,096 და ტეჯფელმა ეს უარყო. 133 00:04:53,096 --> 00:04:55,569 ტეჯფელმა თქვა, რომ რაც ჰოლოკოსტის დროს ვნახეთ, 134 00:04:55,569 --> 00:04:57,950 არის ნორმალური ფსიქოლოგიური პროცესების 135 00:04:57,950 --> 00:04:59,698 გადამეტება. 136 00:04:59,698 --> 00:05:01,489 პროცესების, რომელიც ყოველ ჩვენგანშია. 137 00:05:01,489 --> 00:05:04,174 ამის შესასწავლად მან ბრიტანელ ახალგაზრდებზე, 138 00:05:04,174 --> 00:05:05,918 კლასიკური კვლევების სერია ჩაატარა. 139 00:05:05,918 --> 00:05:07,467 ერთ-ერთ კვლევაში, 140 00:05:07,467 --> 00:05:10,019 მან ბრიტანელ ახალგაზრდებს სხვადასხვა კითხვები დაუსვა. 141 00:05:10,019 --> 00:05:11,903 შემდეგ პასუხებზე დაყრდნობით თქვა: 142 00:05:11,903 --> 00:05:14,260 "თქვენს პასუხებს შევხედე და მათზე დაყრდნობით, 143 00:05:14,260 --> 00:05:16,357 დავადგინე რომ თქვენ ხართ ან"... 144 00:05:16,357 --> 00:05:17,363 ნახევარს უთხრა: 145 00:05:17,363 --> 00:05:20,320 "კანდინსკის მოყვარული, თქვენ გიყვართ კანდინსკის ნამუშევრები", 146 00:05:20,320 --> 00:05:23,298 ან: "კლიის მოყვარული, თქვენ გიყვართ კლიის ნამუშევრები" 147 00:05:23,298 --> 00:05:24,844 ეს სრული ფიქცია იყო. 148 00:05:24,844 --> 00:05:27,934 მათ პასუხებს კავშირი არ ჰქონდა, არც კანდინსკისთან და არც კლიისთან. 149 00:05:27,934 --> 00:05:30,202 მათ ალბათ ამ ხელოვანების შესახებ არც კი სმენიათ. 150 00:05:30,202 --> 00:05:32,872 მან უბრალოდ შემთხვევითად დაჰყო ისინი. 151 00:05:32,872 --> 00:05:36,143 აღმოჩნდა რომ ეს კატეგორიები მნიშვნელოვანი იყო. 152 00:05:36,143 --> 00:05:38,654 როცა მან მოგვიანებით გამოსაცდელებს ფული მისცა, 153 00:05:38,654 --> 00:05:40,330 ისინი ამ ფულს უფრო მეტად 154 00:05:40,330 --> 00:05:42,130 საკუთარი ჯგუფის წევრებს უნაწილებდნენ, 155 00:05:42,130 --> 00:05:43,963 ვიდრე სხვა ჯგუფისას. 156 00:05:43,963 --> 00:05:46,290 უფრო მეტიც, ისინი დაინტერესებულები იყვნენ 157 00:05:46,290 --> 00:05:48,296 საკუთარ ჯგუფსა და სხვა ჯგუფს შორის 158 00:05:48,296 --> 00:05:50,862 განსხვავების მიღწევით. 159 00:05:50,862 --> 00:05:53,250 მაგალითად, ისინი თმობდნენ ფულს საკუთარი ჯგუფისთვის, 160 00:05:53,250 --> 00:05:57,908 თუ ამით სხვა ჯგუფისთვის ნაკლების მიცემა მოუწევდათ. 161 00:05:57,908 --> 00:06:00,236 ჩანს რომ ასეთი მიკერძოება ძალიან ადრე ვლინდება. 162 00:06:00,236 --> 00:06:02,536 ჩემმა კოლეგამ და ცოლმა, კარენ ვინმა, 163 00:06:02,536 --> 00:06:04,497 იელში ბავშვებზე, კვლევების სერია ჩაატარა, 164 00:06:04,497 --> 00:06:06,979 სადაც ბავშვებს თოჯინები წარუდგინა. 165 00:06:06,979 --> 00:06:09,244 ყოველ თოჯინას საყვარელი საჭმელი აქვს. 166 00:06:09,244 --> 00:06:12,126 მაგალითად, ერთ-ერთ თოჯინას შეიძლება მწვანე ლობიო უყვარდეს. 167 00:06:12,126 --> 00:06:14,001 მეორეს - კრეკერები. 168 00:06:14,001 --> 00:06:16,370 ბავშვების საყვარელი საჭმელიც დგინდება. 