-
წარმოადგინეთ 0,0000000003457
სტანდარტული ჩანაწერის სახით.
-
მოდით, გავიხსენოთ
რას ნიშნავს სტანდარტული ჩანაწერი.
-
სტანდარტული ჩანაწერი არის რაიმე
რიცხვი, გამრავლებული ათის რაიმე ხარისხზე.
-
რას მივიღებთ ამ რიცხვის ასეთი ჩაწერისას?
-
მოდით ასე დავწერ.
-
ეს იქნება მეტი ან ტოლი ერთის
და ნაკლები ათზე.
-
ის რაც უნდა ჩავსვათ
იქნება წამყვანი რიცხვი.
-
ზოგადად უნდა მოვძებნოთ
პირველი არა ნულის ტოლი ციფრი
-
და სწორედ ეს იქნება ის ციფრი
რითაც უნდა დავიწყოთ.
-
ეს იქნება ერთადერთი ციფრი, რომელსაც დაწერთ
წინ, უფრო ზუსტად კი - მძიმის მარცხნივ.
-
ასე რომ ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ 3.457
-
და ის უნდა გავამავლოთ ათზე რაღაც ხარისხში.
-
მოდით დავფიქრდეთ, რაზე უნდა გავამრავლოთ
3.457, რათა მივიღოთ ეს პატარა რიცხვი?
-
ჩვენ უნდა გადავწიოთ მძიმე 3.457-დან
მარცხნივ, რომ მივიღოთ აი ესრიცხვი.
-
სამიანის მარცხენა მხარეს
უხვად უნდა დავამატოთ ნულები.
-
ანუ, მძიმე უნდა გადავწიოთ მარცხნივ.
-
ამით ჩვენ უფრო და უფრო
ვამცირებთ ამ რიცხვს.
-
ეს ნიშნავს, რომ ის არ უნდა გავამრავლოთ
ათზე, რომელიც დადებით ხარისხშია აყვანილი.
-
ეს რიცხვი უნდა გავამრავლოთ
ათზე ხარისხის უარყოფითი მაჩვენებლით.
-
ეს იგივეა, რაც დადებით
ხარისხში აყვანილ ათზე გაყოფა.
-
საუკეთესო გზაა, ვიფიქროთ, რომ მაჩვენებლის
მარცხნივ გადაწევა ათზე გაყოფაა,
-
რაც ათი ხარისხად მინუს ერთზე
გამრავლების ტოლფასია.
-
მოდით, მოვიყვან მაგალითს.
-
ერთხელ ათი, აშკარად ათის ტოლია.
-
ერთხელ ათი მინუს ერთ ხარისხში უდრის:
ერთი გამრავლებული 1/10-ზე, ანუ 1/10.
-
აქ ნულზე უნდა მესაუბრა,
ამჯერად ამ საფეხურს გამოვტოვებ.
-
მოდით, ერთხელ ათს დავუმატებ ნულს.
ეს საკმაოდ ბუნებრივია.
-
ეს არის ერთხელ ათი ხარისხად ერთი.
-
ერთი ნულ ხარისხში უდრის
ერთი გამრავლებული ერთზე, რაც ერთის ტოლია.
-
ერთი გამრავლებული ათზე მინუს
ერთ ხარისხში უდრის 1/10-ს და უდრის 0.1-ს.
-
ერთი გამრავლებული ათზე
მინუს ორ ხარისხში იქნება:
-
ათი მინუს ორ ხარისხში
არის 1/10-ის კვარდატი ან 1/100.
-
ანუ ეს იქენბა 1/100 რაც 0,01-ის ტოლია.
-
რა მოხდა აქ?
-
როდესაც ვამბობ მინუს რაღაც ხარისხში,
მაგალითად ერთი მინუს ერთ ხარისხში,
-
მძიმე გადამაქვს მარცხნივ.
აქედან აი აქ.
-
თუ ხარისხის მაჩვენებელი მინუს ორია,
მძიმე ორი ადგილით გადამაქვს.
-
რამდენჯერ უნდა გადავიტანოთ მძიმე
მარცხნივ, რათა ეს რიცხვი მივიღოთ?
-
მოდით დავფიქრდეთ, რამდენი ნული გვაქვს?
-
მძიმე ერთით მარცხნივ გადავწიოთ,
რათა ის სამის წინ მოხვდეს,
-
შემდეგ უნდა გადავანაცვლოთ კიდევ მარცვხნივ,
სანამ ყველა ნულს არ დავწერთ.
-
ერთით უნდა გადავნაცვლოთ,
რომ მივიდეთ სამთან.
-
აქ ვიწყებთ.
-
ჩვენ უნდა გადავწიოთ მძიმე
1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10 10-ჯერ.
-
შესაბამისად, ეს იქნება 3.457
გამრავლებული ათი ხარისხად მინუს ათზე.
-
ამას გადავწერ.
-
3.457 გამრავლებული
ათი ხარისხად მინუს ათზე.
-
ზოგადად, პირველ რიგში,
ვეძებთ პირველ არა ნულის ტოლ რიცხვს.
-
გახსოვდეთ, ის უნდა იყოს
ერთზე მეტი ან მისი ტოლი და ათზე ნაკლები.
-
ის შესაძლოა უდრიდეს ერთს,
მაგრამ ათზე ნაკლები უნდა იყოს.
-
ამ პარამეტრებში 3.457 ნამდვილად ჯდება,
ის არის ერთსა და ათს შორის.
-
შემდეგ უბრალოდ უნდა დათვალოთ
ნულები მძიმესა და ამ რიცხვს შორის.
-
ეს რიცხვიც უნდა ჩათვალოთ,
-
ის გეუბნებათ რამდენით უნდა გადაწიოთ მძიმე,
რათა ზემოთ დაწერილი რიცხვი მიიღოთ.
-
ამ რიცხვის მისაღებად,
მძიმე ათჯერ უნდა გადავწიოთ მარცხნივ.