ჯილ ბოლტ ტეილორის შორსმჭვრეტელობის ძლიერი შემოტევა
-
0:00 - 0:03მე გავიზარდე ტვინის შესწავლის სურვილით
-
0:03 - 0:07რადგან, მყავს ძმა, რომელსაც თავის ტვინის დარღვევა დაუდგინეს:
-
0:07 - 0:09შიზოფრენია. და რაოგორც და
-
0:09 - 0:13და მოგვიანებით, როგორც მეცნიერი, მე მინდოდა გამომეკვლია თუ რატომ
-
0:13 - 0:16შემიძლია ავიღო ჩემი ოცნებები და დავუკავშირო
-
0:16 - 0:19ისინი ჩემს რეალობას, და ეს ოცნებები ავიხდინო.
-
0:19 - 0:23რით განსხვავდება ჩემი ძმის ტვინი და
-
0:23 - 0:26მისი შიზოფრენია, ისე რომ მას არ შეუძლია დააკავშიროს თავისი
-
0:26 - 0:30ოცნებები საერთო და ჩვეულებრივ რეალობასთან და რატომ
-
0:30 - 0:32იქცევიან ისინი ილუზიებად?
-
0:33 - 0:35ასე რომ მე მივიძღვენი ჩემი კარიერა გამოკვლევას
-
0:35 - 0:38მწვავე სულიერ დაავადებებს დარგში. და გადავედი ჩემი მშობლიური
-
0:38 - 0:41ინდიანის შტატიდან ბოსტონში, სადაც ვმუშაობდი
-
0:41 - 0:44დოქროტ ფრენცინ ბენესის ლაბორატორიაში, ჰარვარდის
-
0:44 - 0:50ფსიქიატრიის დეპარტამენტში. ლაბორატორიაში, ჩვენ ვიკვლევდით შეკითხვას,
-
0:50 - 0:55"რა ბიოლოგიური განსხვავებებია სხვადასხვა ადამიანის ტვინებს შორის
-
0:55 - 0:57ვისაც ნორმალური ტვინი აქვთ
-
0:57 - 1:00იმ ინდივიდებთან შედარებით ვისაც დაუდგინეს
-
1:00 - 1:05შიზოფრენია, შიზოაფექტი, ან ბიპოლარული მოშლილობა?
-
1:05 - 1:08ასე რომ ჩვენ პრინციპში ვგეგმავდით ტვინის
-
1:08 - 1:11მიკროცირკულაციას: რომელი უჯრედი უკავშირდება
-
1:11 - 1:14რომელ უჯრედს, რომელ ქიმიკატს, და ამ
-
1:14 - 1:17ქიმიკატის რამხელა რაოდენობას?
-
1:17 - 1:21ასე რომ ჩემ ცხოვრებას ღრმა მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ამ კვლევას ვატარებდი
-
1:21 - 1:24დღის განმავლობაში.
-
1:24 - 1:27მაგრამ საღამოობით და შაბათ-კვირას,
-
1:27 - 1:32მე ვმოგზაურობდი როგორც NAMI-ს წარმომადგენელი, რაც ნაციონალურ სულიერი დაავადებების ალიანსს ნიშნავს
-
1:32 - 1:35მაგრამ, 1996 წლის 10 დეკემბრის დილას, გავიღვიძე
-
1:35 - 1:39და აღმოვაჩინე რომ მე მქონდა ჩემი საკუთატი ტვინის მოშლილობა
-
1:39 - 1:43ტვინის მარცხენა ნაწილში.სისხლ-ძარღვი გამისკდა
-
1:43 - 1:45და ოთხი საათის განმავლობაში,
-
1:45 - 1:50მე ვუყურებდი თუ როგორ დაკარგა ჩემმა ტვინმა ინფორმაციის
-
1:50 - 1:54დამუშავების უნარი. ამ დილას
-
1:54 - 2:00არ შემეძლო სიარული, ლაპარაკი, წერა, ანდა ჩემი ცხოვრების გახსენება.
-
2:00 - 2:04მე არსებითად გავხდი ახალშობილი ქალის სხეულში.
-
2:05 - 2:08თუ ოდესმე გინახავთ ადამიანის ტვინი,
-
2:08 - 2:11ცხადია რომ ტვინის ორი ნახევარსფერო მთლიანად გამოყოფილია ერთმანეთისგან.