169 00:06:16,370 --> 00:06:19,060 როგორც წესი ეს კრეკერებია. 170 00:06:19,060 --> 00:06:21,672 საინტერესოა, აქვს თუ არა ამას მნიშვნელობა. 171 00:06:21,672 --> 00:06:24,788 იმისთვის თუ როგორ ექცევიან ბავშვები თოჯინებს? აღმოჩნდა რომ აქვს. 172 00:06:24,788 --> 00:06:26,717 ისინი იმ თოჯინას ანიჭებენ უპირატესობას, 173 00:06:26,717 --> 00:06:29,786 რომელსაც მათნაირი გემოვნება აქვს. 174 00:06:29,786 --> 00:06:32,342 უფრო მეტიც, ისინი იმ თოჯინას ანიჭებენ უპირატესობას, 175 00:06:32,342 --> 00:06:35,327 რომელიც სჯის თოჯინას, რომელსაც სხვა გემოვნება აქვს. 176 00:06:35,327 --> 00:06:37,604 (სიცილი) 177 00:06:37,604 --> 00:06:41,236 ჩვენ ამ 'ჩვენიანები' 'მათიანები' ფსიქოლოგიას ვხედავთ მუდმივად. 178 00:06:41,236 --> 00:06:42,900 ჩვენ ვხედავთ ამას პოლიტიკურ ბრძოლაში 179 00:06:42,900 --> 00:06:45,314 სხვადასხვა იდეოლოგიების ჯგუფებში. 180 00:06:45,314 --> 00:06:48,940 ვხედავთ ამის უკიდურესობას ომის შემთხვევაში, 181 00:06:48,940 --> 00:06:52,157 როცა 'მათიანები' არა მხოლოდ ნაკლებს ღებულობენ, 182 00:06:52,157 --> 00:06:53,895 არამედ მათ არაადამიანურად ეპყრობიან, 183 00:06:53,895 --> 00:06:55,985 როგორც ნაცისტებს წარმოედგინათ ებრაელები 184 00:06:55,985 --> 00:06:58,070 როგორც პარაზიტები, ან ტილები. 185 00:06:58,070 --> 00:07:02,306 ან ამერიკელებს წარმოედგინათ იაპონელები, როგორც ვირთხები. 186 00:07:02,306 --> 00:07:04,520 სტერეოტიპებიც შეიძლება დამახინჯებული იყოს. 187 00:07:04,520 --> 00:07:06,781 ხშირად ისინი რაციონალური და გამოსადეგია, 188 00:07:06,781 --> 00:07:08,355 მაგრამ ზოგჯერ ირაციონალურია, 189 00:07:08,355 --> 00:07:09,581 არასწორ პასუხებს იძლევა. 190 00:07:09,581 --> 00:07:10,798 ზოგ შემთხვევაში 191 00:07:10,798 --> 00:07:12,973 პირდაპირ ამორალურ შედეგებამდე მივყავართ. 192 00:07:12,973 --> 00:07:15,781 ყველაზე ფართედ შესწავლილი ასეთი მაგალითი, 193 00:07:15,781 --> 00:07:17,448 რასის შემთხვევაა. 194 00:07:17,448 --> 00:07:18,855 2008 წლის არჩევნებამდე 195 00:07:18,855 --> 00:07:20,929 შესანიშნავი კვლევა ჩატარდა, 196 00:07:20,929 --> 00:07:23,955 სადაც სოციალური ფსიქოლოგები დააკვირდნენ, 197 00:07:23,955 --> 00:07:27,397 თუ რამდენად იყვნენ კანდიდატები ამერიკასთან ასოცირებულები, 198 00:07:27,397 --> 00:07:31,002 როგორც ამერიკის დროშასთან ქვეცნობიერი ასოციაცია. 199 00:07:31,002 --> 00:07:32,358 მათ ერთ-ერთ ასეთ კვლევაში, 200 00:07:32,358 --> 00:07:34,372 ობამა და მაკკეინი შეადარეს და აღმოჩნდა, 201 00:07:34,372 --> 00:07:37,766 რომ მაკკეინი უფრო მეტად აღიქმება ამერიკელად, ვიდრე ობამა. 202 00:07:37,766 --> 00:07:40,339 ხალხი არც არის ამით ძალიან გაკვირვებული. 203 00:07:40,339 --> 00:07:42,257 მაკკეინი ომის გმირია 204 00:07:42,257 --> 00:07:43,926 და ბევრი დაუფარავად იტყვის, 205 00:07:43,926 --> 00:07:46,746 რომ მას მეტი აკავშირებს ამერიკის ისტორიასთან ვიდრე ობამას. 