ამჟამად, საუკეთესო მიახლოება იმისა თუ
როდის მოხდა დიდი აფეთქება-
(მართალია დიდად ეს ტერმინი არ მომწონს
რადგან ის თავისმხრივ
გულისხმობს, რომ გარკვეული სახის აფეთქება
მოხდა, მაგრამ სინამდვილეში ის აღწერს
იმ მომენტს, როდესაც სამყარომ გაფართოება
დაიწყო "სინგულარობის" წერტილიდან)
მაგრამ დაახლოებით დიდი აფეთქება მოხდა
13.7 მილიარდი წლის წინ, და მიუხედავად
იმისა, რომ ჩვენ შეჩვეულნი ვართ
რიცხვებში მილიარდების გამოყენებას,
განსაკუთრებით როცა
დიდი ოდენობის ფულზე ვსაუბრობთ, ეს
წარმოუდგენელად დიდი
დროის მონაკვეთია. თითქოს ადვილად
გასაგებია
მაგრამ, სინამდვილეში ასე არაა. მომავალ
ვიდეოებში ვაპირებ
ვილაპარაკო დროის მასშტაბებზე, რათა
რეალურად
აღიქვათ რამხელა დროა 13.7 მილიარდი წელი
ან აღიქვათ, რომ
ვერ აღიქვამთ მას.
მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არის
ახლანდელი ყველაზე ზუსტი მიახლოება. ჩემი
ცხოვრების
განმავლობაშც კი, მას შემდეგ რაც
ვიცი დიდი აფეთქების შესახებ
და ვაქცევ ყურადღებას თუ რა არის
საუკეთესო
შეფასება, ეს რიცხვი რამდენჯერმე
შეიცვალა, ამიტომ ვფიქრობ ეს დრო მომავალში
უფრო ზუსტი
იქნება დაკიდევ შეიცვლება.
მაგრამ ახლა ეს ჩვენი ყველაზე ზუსტი
მიახლოებაა.
ახლა კი დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას
გვეუბნება ეს ციფრი
ხილული სამყაროს ზომაზე.
თუ გაფართოება 13.7 მილიარდი წლის წინ
დაიწყო...
და ყველაფერი არსებული ჩვენს
სამგანზომილებიან სამყაროში
იყო ერთ წერტილში მოქცეული
ყველაზე მეტი დრო რაც სინათლის
ფოტონს, რომელიც ახლა ჩვენ გვწვდება,
შესაძლოა გაეტარებინა
მოძრაობაში (ჩემი თვალი)
(ვთქვათ ეს ჩემი თვალია)
(ესე, ეს ჩემი წამწამები)
ყველაზე ხანგრძლივი დრო რაც ფოტონს,
რომელიც ახლა ჩემს თვალთანაა
ან ტელესკოპის ლინზას უახლოვდება
შეეძლო მოძრაობაში გაეტარებინა
არის 13.7 მილიარდი წელი.
როდესაც ვნახეთხილული სამყაროს
გამოსახულება
(2 თუ 3 ვიდეოს წინ)
ეს იყო ჩემს მიერ დახატული წრე.
გამოსახულება იყო წრე.
როდესაც ვხედავთ სინათლეს, რომელიც მოდის
ამ შორეული ობიექტებიდან, ის მოდის აი აქ
ჩვენ აქ ვართ. გამოსახულებაში აქ არის
ის შორეული ობიექტი
და მისგან წამოსული სინათლე მოდის ჩვენთან.
სინათლეს აქ მოსასვლელად 13.7 მილიარდი
წელი დასჭირდა.
ახლა, ვიყოყმანებ რაღაცის გაკეთებაზე,
რადგან ვსაუბრობთ უზარმაზარ დროისა და
სივრცის მონაკვეთებზე, რომლის მანძილზეც
თვითონ კოსმოსი ფართოვდება, დავინახავთ,
რომ
ვერ იტყვი, რომ ეს ობიქტი
დაშორებულია
მაინცდამაინც 13.7
მილიარდი
სინათლის წლით. ვამახვილებ
ყურადღებას- ეს ასე არაა!!!
თუ ვსაუბრობთ უფრო პატარა დროის მონაკვეთზე
ან პატარა მანძილებზე
ასე მიახლოება შეიძლება.