-
2:11 - 2:17და მე თქვენთვის მოვიტანე ადამიანის ნამდვილი ტვინი.
-
2:20 - 2:27ასე რომ ეს არის ნამდვილი ტვინი.
-
2:28 - 2:30ეს არის წინა ნაწილი,
-
2:30 - 2:34უკანა ნაწილი და ზურგის ტვინი არის ჩამოკიდებული,
-
2:34 - 2:38და აი ასეთ პოზიციაში იქნებიდა ჩემს თავში.
-
2:38 - 2:40და როდესაც ვუყურებთ ტვინს, ცხადია რომ
-
2:40 - 2:45ორი ცერებრული კორტექსი არის მთლიანად გამოყოფილი ერთმანეთისგან.
-
2:46 - 2:48იმ თქვენთაგანისთვის ვისაც კომპიუტერები გესმით,
-
2:48 - 2:51ჩვენი მარჯვენა ნახევარსფერო ფუნქციონიერებს როგორ პარალელური პროცესორი,
-
2:51 - 2:55როდესაც ჩვენი მარცხენა ნახევარსფერო ფუნქციონირებს როგორც სერიული პროცესორი.
-
2:55 - 2:58ორი ნახევარსფერო ეკონტაქტება ერთმანეთს
-
2:58 - 3:00კორპუს კოლოსუმის მეშვეობით,
-
3:00 - 3:04რომელიც შედგება დაახლოებით 300 მილიონი აქსანოლური ბოჭკოსგან.
-
3:04 - 3:06თუმცა ამის გამოკლებით,
-
3:06 - 3:10ორი ნახევარსფერო სრულიად განცალკევებულია.
-
3:10 - 3:13რადგან ისინი ამუშავებენ ინფორმაციას განსხვავებულად,
-
3:13 - 3:16თითოეული ნახევარსფერო ფიქრობს განსხვავებულ რაღაცაზე,
-
3:16 - 3:20მათ განსხვავებული რაღაც ადარდებთ და გავბედავ და ვიტყვი,
-
3:20 - 3:24მათ აქვთ ძალიან გასნხვავებული ხასიათები.
-
3:25 - 3:32მომიტევეთ. გმადლობ. მშვენივრად გავერთე. (ასისტენტი: ნამდვილად.)
-
3:33 - 3:37ჩვენი მარჯვენა ნახევარსფერო კონცენტრირებულია მხოლოდ აწმყოზე.
-
3:37 - 3:42ყველაფერი რაც აინტერესებს არის "აქ ახლა, ამ წამს"
-
3:42 - 3:45ჩვენი მარჯვენა ნახევარსფერო ფიქრობს სურათებით
-
3:45 - 3:49და კინესტიკურად სწავლობს ჩვენი სხეულების მოძრაობაში.
-
3:49 - 3:54ინფორმაცია, ენერგიის სახით, ერთდროულად მიედინება
-
3:54 - 3:56ჩვენს სენსორულ სისტემებში
-
3:56 - 3:59და შემდეგ იფეთქებს უზარმაზარ კოლაჟში
-
3:59 - 4:03რომელიც გამოსახავს აწმყო მომენტს,
-
4:03 - 4:06აწმყოს სუნს და გემოს,
-
4:06 - 4:10მის შეგრძნებას და ხმას.
-
4:11 - 4:16მე ვარ ენერგო-არსება დაკავშირებული ჩემს გარშემო არსებულ ენერგიასთან
-
4:16 - 4:19ჩემი მარჯვენა ნახევარსფეროს ცნობიერებით.
-
4:19 - 4:23ჩვენ ვართ ენერგო-არსებები, დაკავშირებულნი ერთმანეთთან
-
4:23 - 4:29ერთ, ადამიანთა ოჯახად ჩვენი მარჯვენა ნახევარსფეროს ცნობიერებით.
-
4:29 - 4:31და სწორედ აქ,
-
4:31 - 4:33სწორედ ახლა, ჩვენ ვართ ძმები და დები ამ პლანეტაზე,
-
4:33 - 4:37აქ ჩვენ ვაუმჯობესებთ სამყაროს.
-
4:37 - 4:43და ამ მომენტში ჩვენ ვართ სრულყოფილები, ჩვენ ვართ მთლიანნი და მშვენიერნი.
-
4:44 - 4:49ჩემი მარცხენა ნახევარსფერო -- ჩვენი მარცხენა ნახევარსფერო -- ძალიან განსხვავებული ადგილია.