206 00:07:46,746 --> 00:07:48,613 მაგრამ ობამა ბრიტანელ პრემიერ მინისტრს, 207 00:07:48,613 --> 00:07:51,069 ტონი ბლერსაც შედარდა 208 00:07:51,069 --> 00:07:53,330 და აღმოჩნდა რომ ბლერიც 209 00:07:53,330 --> 00:07:55,837 ობამაზე უფრო მეტად აღიქმება ამერიკელად, 210 00:07:55,837 --> 00:07:58,220 მიუხედავად იმისა რომ გამოსაცდელებმა ცხადად იცოდნენ, 211 00:07:58,220 --> 00:08:00,900 რომ ბლერი საერთოდ არ არის ამერიკელი. 212 00:08:00,900 --> 00:08:02,324 მაგრამ ისინი რასაკვირველია 213 00:08:02,324 --> 00:08:05,375 კანის ფერზე რეაგირებდნენ. 214 00:08:05,375 --> 00:08:07,426 ამ სტერეოტიპებს და მიკერძოებას, 215 00:08:07,426 --> 00:08:08,976 მსოფლიოს მასშტაბით რეალური, 216 00:08:08,976 --> 00:08:11,748 უმნიშვნელო და მნიშვნელოვანი შედეგები აქვს. 217 00:08:11,748 --> 00:08:14,410 ერთ-ერთ ბოლო კვლევაში, 218 00:08:14,410 --> 00:08:17,679 ბეისბოლის ბარათები დადეს eBay-ზე გასაყიდად. 219 00:08:17,679 --> 00:08:20,413 ზოგი მათგანი თეთრკანიან ხელს ეჭირა, 220 00:08:20,413 --> 00:08:21,631 ზოგი - შავკანიანს. 221 00:08:21,631 --> 00:08:23,210 ბარათები კი ერთნაირი იყო. 222 00:08:23,210 --> 00:08:24,624 შავკანიანებს რომლებიც ეჭირათ, 223 00:08:24,624 --> 00:08:26,741 მათ მნიშვნელოვნად ნაკლები განაცხადები მიიღეს, 224 00:08:26,741 --> 00:08:29,005 თეთრკანიან ხელში მყოფებთან შედარებით. 225 00:08:29,005 --> 00:08:31,367 სტენფორდის კვლევაში, 226 00:08:31,367 --> 00:08:35,597 ფსიქოლოგებმა თეთრკანიანი ადამიანის მკვლელობებისთვის 227 00:08:35,597 --> 00:08:39,166 გასამართლებული ადამიანების საქმეები გამოიკვლიეს. 228 00:08:39,166 --> 00:08:41,970 როგორც აღმოჩნდა, ყველა სხვა ფაქტორის მუდმივობის პირობებში, 229 00:08:41,970 --> 00:08:44,340 უფრო დიდი შანსია სიკვდილით დაგსაჯონ, 230 00:08:44,340 --> 00:08:46,317 თუ გამოიყურებით როგორც მარჯვენა მამაკაცი, 231 00:08:46,317 --> 00:08:48,090 ვიდრე მარცხენა. 232 00:08:48,090 --> 00:08:50,119 დიდ წილად იმიტომ, 233 00:08:50,119 --> 00:08:52,653 რომ მარჯვენა მამაკაცი პროტოტიპულად უფრო შავკანიანია, 234 00:08:52,653 --> 00:08:55,143 პროტოტიპულად უფრო აფრო-ამერიკელი 235 00:08:55,143 --> 00:08:57,572 და ეს გავლენას ახდენს ადამიანების გადაწყვეტილებაზე, 236 00:08:57,572 --> 00:08:59,243 თუ რა გააკეთონ მასთან დაკავშირებით. 237 00:08:59,243 --> 00:09:00,730 ახლა როცა ვიცით ამის შესახებ, 238 00:09:00,730 --> 00:09:02,307 როგორ შევებრძოლოთ? 239 00:09:02,307 --> 00:09:03,929 არსებობს სხვადასხვა გზა. 240 00:09:03,929 --> 00:09:05,363 ერთ-ერთია ადამიანურ, 241 00:09:05,363 --> 00:09:07,409 ემოციურ რეაქციებზე აპელირება. 242 00:09:07,409 --> 00:09:09,542 ხალხის თანაგრძნობაზე გათვლა. 243 00:09:09,542 --> 00:09:11,415 ხშირად ამას ისტორიებით ვაკეთებთ. 