ამ შემთხვევაში სამყაროს გაფართოება
ბევრს არაფერს ცვლის.
ახლა უფრო გასაგებად ვიტყვი.
ვსაუბრობ აი იმ ობიექტზე,
მაგრამ ასევე შეგვიძლია სივრცის იმ
კოორდინატის განხილვა.
და იმ კოორდინატის ( უნდა ვამბობდე
იმ კოორდინატის დროსა და სივრცეში
რადგან მას ჩვენ განვიხილავთ კონკრეტულ
მომენტში. მაგრამ ეს კოორდინატი არ არის
13.7 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული
ამ ახლანდელი კოორდინატისგან.
და აქ რამდენიმე მიზეზზე უნდა
დავფიქრდეთ. პირველ
რიგში, სინათლე გამოიცა 13.7 მილიარდი წლის
წინ.
სინათლის გამოცემისას ჩვენ ბევრად უფრო
ახლოს ვიყავით.
ეს კოორდინატი ბევრად ახლოს იყო ამასთან.
ახლა სადაც ვართ კოსმოსში
ბევრად ახლოს იყო სამყაროს იმ წერტილთან.
კიდევ ერთი დასაფიქრებელი რამ ისაა, რომ -
(დავხატავ)
ვთქვათ წავიდეთ 300 000 წლით წინ
თავდაპირველი სინგულარობის წერტილიდან
გაფართოებისგან .
ახლა სამყაროს ისტორიის
მესამასიათასე წელში ვართ.
შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ სამყაროს
დაბადებიდან
300 000 წელია გასული.
ვთქვათ რომ ამ წერტილში -ამ წერტილშ
მნიშვნელოვნად ჯერ არაფერი
შეცვლილა ამ დროისთვის.
ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, როდესაც
შევეხებით კომოსური მიკროტალღური ფონის
გამოსხივებას,
მაგრამ სამყაროს ამ წერტილში
იყო წყალბადის თითქმის ერთგვაროვანი
გავარვარებული პლაზმა.
და ის ასხივებდა მიკროტალღურ რადიაციას,
რომელზეზ მომავალ ვიდეოშ
დავილაპარაკებთ.
ახლა უბრალოდ დავფიქრდეთ ადრეულ სამყაროში
არსებულ ორ წერტილზე .
ვთქვათ ამ ადრეულ სამყაროში გაქვს ეს
წერტილი
და ის კოორდინატი,
რომელზეც ახლა ვართ.
ეს ცენტრი არ იქნება.
თუ ეს ცენტრი არაა, წარმოსადგენად
უფრო ადვილი იქნება.
ვთქვათ ამ ადრეულ სამყაროში
მხოლოდ შეგეძლო პატარა სახაზავების
მყისიერად აღება და
ამის გაზომვა,
ამ მანძილს გაზომავდი როგორც
30 მილიონ სინათლის წელიწადს.
ვთქვათ ამ წერტილში
ეს ობიექტი (ფერი:მაგენტა)
გამოსცემს ფოტონს სავარაუდოდ
მიკროტალღური
გამოსხივების სიხშირის დიაპაზონში.
დავინახავთ, რომ ამ დიაპაზონში ასხივებს.
მაგრამ, ასხივებს ფოტონს.
ეს ფოტონი კი სინათლის სიჩქარით მოძრაობს
ეს არის სინათლე.
ფოტონი კი ამბობს -
"მხოლოდ 30 მილიონი სინათლის წელი მაქვს
გასავლელი"
"ეს არც ისე ცუდია. იქამდე
მივალ 30 მილიონ წელში."
ახლა გავაკეთებ ცალკე.
რეალურად საჭირო მათემატიკა ბევრად რთულია,
ვიდრე რასაც გავაკეთებ, მგარამ უბრალოდ
გაჩვენებთ რა ხდება.
ვთქვათ ფოტონი ამბობს,
" 10 მილიონ წელში მე უნდა ვიყო
ამ კოორდინატზე"
მთელი მანძილის მესამედზე.
მაგრამ რა ხდება ამ 10 მილიონი წლის
განმავლობაში?
10 მილიონი წლის ,
სამყარო ცოტათი გაფართოვდა.
შესაძლოა ბევრად გაფართოვდა.
ახლა დავხატავ გაფართოებულ სამყაროს.