-
4:49 - 4:53ჩვენი მარცხენა ნახევარსფერო ფიქრობს სწორხაზოვნად და მეთოდოლოგიურად.
-
4:53 - 4:55ჩვენი მარცხენა ნახევარსფერო
-
4:55 - 4:59კონცენტრირდება მხოლოდ წარსულზე და მომავალზე.
-
4:59 - 5:02ჩვენი მარცხენა ნახევარსფერო მოწყობილია ისე რომ აიღოს ის
-
5:02 - 5:05უზარმაზარი აწმყოს კოლაჟი და დაიწყოს
-
5:05 - 5:09მისგან დეტალების გადარჩევა და ამ დეტალებისგან შემდეგ კიდევ მეტი დეტალის გადარჩევა.
-
5:09 - 5:11ის შემდეგ კატეგორიებად აჯგუფებს და
-
5:11 - 5:15და აწყობს მთელ ამ ინფორმაციას, აკავშირებს მას
-
5:15 - 5:18ყველაფერთან რაც კი ჩვენ წარსულში გვისწავლია, და
-
5:18 - 5:21მომავალში გეგმავს ყველა შესაძლო განვითარებას.
-
5:22 - 5:26და ჩვენი მარცხენა ნახევარსფერო ფიქრობს ენით,
-
5:26 - 5:29სწორედ ისაა ტვინის მუდმივი ლაი-ლაი რომელიც მაკავშირებს მე და ჩემს
-
5:29 - 5:33შინაგან სამყაროს ჩემს გარეგან სამყაროსთან.
-
5:33 - 5:37შწორედ ისაა ის პატარა ხმა რომელიც მეუბნება, "ეი, არ დაგავიწყდეს
-
5:37 - 5:40გზად ბანანის შეძენა.
-
5:40 - 5:41ის დილას დამჭირდება."
-
5:41 - 5:44სწორედ ისაა ის გამომთვლელი ინტელექტი რომელიც მახსენებს
-
5:44 - 5:47თუ როდის უნდა გავრეცხო სარეცხი. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი,
-
5:47 - 5:51ისაა ის პატარა ხმა რომელიც მეუბნება,
-
5:51 - 5:57"მე ვარ. მე ვარ." და როგორც კი ჩემი მარცხენა ნახევარსფერო მეტყვის "მე ვარ,"
-
5:57 - 6:00მე ვხდები განცალკევებული.
-
6:00 - 6:04მე ვხდები ეული მყარი ინდივიდი, გამოყოფილი ენერგიის დინებისგან
-
6:04 - 6:07ჩემს გარშემო და გამოყოფილი თქვენგან.
-
6:07 - 6:10ეს იყო ჩემი ტვინის ის პორცია რომელიც დავკარგე
-
6:10 - 6:12იმ დილის შეტევისას.
-
6:12 - 6:16სწორედ იმ დილას, მე გამაღვიძა
-
6:16 - 6:21მარცხენა თვალის უკან ძლიერმა ტკივილმა. და ეს იყო ისეთი --
-
6:21 - 6:23მწველი ტკივილი რომელსაც გრძნობ
-
6:23 - 6:27ნაყინის ჩაკბეჩისას. და ის ჩამებღაუჭა
-
6:27 - 6:30და შემდეგ მომეშვა. და შემდეგ ჩამებღაუჭა
-
6:31 - 6:34და შემდეგ მომეშვა. და ეს იყო ძალიან უჩვეულო
-
6:34 - 6:37ჩემთვის საერთოდ რაიმე ტკივილის გამოცდა,
-
6:37 - 6:39ხოდა ვიფიქრე, კარგი, დავიწყებ ჩემს ყოველდღიურ რუტინას.
-
6:39 - 6:42ავდექი და ვეცი ჩემს კარდიო სავარჯიშოს,
-
6:42 - 6:45რომელიც არის მთელი სხეულის სავარჯიშო მანქანა.
-
6:45 - 6:49ვარჯიშის დროს გავაცნობიერე
-
6:50 - 6:54რომ ჩემი ხელები წააგავს პრიმიტიულ კლანჭებს, ჩაბღაუჭებულს
-
6:54 - 6:57კრინის მილებზე. და მე ვიფიქრე, "ძალიან განსაკუთრებულია."
