-
დღეს ვისწავლით წრფეების ასახვას
-
დავუშვათ, მაქვს ასეთი განტოლება:
y=2x+1
-
x-სა და y-ს შორის ასეთი დამოკიდებულებაა
-
თუ x უდრის ერთს, y იქნება ორჯერ ერთს
პლიუს ერთი, ანუ სამი
-
ყოველი x-ის მნიშვნელობისთვის არსებობს
y-ის შესაბამისი მნიშვნელობა
-
ეს მნიშვნელობები ამ ცხრილში გამოვსახოთ
-
x-ს შემთხვევითი მნიშვნელობები შევურჩიოთ
მაგალითად, x თუ მინუს ერთს უდრის
-
მაშინ y იქნება ორჯერ მინუს ერთს პლიუს ერთი
რაც უდრის ასევე მინუს ერთს
-
თუ x ნულს უდრის, მაშინ ორჯერ ნულს პლიუს
ერთი იქნება ერთი
-
თუ x ერთს უდრის, მაშინ ორჯერ ერთს პლიუს
ერთი იქნება სამი
-
თუ x ორს უდრის, y ხუთი იქნება
და ასე შემდეგ
-
არსებობს x-ის მნიშვნელობების უსასრულო
სიმრავლე
-
ეს ცხრილი გვიჩვენებს დამოკიდებულებას
x-სა და y-ს შორის
-
ახლა შეგვიძლია ეს წერტილები სიბრტყეზე
ავსახოთ
-
ჯერ დავხაზოთ საკოორდინატო სიბრტყე
-
x ღერძზე აღვნიშნავ რამდენიმე წერტილს
-
ახლა კი y ღერძზე აღვნიშნავ წერტილებს
-
შეგვიძლია ამ ცხრილში მოწემული წერტილებიდან
თითოეულის აღნიშნვა ამ სიბრტყეზე
-
მაგალითად ეს წერტილი, სადაც x უდრის
მინუს ერთს, ხოლო y - ასევე მინუს ერთს
-
ეს წერტილი იქნება აქ
-
მივუწერ წერტილის კოორდინატებს
-
აღვნიშნოთ სხვა წერტილიც
-
ავიღოთ წერტილი ნული, ერთი
-
x ნულს აქ უდრის, y კი ერთის ტოლია, ანუ
ეს წერტილი იქნება აქ
-
ავიღოთ წერტილი ერთი, სამი
x ერთს უდრის, ხოლო y - სამს
-
ამიტომ ეს წერტილი აქ იქნება
-
ალბათ შეამჩნევდით, რომ ეს წერტილები
წრფეს ქმნიან, მოდი ჩავხატავ
-
ეს არის წრფე, რომელიც ამ სამივე წერტილზე
გაივლის
-
ეს წრფე გაივლის ყველა ამ წერტილს, წერტილ
ორი, ხუთის ჩათვლით
-
რომელიც სადღაც აქ იქნება
-
x-ის ნებისმიერი მნიშვნელობის შესაბამისი y
ამ წრფეზე იქნება
-
ეს წრფე გამოსახავს x-ის და y-ის ყველა
შესაძლო კომბინაციას
-
რომლებიც ამ განტოლებას აკმაყოფილებენ
-
ისიც არ არის აუცილებელი, რომ x მთელი
რიცხვი იყოს, ის შეიძლება იყოს პი
-
x-ის მაგივრად ჩასმული ნებისმიერი
რიცხვისთვის არსებობს შესაბამისი y
-
სხვა მაგალითიც განვიხილოთ
-
დავუშვათ, მაქვს ასეთი განტოლება
y= -3x+5
-
ჯერ დავხაზოთ საკოორდინატო სიბრტყე
-
ჩავწეროთ x-ის და y-ის მნიშვნელობები
-
თუ x უდრის მინუს ერთს, მაშინ
მინუს სამჯერ მინუს ერთს პლიუს ხუთი
-
იქნება რვის ტოლი
-
თუ x უდრის ნულს, მაშინ y იქნება
ხუთის ტოლი
-
თუ x უდრის ერთს, მინუს სამჯერ ერთს პლიუს
ხუთი უდრის ორს
-
თუ x ორს უდრის, მინუს სამჯერ ორს პლიუს
ხუთი უდრის მინუს ერთს
-
აღვნიშნოთ ეს წერტილები
როცა x მინუს ერთია, ხოლო y კი რვა
-
მაშინ ეს წერტილი იქნება აქ
-
როცა x ნულია, მაშინ y ხუთს უდრის
ეს წერტილი აქ იქნება
-
როცა x ერთია, y ორია, ანუ
ეს წერტილი აქ იქნება
-
როცა x ორია, y მინუს ერთს უდრის
ეს იქნება შესაბამისი წერტილი
-
მათზე წრფე გავავლოთ
-
ყოველი წერტილი, რომელიც ამ განტოლებას
აკმაყოფილებს, ამ წრფეზე მოხვდება
-
როგორც ხედავთ, ეს წრფე დაბლაა მიმართული
-
ზემო-მარცხენა მხრიდან ქვემო-მარჯვენა
მხრისკენ მიდის
-
ხოლო წინა წრფე კი პირიქით, ქვემო-მარცხენა
მხრიდან ზემო-მარჯვენა მხრისკენ მიდიოდა
-
ამ განტოლებაში ამჩნევთ რაიმე ისეთს, რითიც
წინისგან განსხვავდება?
-
x-ის კოეფიციენტი,ამ შემთხვევაში მინუს სამი
განსაზღვრავს წრფის მიმართულებას
-
ის ასევე გვეუბნება, თუ რამდენად დახრილია
წრფე
-
ეს რიცხვი კი იმას გვეუბნება, თუ რომელ
წერტილში გადაკვეთავს წრფე y ღერძს
-
ამ შემთხვევაში წრფე y ღერძს
ნულ, ხუთ წერტილში კვეთს
-
კიდევ ერთი მაგალითიც განვიხილოთ
-
y=1/2x+2
-
დავხაზოთ ცხრილი
ისე, წრფისთვის მხოლოდ ორი წერტილია საჭირო
-
როცა x ნულს უდრის, y ორის ტოლია
-
ხოლო როცა x ორს უდრის, y სამის ტოლია
-
რამდენიმე წერტილს თვალსაჩინოებისთვის
ვიღებდი, ორი წერტილიც საკმარისია
-
ამ ორივე წერტილს სიბრტყეზე გამოვსახავ
-
შესაბამისი წრფე იქნება ასეთი
-
წრფე მაღლაა მიმართული, თუმცა ისეთი
ციცაბოც არ არის, როგორიც 2x იყო
-
2x ასეთი იქნებოდა, ბევრად უფრო დახრილი
ეს წრფე y ღერძს ნულ, ორ წერტილში კვეთს
-
წრფის გამოსახვისთვის მხოლოდ
რამდენიმე წერტილის ასახვაა საჭირო