10 მილიონი წლის შემდეგ სამყარო
შესაძლოა ასე გამოიყურებოდეს.
(შესაძლოა ამაზე დიდიც კი იყოს.)
(ასე დავხატავ.)
10 მილიონი წლის შემდეგ სამყარო
შესაძლოა საკმაოდ გაფართოვებულიყო.
ეს არის მომავალში 10 მილიონი წლით წინ
წასვლა.
თუმცა კოსმოლოგიური მაშწტაბით
ჯერ სამყარო ადრეულ ასაკშია
რადგან ჯამში 13.7 მილიარდ წელზე გვაქვს
საუბარი.
ვთქვათ გავიდა 10 მილიონი წელი.
სამყარო გაფართოვდა.
კოორდინატი რომელზეც ახლა ვართ
გადმოვიდა აი აქ.
კოორდინატი რომლიდანაც ფოტონი
თავდაპირველად გამოიცა
ახლა იქნება
აი აქ.
ამ ფოტონმა თქვა რომ "აი
10 მილიონ სინათლის წელში
ვიქნები აქ"
მე ახლა დაახლოებით ვამბობ
და უბრალოდ მინდა მარტივად მიგახვედროთ.
უხეშად, ის კოორდინატი რომელთანაც ფოტონი
10 მილიონ წელში მივა
არის აქ.
სამყარო გაფართოვდა
ყველა კოორდინატი დაშრდა ერთმანეთს.
აქ რა მოხდა?
სამყარო გაფართოვდა.
მანძილი, რომემლიც აქამდე 30 მილიონი
სინათლის
წელი იყო, ახლა, უხეშად ვამბობ,
მხოლოდ იმისათვის, რომ გაგაგებინოთ
ინტუიტიურად მიგახვედროთ
რა ხდება-
მანძილი აღარაა 30 მილიონი სინათლის წელი
შესაძლოა 100 მილიონია.
ესაა 100 მილიონი სინათლის წელი.
სამყარო ფართოვდება.
სივრცე იშლება.
წარმოიდგინე როგორც ბატუტის
ან ბუშტის ზედაპირი იწელება.
ამიტომ ის კოორდინატი, რომელზეც სინათლეა
10 მილიონ წელში,
(10 მილიონი წელია რაც მოძრაობს)
-მაგრამ გავლილი აქვს ბევრად დიდი მანძილი!
მას გავლილი აქვს-- მანძლი სადღაც 30
მილიონი
სინათლის წლის ფარგლებში.
აქ გამოთვლა ზუსტი არაა.
ზუსტად არ გამომითვლია.
მაგრამ აზრი ისაა, რომ გავლილია 30 მილიონი
სინათლის წელი.
ისე, არ უნდა გავაკეთო
იგივე დისტანცია, იმიტომ, რომ მანძილი რაც
გაიარა
და უნდა გაიაროს
გაფართოების გამო
იქნება წრფივი. როდესაც უბრალოდ ჩემთვის
ვფიქრობ
ასე არ უნდა იყოს.
მაგრამ ამაზე არ გავაკეთებ
განცხადევას.
მაგრამ დისტანცია, რომელიც ფოტონმა დაფარა
ეს მანძილი არის ვთქვათ 20 მილიონი სინათლის
წელი...
რადგან ყოველ გადაადგილებაზე
განვლილი მანძილი იწელება.
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ის 10
მილიონი წლის მანძილზე მოძრაობდა
დაფარული მანძილი აღარაა მხოლოდ
10 მილიონი სინათილს წელი.
ის ახლა გაიწელა 20 მილიონ სინათლის წელზე.
და დარჩემილი გასავლელი მანძილი აღარაა
მხოლოდ 20 მილიონი სინათლის წელი.
ის ახლა შესაძლოა 80 მილიონი სინათლის წელი
იყოს.
ამიტომ ფოტონი შეიძლება იმედგაცრუებული
დარჩეს.
შესაძლოა ოპტიმისტურად შეხედვაც.
"ვაა! 20 მილიონი სინათლის წლის დაფარვა
მოვახერხე
მხოლოდ 10 მილიონ წელში."
"თითქოს სინათლის სიჩქარეზე სწრაფად
ვმოძრაობ"
რეალურად ეს ასე არაა, რადგან თვითონ
კოორდინატები შორდებიან ერთმანეთს.