-
6:57 - 7:00და დავიხედე სხეულზე და ვიფიქრე, "ოჰო,
-
7:00 - 7:03რა უცნაური რაღაც ვარ." და ეს იყო აზრი
-
7:03 - 7:06რომელიც ჩემმა ცნობიერებამ გააცურა ჩემი ნორმალური
-
7:06 - 7:09რეალობის აღქმისგან, სადაც მე ვარ პიროვნება
-
7:09 - 7:12სავარჯიშო მანქანაზე რომელსაც აქვს ეზოთერული სივრცის გამოცდილება
-
7:12 - 7:16სადაც მე საკუთარ თავს ამ გამოცდილების ქონაში ვემოწმები.
-
7:17 - 7:19და ეს ყველაფერი იყო ძალიან განსაკუთრებული, ჩემი თავის ტკივილი
-
7:19 - 7:21უარესდებოდა. ამიტომ, სავარჯიშოს მოვეშვი,
-
7:21 - 7:24და გადავკვეთე ჩემი სასტუმრო ოთახის იატაკი და მე
-
7:24 - 7:26ვაცნობიერებდი რომ ყველაფერი ჩემს სხეულში
-
7:26 - 7:31ძალიან შენელდა. ყოველი ნაბიჯი იყო ძალიან მტკიცე და
-
7:31 - 7:34ძალიან დინჯი. არ ირყეოდა ჩემი სივრცე,
-
7:34 - 7:37და ჩემი აღქმის არეალი იკუმშებოდა,
-
7:37 - 7:41ამიტომ ყურადღება შიდა სისტემისკენ მივმართე.
-
7:41 - 7:43და ვდგავარ ჩემს აბაზანაში, ვემზადები
-
7:43 - 7:45შხაპშის ქვეშ შესასვლელად და ამ დროს ცხადად მესმის
-
7:45 - 7:48დიალოგი ჩემს სხეულში. მესმის პატარა ხმა
-
7:48 - 7:51როგორ ამბობს, "კარგი, თქვენ კუნთებო უნდა შეიკუმშოთ.
-
7:51 - 7:52თქვენ კი მოდუნდით."
-
7:52 - 7:55შემდეგ დავკარგე ბალანსი და კედელზე ავეყუდე.
-
7:55 - 7:59დავხედე ჩემს მკლავს და გავაცნობიერე
-
7:59 - 8:03რომ აღარ ძალმიძს ჩემი სხეულის საზღვრების დაწესება.
-
8:03 - 8:07ვერ განვსაზღვრავ სად ვიწყები და სად ვმთავრდები,
-
8:07 - 8:10რადგან ჩემი მკლავის ატომები და მოლეკულები
-
8:10 - 8:14შეერია კედლის ატომებს და მოლეკულებს.
-
8:14 - 8:18და ერთადერთი რისი შემჩნევაც შემეძლო იყო ეს ენერგია -- ენერგია.
-
8:18 - 8:20და საკუთარ თავს ვკითხე, "რა მჭირს?
-
8:20 - 8:23რა ხდება?" და ამ მომენტში, ჩემი ტვინის ლაი-ლაი --
-
8:24 - 8:27ჩემი მარცხენა ნახევარსფერო ლაი-ლაი -- სრულიად დადუმდა.
-
8:27 - 8:30თითქოს ვიღაცამ აიღო საკონტროლო პულტი
-
8:30 - 8:33და ხმა ჩამიხშო. სრული სიჩუმე.
-
8:33 - 8:36თავიდან შოკში ჩავვარდი საკუთარი თავის
-
8:36 - 8:40შგნით დუმილის გაცნობიერებისგან, მაგრამ შემდეგ უმალვე
-
8:40 - 8:44აღმოვჩნდი ჩემს გარშემო არსებული საუცხოო ენერგიის ტყვეობაში.
-
8:44 - 8:48და რადგან აღარ შემეძლო იდენტიფიკაცია
-
8:48 - 8:51საკუთარი სხეულის საზღვრებისა, თავი ვიგრძენი უზარმაზარად და უძვირფასესად.
-
8:51 - 8:55ვიგრძენი ერთიანობა მთელს ენერგიასთან
-
8:55 - 8:58და იქ ყოფნა იყო მშვენიერი.
-
8:58 - 9:00შემდეგ, სრულიად უცაბედად, ჩემი მარჯვენა ნახევარსფერო ბრუნდება
-
9:00 - 9:03ხაზზე და მეუბნება, "ჰეი! შენ პრობლემა გაქვს!
