კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება.
ახლა კიდევ რამდენიმე ამოცანას ამოვხსნი
იმპლსზე.
პირველ ამოცანაში გვყავს მოციგურავე და ის
საციგურაო მოედანზეა.
და მას ბურთი უჭირავს.
და ეს ბურთი---დავხატავ-- არის
0.15 კილოგრამიანი.
და ის მას ისვრის.
ვთქვათ, რომ ის მას თავის პირდაპირ ისვრის,
მიუხედავად იმისა,
რომ ჩვენ გვიყურებს.
თავისი ტანისთვის პირდაპირ არის.
და ისვრის ზუსტად პირდაპირ.
ვიცი, რომ რაღაცის სროლა ზუსტად პირდაპირ
რთულია, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ შეუძლია.
ისვრის ზუსტად პირდაპირ სიჩქარით, რადგან
მიმართულებასაც ვუთითებთ, ეს ნიშნავს, რომ
ეს სიჩქარე ვექტორულია და არა სკალარული,
რადგან სკალარულს მხოლოდ რიცხვითი
მნიშვნელობა აქვს ვექტორულს კი რიცხვითი
მნიშვნელობა და მიმართულება.
ის ბურთს ისვრის 35მ/წმ-შია და ბურთი
0.15 კილოგრამია
ამოცანა გვეუბნება, რომ კომბინირებული მასა-
მისი და ბურთის ერთად
50 კილოგრამია.
თავიდან, სანამ ის რამეს გააკეთებს,
ორივე უძრავადაა,
მერე კი ის ისვრის ბურთს და კითხვაა,
ბურთის სროლის შემდეგ
რა არის მოციგურავის უკუგდების სიჩქარე?
ანუ ბურთის სროლით რამდენად უკან
უბიძგებს საკუთარ თავს.
რა არის მისი სიჩქარე უკანა მიმართულებით?
და თუ არ იცით ტერმინი უკუგდება, ეს ხშირად
გამოიყენება, როდესაც...
არ მინდა ვიფიქროთ ძალადობრივ რაღაცეებზე,
მაგრამ
როდესაც თოფს ისვრი
შენი მხარი განიცდის უკუგდებას, რადგან
ისევ და ისევ
იმპულსი ინახება.
გარკვეული ოდენობის იმპულსი მიდის
იმ ტყვიაზე, რომელიც ძალიან მსუბუქი და
სწრაფია.
მაგრამ რადგან იმპულსი ინახება, შენი მხარი
საპირისპირო მიმართულებით
იძენს სიჩქარეს.
ამაზე სხვა ამოცანას გავაკეტებ
ახლა ამ ამოცანას დავუბრუნდეთ.
როგორც უკვე ვთქვი, იმპულსი ინახება.
რა არის იმპულსი ამოცანის დასაწყისში,
საწყისი იმპულსი?
სხვა ფრად გვაკეთებ.
ეს არის საწყისი იმპულსი.
საწყისი მასა არის 50კგ, არა? რადგან
ის და ბურთი ერთად 50კგ-ია, გამრავლებული
სიჩქარეზე.
სიჩქრე 0-ია.
დასაწყისში სისტეის სიჩქარე 0-ია.
ანუ იმპულსიც 0-ია.
P საწყისი 0-ია.
რადგან ჯამში 0 იმპულსით ვიწყებთ,
საბოლოო ჯამური
იმპულსიც 0 უნდა იყოს.
მოგვიანებით რა არის
იმპულსი? გვაქვს ბურთი, რომელიც მოძრაობს
35მ/წმ სიჩქარით და ბურთის მასა
0.15კგ-ია. დროებით ერთეულებს არ მივაქცევ
ყურადგღებას ადგილი, რომ
დავზოგო.
გამრავლებული ბურთის სიჩქარეზე.
გამრავლებული 35მ/წმ-ზე.
ეს არის ბურთის იმპულსს დამატებული
მოციგურავის იმპულსი.
რა არის მისი მასა?
მისი მასა იქნება 50-ს გამოკლებული ეს.
დიდად არ აქვს მნიშვნელობა მაგრამ ვთქვათ
არის 49---
რა არის--- 49.85კგ.
გამრავლებული მის ახალ სიჩქარეზე.
გამრავლებული
სიჩქარეზე.
ამას დავუძახოთ მოციგურავის სიჩქარე.
ახლა გამოვიტან ჩემს სანდო კალკულატორს.
აბა ვნახოთ
0.15 * 35 = 5.25
ეს ტოლია 5.25-ის
პლიუს 49.85 გამრავლებული მოციგურავის
სიჩქარეზე.
და ეს რათქმა უნდა ტოლია 0-ის, რადგან
საწყისი
სიჩქარე 0 იყო.
ახლა, არ ვიცი, გამოვაკლოთ 5.25 ორივე
მხარეს
და განოტოლება ასეთია- მინუს 5.25= 49.85
გამრავლებული
მოციგურავის სიჩქარეზე.
ვამბობთ, რომ ბურთის იმპულსია
5.25
და რადგანაც ჯამურად სისტემის იმპულსი 0
უნდა იყოს
მაშინ მოციგურავის იმპულსი 5.25 უნდა
იყოს საწინააღმდეგო მიმართულებით, ანუ
მისი იმპულსი მინუს 5.25-ია.
და მისი სიჩქარის დასადგენად უბრალოდ
მის იმპულსს
გავყოფთ მასაზე.
ორივე მხარეს გავყოფთ 49.85-ზე და მივიღებთ
მოციგურავის სიჩქარეს.
ვნახოთ.
ეს უარყოფითი რიცხვი გავყოთ 49.85-ზე
უდრის მინუს 0.105
ანუ მინუს 0.105 მ/წმ-ში
ეს საინტერესოა.
როდესაც ბურთს ისვრის 35 მ/წმ-ით
რაც საკმაოდ სწრაფია, ის დაახლოებით
10სმ-ით
დაიხევს უკან, დაახლოებით 10სმ/წმ-ით.
ის ბევრად ნელა დაიხევს უკან, მაგრამ
მაინც დაიხევს უკან.
და თუდაუფიქრდებით ეს მამოძრავეელი ძალის
ერთ-ერთი ფორმაა
ასე მუშაობს რაკეტა.
ის ამოტყორცნის რამეს, რასაც ნაკლები მასა
აქვს, მაგრამ
ძალიან სქრაფია. და რადგანაც იმპულსი
ინახება
ეს რაკეტას საწინააღმდეგო მიმართულებით
უბიძგებს.
ახლა ვნახოთ თუ სხვა ამოცანის დამატება
შეგვიძია.
ანდა, ალბათ უკეთესია ეს ამოცანა დავტოვოთ
ასე და სხვა ამოცანისთვის მეტი დრო გვექნება
რომელიც შედარებით უფრო რთული იქნება.
მალე გნახავთ.