ისინი ფართოვდებიან და ფოტონი უბრალოდ
მოძრაობს
სინათლის სიჩქარით. მაგრამ მანძლი, რომელიც
იფარება
10 მილიონ წელში მეტია
10 მილიონ სინათლის წელზე.
ის 20 მილიონი სინათლის წელია.
ამიტომ, უბრალოდ დროს და მანძილს ვერ
გაამრავლებ
ამ კოსმოლოგიურ მასშტაბებზე.
განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თვითონ
კოორდინატები სცილდებიან ერთმანეთს.
მაგრამ ალბათ ხვდებით ეს ყველაფერი საითკენ
მიდის.
ახლა ფოტონი ამბობს "აა"
"შემდეგ 40 მილიონ წელში
შეიძლება აქ მივიდე"
მაგრამ რეალურად, შემდეგ 40 მილიონ წელში
ის შესაძლოა მოვიდეს აქამდე,
რადგან ეს მანძილი 80 მილიონი სინათლის
წელია.
რეალურად 40 მილიონი წლის შემდეგ,
ანუ გადის 40 მილიონი წელი...
და სამყარო კიდე უფრო მეტად
გაფართოვდა.
მთლიან ბუშტს არ დავხატავ,
მაგრამ ადგილი საიდანაც ეს ფოტონი გამოიცა
შესაძლოა იყოს აქ,
ჩვენი ამჟამინდელი პოზიცია არის აქ,
ადგილი სადაც სინათლე 10 მილიონ წელში
მივიდა
არის აქ,
და ადგილი სადაც სინათლე 40 მილიონი წლის
მერეა
შესაძლოა იყოს აქ.
ამგვარად, მანძილი ამ ორ წერტილს შორის:
როცა დავიწყეთ იყო 10 მილიონი სინათლის
წელი,
მერე გახდა 20 მილიონი სინათლის წელი
ახლა შესაძლოა იყოს -არ ვიცი
შესაძლოა მილიარდი სინათლის წელი.
შესაძლოა ეს მანძილი,
უბრალოდ ვიგონებ რიცხვებს,
მართალია შესაძლოა ზედმეტად დიდი იყოს...
შესაძლოა 100 მილიონი სინათლის წელი იყოს.
ეს მაინძილი კი, არ ვიცი
500 მილიონი სინათლის წელი.
და ახლა შესაძლოა მთლიანად ამ ორ წერტილს
შორის მილიარდი სინათლის წელიწადი იყოს.
ფოტონს შეიძლება იმედი გაუცრუვდეს.
რაც უფრო დიდ მანძილს ფარაცს, უკან იყურება,
და ამბობს "ვაა, მხოლოდ 50 მილიონ წელში
600 მილიონი სინათლის წელი დავფარე"
"ეს საკმაოდ კარგია"
მაგრამ იმედგაცრუებულია, რადგან
ეგონა, რომ 30 მილიონი სინათლის წელი უნდა
დაეფარა,
მაგრამ ეს მანძილი იწელება და იწელება.
რადგან თვითონ კოსმოსი იწელება.
რეალურად, ვუბრუნდებით საწყის იდეას,
ფოტონი, რომელიც ახლა გვიახლოვდება და
ვთქვათ 13.4 მილიარდი წელია მოძრაობს
და მხოლოდ ახლა გვიახლოვდება,
სწრაფად გავიყვანოთ 13.4 მილიარდი წელი
ამ წერტილიდან რათა მივიდეთ დღევანდელ
დღემდე.
თუ აქ დავხატავ მთელს ხილულ სამყაროს
ეს წერტილი იქნება საიდანაც სინათლე გამოიცა
ჩვენ კი ვართ აი აქ და...
ამას ნათელს მოვფენ. ვხატავ მთელს ხილულ
სამყაროს
ჩვენი წერტილი ცენტრი უნდა იყოს, რადგან
თუ რამე განსაკუთრებულად
უცნაური არაა, ყველა მიმართულებით თანაბარ
მანძლს ვხედავთ.
ამიტომ ჩვენ პოზიციას ცენტრად დავხატავ.
ასე რომ, ეს არის მთლიანი ხილული სამყარო.
ეს ფოტონი გამოცემული იყო აქედან
13.4 მილიარდი წლის წინ, დიდი აფეთქებიდან
300 000 წლის შემდეგ.