244 00:09:11,415 --> 00:09:13,980 თუ თქვენ ლიბერალი მშობელი ხართ 245 00:09:13,980 --> 00:09:15,852 და გინდათ თქვენი ბავშვი 246 00:09:15,852 --> 00:09:18,136 არატრადიციული ოჯახის ღირსეულობაში დაარწმუნოთ, 247 00:09:18,136 --> 00:09:20,719 შეიძლება მას ეს წიგნი მისცეთ: ["ჰიზერს ორი დედა ჰყავს"] 248 00:09:20,719 --> 00:09:22,715 თუ კონსერვატორი ხართ, სხვა დამოკიდებულებით 249 00:09:22,715 --> 00:09:24,156 შეიძლება ასეთი წიგნი მისცეთ. 250 00:09:24,156 --> 00:09:27,115 (სიცილი) ["მიშველე! დედა! ჩემი საწოლის ქვეშ ლიბერალები არიან!"] 251 00:09:27,115 --> 00:09:29,321 ზოგადად ისტორიებმა შეიძლება უნიშვნელო უცნობები, 252 00:09:29,321 --> 00:09:31,473 მნიშვნელოვან ადამიანებად აქციონ 253 00:09:31,473 --> 00:09:34,158 და ის რომ ჩვენ გვაღელვებს ადამიანები, როცა მათზე, 254 00:09:34,158 --> 00:09:35,890 როგორც ინდივიდებზე ვკონცენტრირდებით, 255 00:09:35,890 --> 00:09:38,139 ისტორიის მანძილზე ბევრჯერ გამოვლინდა. 256 00:09:38,139 --> 00:09:40,722 ამბობენ, რომ სტალინმა თქვა: 257 00:09:40,722 --> 00:09:42,389 "ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, 258 00:09:42,389 --> 00:09:44,379 მილიონების კი - სტატისტიკა" 259 00:09:44,379 --> 00:09:45,830 დედა ტერეზამ თქვა: 260 00:09:45,830 --> 00:09:47,831 "მასების დანახვაზე, არაფერს მოვიმოქმედებ. 261 00:09:47,831 --> 00:09:49,696 თუ ერთს დავინახავ - დავეხმარები " 262 00:09:49,696 --> 00:09:51,766 ფსიქოლოგებმა ეს გამოიკვლიეს. 263 00:09:51,766 --> 00:09:53,117 მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში, 264 00:09:53,117 --> 00:09:55,850 ხალხს მიაწოდეს ფაქტები კრიზისულ სიტუაციაზე 265 00:09:55,850 --> 00:10:00,106 და დააკვირდნენ რამდენ შემოწირულობას გაიღებდნენ 266 00:10:00,106 --> 00:10:01,690 ამ კრიზისის დასაძლევად. 267 00:10:01,690 --> 00:10:03,527 სხვა ჯგუფს არ მიაწოდეს არცერთი ფაქტი, 268 00:10:03,527 --> 00:10:05,625 მაგრამ მოუყვნენ ადამიანზე, 269 00:10:05,625 --> 00:10:08,065 უთხრეს სახელი და აჩვენეს სახე 270 00:10:08,065 --> 00:10:11,284 და როგორც აღმოჩნდა მათ ბევრად მეტი გასცეს. 271 00:10:11,284 --> 00:10:13,265 ეს ყველაფერი არაა საიდუმლო იმ ხალხისთვის, 272 00:10:13,265 --> 00:10:15,256 ვინც ქველმოქვედებითაა დაკავებული. 273 00:10:15,256 --> 00:10:17,904 ისინი ცდილობენ არ დატვირთონ ადამიანები 274 00:10:17,904 --> 00:10:19,227 ფაქტებითა და სტატისტიკით, 275 00:10:19,227 --> 00:10:20,419 არამედ სახეებს აჩვენებენ, 276 00:10:20,419 --> 00:10:21,985 ადამიანის სახეებს. 277 00:10:21,985 --> 00:10:25,212 შეიძლება თითოული ადამიანის მიმართ სიმპათიის გამოწვევით, 278 00:10:25,212 --> 00:10:27,363 ამ სიმპათიის მთელ იმ ჯგუფზე გავრცელება მოხდეს, 279 00:10:27,363 --> 00:10:30,061 რომელსაც ეს ინდივიდი ეკუთვნის. 280 00:10:30,061 --> 00:10:32,527 ეს ჰარიეტ ბიჩერ სტოუა. 