როგორც უკვე ვთქვით,
OL სხივი პერპენდიკულარულია ON სხივის.
ანუ OL პერპენდიკულარულია ON-ის.
ვიცით, რომ ეს მართი კუთხეა,
90 გრადუსიანია.
ასევე გვეუბნებიან,
რომ LOM კუთხის ზომა არის
2x-ს მიმატებული 46.
ესე იგი აი ეს კუთხე, LOM იქნება
2x-ს მიმატებული 46-ის ტოლი.
შემდეგ გვეუბნებია, რომ
MON კუთხის გრადუსული ზომა არის
3x-ს გამოკლებული ექვსი.
ესე იგი ეს კუთხე იქნება
3x-ს გამოკლებული ექვსი.
გვთხოვენ, ვიპოვოთ MON კუთხე.
ამ კუთხის გრადუსული
ზომა უნდა დავადგინოთ.
შეგვეძლება მისი პოვნა,
თუ გვეცოდინება რა არის x.
რაც იქნება x, გავამრავლებთ მას სამზე
და გამოვაკლებთ ექვსს.
ერთი რაც ვიცით,
თუ შევკრებთ ამ ორ კუთხეს
ესინი მოსაზღვრე კუთხეებია
და წარმოქმნიან მართ კუთხეს.
მაშასადამე გვექნება 90 გრადუსი
შეგვიძლია ვივარაუდოთ,
რომ გრადუსებთან გვაქვს საქმე.
ვთქვათ, 2x-ს მიმატებული
46 მიმატებული 3x-ს გამოკლებული ექვსი
იქნება 90 გრადუსის ტოლი.
ეს ორი დამატებითი კუთხეა,
ანუ ერთად 90 გრადუსს ქმნიან.
ახლა დავრჩა გამარტივება.
გვაქვს ორი x.
და კიდევ სამი x.
მათი შეკრებით მივიღებთ ხუთ x-ს.
გვაქვს ასევე 46.
გავაქროთ ექვსიანი.
40-ს მივუმატებთ და მივიღებთ,
რომ 90-ის ტოლია.
გამოვაკლოთ 40 ორივე მხარეს.
მოდი გავაკეთოთ ეს.
მარცხენა მხარეს დარჩება მხოლოდ 5x,
ხოლო მარჯვენა მხარეს 50.
ახლა კი გავყოთ ორივე მხარე ხუთზე.
დაგვრჩება, რომ x არის 10-ის ტოლი.
მაგრამ ჩვენი პასუხი 10 არ არის.
ჯერ უბრალოდ დავადგინეთ x.
დავალება მდგომარეობს MON კუთხის
გრადუსული ზომის დადგენაში.
უკვე ვიცით, რომ MON კუთხე ტოლია
3x-ს გამოკლებული ექვსი, რაც ტოლია
სამჯერ 10-ს გამოკლებული ექვსი
მინუს ექვსის დაწერა მწვანედ მინდა და
მივიღებთ 24 გრადუსს.