და ახლა გვიახლოვდება.
მართალია ფოტონი 13.7 მილიარდი წლის
მანძილზე მოძრაობდა
მაგრამ უცნაური ის არის, რომ ეს ობიექტი,
რადგანაც მას ვშორდებოდით გაფართოებისას
ეს ობიექტი, საუკეთესო შეფასებით
46 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული
ჩვენგან.
მინდა კარგად გაგაგებინოთ:
ობიექტი ახლა 46 მილიარდი სინათლის წლითაა
დაშორებული ჩვენგან.
ამიტომ, როდესაც მასეზე დასაკვირვებლად
მხოლოდ სინათლეს იყენებ,
სინათლის წლების მიხედვით სინათლე 13.7
მილიარდი წლის მანძილზე მოძრაობდა
ეს დაახლოებით ერთადერთი გზაა სინათლესთან
და მანძილთან მიმართებაში საფიქრალად,
ამიტომ შესაძლოა 13.4 (იცინის)
(ათწილადს ვცვლი)
შესაძლოა 13.4 მილიარდი სინათლის წლის
მანძილი იყოს.
მაგრამ რეალურად, დღეს რომ გქონდეს სახაზავი
რომელიც სინათლის წლებში ზომავს
ეს მანძილი ისეა გაწელილი
რომ გაიზომებოდა როგორც 46 მილიარდი
სინათლის წელი.
უბრალოდ მინიშნებისთვის, როდესაც კოსმოსური
მიკროტალღური ფონის გამოსხივებაზე
ვლაპარაკობთ, როგორი იქნება ეს წერტილი
კოსმოსში?
ის რაც 46 მილიარდი სინათლის წლის მანძილძეა
მაგრამ ფოტონს 13.7 მილიარდი წელი დასჭირდა
ჩვენამდე მოსაღწევად.
როგორი იქნება ეს?
როცა ვამბობთ როგორი იქნება, ეს ეყრდნობა
იმ ფოტონებს რომლებიც ჩვენამდე აღწევს.
ეს ფოტონები 13.4 მილიარდი წლის წინ
წამოვიდნენ.
ამიტომ ეს ფოტონები გამოიცემიან
იმ პრიმიტიული სტრუქტურიდან, გავარვარებული
წყალბადის პლაზმის ბურუსიდან.
ანუ რას დავინახავთ ამ პლაზმის
ბურუსში
-დავინახავთ რაღაც
თეთრ ცხელ პლაზმას,
რომელიც ჯერ სტაბილურ ატომებად არ არის
დიფერენცირებული და მითუმეტეს არა
ვარსკვლავებად. დავინახავთ ამ გავარვარებულ
პლაზმას.
რეალურად, წერტილი სივრცეში, რომელიც 46
მილიარდი წლის მოშორებითაა დღევანდელიდან
სავარაუდოდ დიფერენცირებულია სტაბილურ
ატომებად, ვარსკვლავებად და გალაქტიკებად.
გულახდილად, თუ ის ადამიანები,(თუ იქ ახლა
არის ცივილიზაცი) სხედან და
უყურეენ ჩვენი სივრცული კოორდინატიდან
გაშვებულ ფოტონებს,
ისინი ჩვენ ვერ დაგვინახავენ.
დაგვინახავენ ჩვენ
13.4 მილიარდი წლის წინ. დაინახავენ
კოსმოსის ჩვენი მონაკვეთის
ძალიან პრიმიტიულ სახეს
როცა მართლა მარტო ცხელი პლაზმა იყო.
ამაზე მომდევნო ვიდეოში დავილაპარაკებთ,
მაგრამ დაფიქრდით.
ნებისმიერი ფოტონი, რომელიც იმ პერიოდიდან
მოდის
ნებისმიერი მიმართულებიდან და მოდის
13.4 მილიარდი წელია
იქნება იმ პრიმიტიული ფაზიდან ან
წამოსული იქნება იმ დროიდან როდესაც
სამყარო იყო
პრიმიტიულ ფაზაში როცა მხოლოდ გავარვარებული
პლაზმისგა, არადიფერენცირებული მასისგან
შედგებოდა.
იმედია, ეს გაგაგებინებთ საიდან
მომდინარეობს კოსმოსური მიკროტალღური ფონის
გამოსხივება