281 00:10:32,527 --> 00:10:34,970 შეიძლება გამოგონილიც არის, მაგრამ ამბობენ, 282 00:10:34,970 --> 00:10:37,044 რომ პრეზიდენტმა ლინკოლნმა 283 00:10:37,044 --> 00:10:39,152 ის სამოქალაქო ომის დროს თეთრ სახლში დაპატიჟა 284 00:10:39,152 --> 00:10:40,376 და უთხრა: 285 00:10:40,376 --> 00:10:43,430 "მაშ თქვენ ხართ ის პატარა ქალბატონი, რომელმაც ეს დიდი ომი დაიწყო" 286 00:10:43,430 --> 00:10:45,355 ამაში ის: "ბიძია თომას ქოხს" გულისხმობდა 287 00:10:45,355 --> 00:10:47,706 "ბიძია თომას ქოხი" დიდი ფილოსოგიის, თეოლოგიის, 288 00:10:47,706 --> 00:10:50,850 ან თუნდაც ლიტერატურის წიგნი არ არის, 289 00:10:50,850 --> 00:10:53,365 მაგრამ ის დიდ საქმეს აკეთებს. 290 00:10:53,365 --> 00:10:55,863 ადამიანებს იმათ ადგილზე აყენებს, 291 00:10:55,863 --> 00:10:58,196 ვის ადგილზეც ისინი ვერ აღმოჩნდებოდნენ, 292 00:10:58,196 --> 00:11:00,598 ის მათ მონობას აგრძნობინებს. 293 00:11:00,598 --> 00:11:02,379 სწორედ ეს შეიძლება ყოფილიყო 294 00:11:02,379 --> 00:11:04,243 დიდი სოციალური ცვლილების კატალიზატორი. 295 00:11:04,243 --> 00:11:06,345 ბოლო ათწლეულების ამერიკას თუ შევხედავთ, 296 00:11:06,345 --> 00:11:09,414 შეგვიძლია ვივარაუდოთ, 297 00:11:09,414 --> 00:11:12,563 რომ "ქოსბის შოუს" მსგავსმა შოუებმა, რადიკალურად შეცვალეს 298 00:11:12,563 --> 00:11:15,171 ამერიკელების დამოკიდებულება აფრო-ამერიკელების მიმართ, 299 00:11:15,171 --> 00:11:18,234 "უილი და გრეისის" და "თანამედროვე ოჯახის" მსგავსმა შოუებმა კი, 300 00:11:18,234 --> 00:11:19,627 შეცვალეს მათი დამოკიდებულება 301 00:11:19,627 --> 00:11:21,057 გეი კაცების და ქალების მიმართ. 302 00:11:21,057 --> 00:11:23,352 არ მგონია გადაჭარბებული იმის თქმა, 303 00:11:23,352 --> 00:11:26,013 რომ ამერიკაში მორალური ცვლილების მთავარი კარტალიზატორი, 304 00:11:26,013 --> 00:11:28,906 სიტუაციური კომედიები იყო. 305 00:11:28,906 --> 00:11:30,352 თუმცა, მხოლოდ ემოციები არ არის 306 00:11:30,352 --> 00:11:31,838 და მინდა გონიერების ძალაზე 307 00:11:31,838 --> 00:11:33,833 ყურადღების გამახვილებით დავასრულო. 308 00:11:33,833 --> 00:11:35,989 სტივენ პინკერი თავის შესანიშნავ წიგნში: 309 00:11:35,989 --> 00:11:37,732 "ჩვენი ბუნების საუკეთესო ანგელოზები" 310 00:11:37,732 --> 00:11:39,228 ამბობს: ძველ აღთქმაში წერია, 311 00:11:39,228 --> 00:11:41,810 რომ გიყვარდეს მეზობელი შენი. 312 00:11:41,810 --> 00:11:44,532 ახალ აღთქმაში წერია: გიყვარდეს მტერი შენი, 313 00:11:44,532 --> 00:11:47,218 მაგრამ სინამდვილეში, მე არცერთი მათგანი არ მიყვარს, 314 00:11:47,218 --> 00:11:48,885 მაგრამ მაინც არ მინდა მათი მოკვლა. 315 00:11:48,885 --> 00:11:50,931 მე ვიცი, რომ მათ წინაშე ვალდებულება მაქვს, 316 00:11:50,931 --> 00:11:54,221 მაგრამ ჩემი მორალური გრძნობები და წარმოდგენები იმაზე, 317 00:11:54,221 --> 00:11:55,934 თუ როგორ უნდა მოვექცე მათ, 318 00:11:55,934 --> 00:11:57,921 სიყვარულზე არ არის დაფუძნებული, 319 00:11:57,921 --> 00:11:59,940 არამედ ეფუძნება ადამიანის უფლების გაგებას. 