"სახელმწიფომ შექმნა ღეროვან-ფოთლოვანი დიაგრამა, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენი კუ არის ქვეყნის თითოეულ ზოოპარკში. რამდენ ზოოპარკშია 46-ზე ნაკლები კუ?" ასეთი დიაგრამა გვიჩვენებს თითოეული რიცხვის პირველ ნიშანს -- -- ანუ, ეს ათეულების თანრიგია, ეს კი ერთეულების -- ესე იგი, მხოლოდ ერთი ზოოპარკია, რომელშიც ოთხი კუ არის. შეგვიძლია, შევხედოთ, როგორც ნულჯერ ერთს პლუს ოთხჯერ ერთი, -- ანუ, ოთხი კუ. ამ რიგს თუ შევხედავთ -- ათეულების ადგილას არის ერთი, ანუ, ეს ერთიანი იგივეა, რაც ათს პლუს ერთი, ანუ, 11. ეს არის 14. ეს იქნება 16, ესეც 16 და ასე შემდეგ. ეს იქნება 17, შემდეგ კი 18. ამ რიგში გვაქვს 23, ესეც 23-ია, ეს კი 26. ეს იმიტომ, რომ თავში არის ორიანი. ანუ, ეს არის პირველი ნიშანი. ვუპასუხოთ შეკითხვას: "რამდენ ზოოპარკშია 46-ზე ნაკლები კუ?" აქ არც ერთ ზოოპარკში არაა 40 კუც კი. ამ რიგში 30 ან მეტი და 40-ზე ნაკლები კუა, აქ 20 ან მეტი და 30-ზე ნაკლები, აქ ათზე მეტი და ოცზე ნაკლები. პირველში - ათზე ნაკლები. პასუხი იქნება იმდენი ზოოპარკი, რამდენიც ამ რიგებშია ჩამოწერილი. ესე იგი, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17. გვაქვს 17 ზოოპარკი, რომელშიც 46-ზე ნაკლები კუ არის. შემდეგი გავაკეთოთ. "სხვადასხვა სუპერმარკეტის მომხმარებელმა შეადგინა ღეროვან-ფოთლოვანი გრაფიკი, რომელიც გვიჩვენებს ქოქოსების რაოდენობას მაღაზიებში. რა არის უმცირესი რაოდენობა ქოქოსებისა მაღაზიებში?" ესე იგი, მყიდველმა შეადგინა ღეროვან-ფოთლოვანი გრაფიკი, რომელიც გვიჩვენებს ქოქოსების რაოდენობას თითოეულ მაღაზიაში. რომელია უმცირესი რაოდენობა? უმცირესი რაოდენობა ესაა, შეგახსენებთ, ეს არ არის ორი, აქ ათეულების თანრიგია. აქ ერთიანია, ესე იგი, ეს რიცხვი გვიჩვენებს, რომ ამ მაღაზიაში არის 12 ქოქოსი. ამიტომ, პასუხად ჩავწერთ 12-ს. გადავიდეთ შემდეგზე. "სტატისტიკოსმა შეადგინა ღეროვან-ფოთლოვანი დიაგრამა, რომელიც გვიჩვენებს, თუ რამდენი საათია თითოეულ მაღაზიაში. რამდენ მაღაზიაშია ზუსტად შვიდი ცალი საათი?" ასეთი მხოლოდ ეს მაღაზიაა, სადაც ნული ათეული და შვიდი ერთეული წერია. ეს და ეს არ არის შვიდის ტოლი. ეს 17-ს წარმოადგენს, რადგან ათეულების თანრიგში ერთიანი აქვს. ეს წარმოადგენს 27-ს, რადგან ათეულების თანრიგში ორიანია. ესე იგი, მხოლოდ ერთ მაღაზიაშია ზუსტად შვიდი ცალი საათი. შემდეგი.. "ზოოპარკის დარაჯმა შეადგინა გრაფიკი, რომელიც გვიჩვენებს ქვეყნის თითოეულ ზოოპარკში ვეფხვების რაოდენობას. რამდენ ზოოპარკშია 24-ზე მეტი ვეფხვი?" ესე იგი, ნულითა და ერთიანით დაწყებული რიგები არ გვაინტერესებს. შევხედოთ ოციანებს. ეს არის 25. ჩვენს კრიტერიუმში ჯდება. შემდეგ მოდის 28 და 29, ასევე, ყველა, რომელიც 30-იანებშია და ყველა აქედანაც. ეს არის 30 ვეფხვი და არა ნული ვეფხვი. ეს კი 40 ვეფხვს ნიშნავს. დავთვალოთ, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. ესე იგი, ცხრა ზოოპარკში არის 24-ზე მეტი ვეფხვი. პასუხი არის ცხრა ზოოპარკი. დავასრულეთ!