-
9:03 - 9:05ჩვენ პრობლემა გვაქვს! დახმარებას უნდა ვუხმოთ."
-
9:05 - 9:07და მეც ავყევი, "ოხ! პრობლემა მაქვს
-
9:07 - 9:10პრობლემა მაქვს." ხოდა ვეთანხმები, "კი, კი, პრობლემა მაქვს."
-
9:10 - 9:13მაგრამ შემდეგ მე უმალვე გავირიყე უკან
-
9:13 - 9:16გარეთ ცნობიერებაში -- და ნაზად
-
9:16 - 9:19მივმართე ამ სივრცეს ლა ლა ლენდი.
-
9:20 - 9:22მაგრამ იქ სუფევდა სილამაზე. წარმოიდგინეთ როგორია
-
9:22 - 9:25როცა სრულიად გამორთული ხარ საკუთარი ტვინის
-
9:25 - 9:28ლაყბობისგან რომელიც გაკავშირებს გარე სამყაროსთან.
-
9:28 - 9:31ესეიგი, ამ სივრცეში ვარ და ჩემი სამსახური და ნებისმიერი
-
9:31 - 9:34მასთან დაკავშირებული სტრესი ქრება.
-
9:34 - 9:37და ვიგრძენი სიმსუბუქე სხეულში. წარმოიდგინეთ:
-
9:37 - 9:41ყველა სახის ურთიერთობა გარე სამყაროში და ყველა
-
9:41 - 9:44სტრესის მიზეზი გაქრა.
-
9:44 - 9:49და ვიგრძენი სიმშივდე,
-
9:49 - 9:54და წარმოიდგინეთ რა განცდა უნდა იყოს ამ 37 წლიანი ემოციური ტვირთის გათვალისწინებით!
-
9:54 - 9:59(სიცილი) ოჰ! ვიგრძენი ეუფორია.
-
10:00 - 10:03ეუფორია. ულამაზესი იყო.
-
10:03 - 10:05შემდეგ, კიდევ ერთხელ, ჩემი მარცხენა ნახევარსფერო ბრუნდება ხაზზე და მეუბნება,
-
10:05 - 10:07"ჰეი! ყურადღებით.
-
10:07 - 10:09ჩვენ დახმარებას უნდა ვუხმოთ." და მე ვფიქრობ, "დახმარებას უნდა ვუხმო.
-
10:09 - 10:11უნდა ვფოკუსირდე."
-
10:11 - 10:13ამიტომ, გამოვედი შხაპიდან და მექანიკურად
-
10:13 - 10:15ჩავიცვი და დავდივარ საკუთარ ბინაში,
-
10:15 - 10:17ვფიქრობ, "სამსახურში უნდა წავიდე, უნდა ვიმუშაო
-
10:17 - 10:20ტარება შემიძლია? ტარება შემიძლია?"
-
10:20 - 10:22და ამ მომენტში ჩემი მარჯვენა მკლავი სრულიად
-
10:22 - 10:25პარალიზდა. შემდეგ გავაცნობიერე,
-
10:25 - 10:28"ღმერთო ჩემი! შეტევა მაქვს! შეტევა მაქვს!"
-
10:28 - 10:31და შემდეგი რასაც ჩემი ტვინი მეუბნება არის, "ოჰო!
-
10:31 - 10:37ასწორებს." (სიცილი) "რა მაგარია!
-
10:37 - 10:39ტვინის რამდენ მეცნიერს ეძლევა შესაძლებლობა
-
10:39 - 10:42შიგნიდან შეისწავლოს საკუთარი ტვინი?"
-
10:42 - 10:44(სიცილი)
-
10:44 - 10:48და შემდეგ თავში აზრმა გამირბინა: "მე ძალიან დაკავებული ქალი ვარ!"
-
10:48 - 10:51(სიცილი) "შეტევების დრო არ მაქვს!"
-
10:51 - 10:53ხოდა ვფიქრობ, "კარგი, შეტევას ვერ შევაჩერებ,
-
10:53 - 10:56ამიტომ 1-2 კვირა ამით დავკავდები და
-
10:56 - 10:58შემდეგ ჩვეულ რუტინას დავუბრუნდები. კარგი.