320 00:11:59,940 --> 00:12:02,613 წარმოდგენას, რომ მათი სიცოცხლე ისეთივე ფასეულია მათთვის, 321 00:12:02,613 --> 00:12:04,499 როგორც ჩემი - ჩემთვის. 322 00:12:04,499 --> 00:12:06,431 ამის დასტურად ის დიდი ფილოსოფოსის, 323 00:12:06,431 --> 00:12:08,279 ადამ სმითის ისტორიას ჰყვება. 324 00:12:08,279 --> 00:12:09,965 მინდა ეს ისტორია მეც გიამბოთ. 325 00:12:09,965 --> 00:12:11,261 თუმცა მე მას, 326 00:12:11,261 --> 00:12:12,939 ცოტა თანამედროვეობისკენ შევცვლი. 327 00:12:12,939 --> 00:12:14,840 ადამ სმითი იწყებს თხოვნით წარმოიდგინოთ 328 00:12:14,840 --> 00:12:16,741 ათასობით ადამიანის სიკვდილი. 329 00:12:16,741 --> 00:12:18,781 თან ეს სიკვდილი, 330 00:12:18,781 --> 00:12:21,020 თქვენთვის უცნობ ქვეყანაში ხდება. 331 00:12:21,020 --> 00:12:24,574 ეს შეიძლება იყოს ჩინეთი, ინდოეთი, ან ქვეყანა აფრიკაში. 332 00:12:24,574 --> 00:12:27,058 სმითი კითხულობს რა იქნება თქვენი რეაქცია? 333 00:12:27,058 --> 00:12:29,365 თქვენ იტყვით, ძალიან სამწუხაროა 334 00:12:29,365 --> 00:12:31,241 და ჩვეულ რიტმში განაგრძნობთ ცხოვრებას. 335 00:12:31,241 --> 00:12:33,780 თუ მაგალითად გადაშლით The New York Times-ს ინტერნეტში 336 00:12:33,780 --> 00:12:36,650 და ამ ამბავს წაიკითხავთ, პრინციპში მსგავსი რამ მუდმივად ხდება 337 00:12:36,650 --> 00:12:37,941 ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას. 338 00:12:37,941 --> 00:12:40,135 თუმცა, ამის ნაცვლად, სმითი გთხოვთ 339 00:12:40,135 --> 00:12:41,389 წარმოიდგინოთ, რომ გაიგეთ, 340 00:12:41,389 --> 00:12:43,928 რომ ხვალ ნეკა თითს გაჭრიან. 341 00:12:43,928 --> 00:12:46,597 სმითი ამბობს, თქვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. 342 00:12:46,597 --> 00:12:47,508 ამაზე ფიქრით, 343 00:12:47,508 --> 00:12:48,861 იმ ღამეს ვერ დაიძინებთ. 344 00:12:48,861 --> 00:12:50,880 ისმის კითხვა: 345 00:12:50,880 --> 00:12:53,346 გასწირავდით თუ არა ათასობით სიცოცხლეს, 346 00:12:53,346 --> 00:12:55,315 თქვენი ნეკა თითის შენარჩუნების სანაცვლოდ? 347 00:12:55,315 --> 00:12:57,633 შეგიძლიათ გულში უპასუხოთ, 348 00:12:57,633 --> 00:13:00,552 მაგრამ სმითი პასუხობს, რომ ვერანაირად, 349 00:13:00,552 --> 00:13:02,244 ეს ხომ საშინელი აზრია. 350 00:13:02,244 --> 00:13:04,275 ეს შემდეგ კითხვას აჩენს, 351 00:13:04,275 --> 00:13:05,649 როგორც სმითი ამბობს: 352 00:13:05,649 --> 00:13:07,707 "როგორ ხდება, რომ ჩვენი პასიური გრძნობები , 353 00:13:07,707 --> 00:13:09,975 თითქმის ყოველთვის ასეთი საშინელი და ეგოისტურია, 354 00:13:09,975 --> 00:13:11,440 ხოლო ჩვენი აქტიური პრინციპები, 355 00:13:11,440 --> 00:13:13,313 ხშირად გულუხვი და კეთილშობილი?" 356 00:13:13,313 --> 00:13:15,363 და სმითი პასუხობს: "ეს არის გონიერება, 357 00:13:15,363 --> 00:13:17,138 პრინციპი და ნამუსი. 358 00:13:17,138 --> 00:13:18,679 ისინი ისე ჩაგვესმის, 359 00:13:18,679 --> 00:13:22,104 რომ ჩვენს ყველაზე თავდაჯერებულ ვნებებსაც კი ახშობს 360 00:13:22,104 --> 00:13:24,591 და გვარწმუნებს, რომ მხოლოდ ერთ-ერთი ვართ სიმრავლიდან 361 00:13:24,591 --> 00:13:26,222 და სხვებზე მეტი არ ვართ." 362 00:13:26,222 --> 00:13:28,347 ამ უკანასკნელს, 363 00:13:28,347 --> 00:13:31,555 ხშირად მიუკერძოებლობის პრინციპს ეძახიან. 364 00:13:31,555 --> 00:13:34,184 მიუკერძოებლობის ეს პრინციპი, 365 00:13:34,184 --> 00:13:35,931 მსოფლიოს ყველა რელიგიაში, 366 00:13:35,951 --> 00:13:38,209 ოქროს წესის ყველა ვერსიაში 367 00:13:38,209 --> 00:13:40,663 და მსოფლიოს ყველა მორალურ ფილოსოფიაში ვლინდება, 368 00:13:40,663 --> 00:13:41,970 სხვადასხვა ფორმით, 369 00:13:41,970 --> 00:13:44,964 მაგრამ ყველა იზიარებს წარმოდგენას, რომ მორალური მსჯელობა 370 00:13:44,964 --> 00:13:47,949 მიუკერძოებელი პოზიციიდან უნდა ვაწარმოოთ. 371 00:13:47,949 --> 00:13:49,771 ჩემი აზრით ამის საუკეთესო გამოხატულება, 372 00:13:49,771 --> 00:13:52,856 არა თეოლოგის, ან ფილოსოფოსის, 373 00:13:52,856 --> 00:13:54,213 არამედ ჰამფრი ბოგარტია 374 00:13:54,213 --> 00:13:55,760 ფილმ "კასაბლანკის" ბოლოს. 375 00:13:55,760 --> 00:13:59,536 ასე რომ გაფრთხილება სპოილერზე. ის შეყვარებულს ეუბნება, 376 00:13:59,536 --> 00:14:00,676 რომ საერთო სიკეთისთვის 377 00:14:00,676 --> 00:14:02,379 უნდა დაშორდნენ და ამასთან ამბობს... 378 00:14:02,379 --> 00:14:04,143 მის აქცენტს ვერ გავაკეთებ... 379 00:14:04,143 --> 00:14:05,915 მაგრამ ამბობს: "ადვილი მისახვედრია, 380 00:14:05,915 --> 00:14:07,654 რომ სამი პატარა ადამიანის პრობლემები 381 00:14:07,654 --> 00:14:10,385 ბევრს არაფერს ნიშნავს ამ გიჟურ სამყაროში" 382 00:14:10,385 --> 00:14:13,665 ჩვენს გონიერებას შეუძლია ვნებები დაგვაძლევინოს. 383 00:14:13,665 --> 00:14:15,381 ჩვენს გონიერებას შეუძლია 384 00:14:15,381 --> 00:14:16,742 განავრცოს ჩვენი თანაგრძნობა. 385 00:14:16,742 --> 00:14:19,309 შეუძლია დაგვაწერინოს "ბიძია თომას ქოხის" მსგავსი წიგნი, 386 00:14:19,309 --> 00:14:20,752 ან წაგვაკითხოს მსგავსი წიგნი. 387 00:14:20,752 --> 00:14:23,346 გონიერებამ შეიძლება შეგვაქმნევინოს 388 00:14:23,346 --> 00:14:25,308 ჩვეულებები, ტაბუები და კანონები, 389 00:14:25,308 --> 00:14:27,118 რომლებიც შეგვზღუდავს 390 00:14:27,118 --> 00:14:28,694 ვიმოქმედოთ იმპულსურად, 391 00:14:28,694 --> 00:14:30,773 როცა, როგორც რაციონალური არსებები, ვგრძნობთ, 392 00:14:30,773 --> 00:14:32,098 რომ უნდა ვიყოთ შეზღუდულები. 393 00:14:32,098 --> 00:14:33,791 სწორედ ესაა კონსტიტუცია. 394 00:14:33,791 --> 00:14:36,712 კონსტიტუცია წარსულში შეიმუშავეს 395 00:14:36,712 --> 00:14:38,019 და მას ამჟამად ვიყენებთ. 396 00:14:38,019 --> 00:14:38,794 ის გვეუბნება, 397 00:14:38,794 --> 00:14:40,441 რომ არ აქვს მნიშვნელობა, 398 00:14:40,441 --> 00:14:43,654 თუ რამდენად გვსურს, ერთი ადამიანის მესამე ვადით პრეზიდენტად არჩევა. 399 00:14:43,654 --> 00:14:45,929 არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად შეიძლება სურდეთ 400 00:14:45,929 --> 00:14:49,997 თეთრკანიან ამერიკელებს მონობის აღდგენა, ჩვენ ამას ვერ შევძლებთ. 401 00:14:49,997 --> 00:14:51,673 ჩვენ საკუთარი თავები შევზღუდეთ. 402 00:14:51,673 --> 00:14:54,090 ჩვენ სხვა რამეებშიც შევიზღუდეთ თავები. 403 00:14:54,090 --> 00:14:56,848 ჩვენ ვიცით, რომ სამსახურში 404 00:14:56,848 --> 00:14:59,799 ვიღაცის აყვანის, ან ჯილდოს მიცემის დროს 405 00:14:59,799 --> 00:15:02,757 ჩვენ მიკერძოებულები ვართ მათი რასის, 406 00:15:02,757 --> 00:15:05,053 მათი სქესის 407 00:15:05,053 --> 00:15:07,268 და მათი გარეგნობის მიხედვით. 408 00:15:07,268 --> 00:15:09,919 ამაზე ზოგჯერ შეიძლება ვთქვათ: "კარგი, ასეც უნდა იყოს", 409 00:15:09,919 --> 00:15:12,226 მაგრამ ზოგჯერ ვიტყვით: "ეს არასწორია" 410 00:15:12,226 --> 00:15:14,115 და ამასთან ბრძოლისთვის, 411 00:15:14,115 --> 00:15:16,366 ჩვენ არა მხოლოდ მეტ ძალას ვატანთ თავს, 412 00:15:16,366 --> 00:15:19,367 არამედ ისეთ პირობებს ვქმნით, 413 00:15:19,367 --> 00:15:22,406 სადაც ეს სხვა ინფორმაციის წყაროები ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს. 414 00:15:22,406 --> 00:15:23,871 ამიტომ არის, რომ ბევრი ორკესტრი 415 00:15:23,871 --> 00:15:26,366 მუსიკოსებს გასასინჯად ფარდის უკნიდან უსმენს, 416 00:15:26,366 --> 00:15:28,290 იმისთვის რომ მხოლოდ ის ინფორმაცია მიიღონ, 417 00:15:28,290 --> 00:15:30,303 რაც ფიქრობენ რომ მნიშვნელოვანია. 418 00:15:30,303 --> 00:15:32,626 ვფიქრობ წინასწარგანწყობა და მიკერძოება 419 00:15:32,626 --> 00:15:35,720 ადამიანური ბუნების ფუნდამენტურ ორსახობას აჩვენებს. 420 00:15:35,720 --> 00:15:39,496 ჩვენ გვაქვს შინაგანი გრძნობები, ინსტინქტები, ემოციები 421 00:15:39,496 --> 00:15:41,797 და ისინი მოქმედებენ ჩვენს განსჯაზე და ქმედებაზე. 422 00:15:41,797 --> 00:15:43,988 გვიბიძგებენ კარგისკენ, ან ცუდისკენ, 423 00:15:43,988 --> 00:15:47,610 მაგრამ ჩვენ ასევე გონივრული განზრახვის, 424 00:15:47,610 --> 00:15:49,535 ინტელექტუალური დაგეგმვის უნარი გვაქვს. 425 00:15:49,535 --> 00:15:51,862 ჩვენ შეგვიძლია ისინი 426 00:15:51,862 --> 00:15:54,455 ზოგჯერ ემოციების კვების და გაძლიერებისთვის გამოვიყენოთ, 427 00:15:54,455 --> 00:15:56,573 ზოგჯერ კი - მათი ჩახშობისთვის. 428 00:15:56,573 --> 00:15:58,117 ამდენად, გონიერება გვეხმარება 429 00:15:58,117 --> 00:16:00,574 შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ 430 00:16:00,574 --> 00:16:02,918 მადლობა. 431 00:16:02,918 --> 00:16:06,623 (აპლოდისმენტები)