-
10:58 - 11:00დახმარებას უნდა ვუხმო. სამსახურში უნდა დავრეკო."
-
11:00 - 11:02სამსახურის ნომერი ვერ გავიხსენე,
-
11:02 - 11:04ხოდა გამახსენდა რომ ჩემს ოფისში მაქვს სავიზიტო პარათი
-
11:04 - 11:07რომელსაც აწერია ჩემი ნომერი. შევდივარ ჩემს სამუშაო ოთახში,
-
11:07 - 11:10ვაძრობ სამი ინჩის ზომის დასტას სავიზტო ბარათებით.
-
11:10 - 11:13და დავყურებ ბარათს და იმის მიუხედავად რომ
-
11:13 - 11:17ცხადად ვხედავდი ჩემი გონების თვალებით ჩემი სავიზიტო ბარათის გარეგნობას,
-
11:17 - 11:19არ ვიყავი დარწმუნებული ეს იყო
-
11:19 - 11:22ჩემი ბარათი თუ არა, რადგან ვხედავდი მხოლოდ პიქსელებს.
-
11:22 - 11:24და სიტყვების ეს პიქსელები აითქვიფა
-
11:24 - 11:27ფონის პიქსელებში და სიმბოლოებში,
-
11:27 - 11:29უბრალოდ ვერ ვარჩევდი.
-
11:29 - 11:32და შემდეგ მომიწია ლოდინი იმისთვის, რასაც მე სიცხადის ტალღას ვეძახი.
-
11:32 - 11:35და იმ მომენტში, შემეძლო
-
11:35 - 11:38ისევ დავბრუნებოდი ნორმალურ რეალობას და გამერჩია
-
11:38 - 11:40ეს არ არის ის ბარათი... ეს არ არის ის ბარათი... ეს არ არის ის ბარათი.
-
11:40 - 11:44დამჭირდა 45 წუთი რომ 1 ინჩი გადამერჩია
-
11:44 - 11:46ბარათების ამ შეკვრაში.
-
11:47 - 11:49ამ დროის, 45 წუთის განმავლობაში, ტვინში სისხლჩაქცევა (ჰემორაგია)
-
11:49 - 11:51იზრდებოდა ჩემს მარცხენა ნახევარსფეროში.
-
11:51 - 11:54ვერ ვწვდები ციფრებს, ვერ ვწვდები ტელეფონს,
-
11:54 - 11:56მხოლოდ ტკივილს ვგრძნობ.
-
11:56 - 11:59ხოდა ავიღე ტელეფონის ციფრღილაკი და პირდაპირ იქ დავიდე. ავიღე სავიზიტო ბარათი
-
11:59 - 12:01სწორედ აქ დავიდე და
-
12:01 - 12:05ვადარებ ბარათის ამოტვიფრულ ფორმას
-
12:05 - 12:08ტელეფონის ციფრღილაკზე ამოტვიფრულ ფორმას.
-
12:08 - 12:11და შემდეგ შევცურდებოდი და გამოვცურდებოდი ხოლმე ლა ლა ლენდში
-
12:11 - 12:14და არ მახსოვდა ხოლმე უკან დაბრუნებისას უკვე
-
12:14 - 12:15ავკიფე თუ არა ნომრები.
-
12:15 - 12:19მიწევდა ჩემი კუნძივით პარალიზებული მკლავის კონტროლი
-
12:19 - 12:22და მოვაქციე რა ხელი ციფრებზე დავაჭირე
-
12:22 - 12:25მათ, რათა ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნების შემთხვევაში
-
12:25 - 12:30გამეცნობიერებინა, "დიახ, მე უკვე ავკრიფე ის ციფრი."
-
12:30 - 12:32როგორც იქნა, ყველა ციფრი აიკრიფა
-
12:32 - 12:34და მე ვუსმენ ტელეფონს და
-
12:34 - 12:37ჩემი კოლეგა პასუხობს და მეუბნება,
-
12:38 - 12:43"ვუ ვუ ვუ ვუ." (სიცილი) და მე ვფიქრობ ჩემთვის,
-
12:43 - 12:49"ღმერთო ჩემი, რა ოქროსფერი რეტრივერივით ჟღერს!"
-
12:50 - 12:52ხოდა მე ვეუბნები -- საკუთარ გონებაში გაცნობიერებულად, ვეუბნები მას:
-
12:52 - 12:54"ჯილი ვარ, დახმარება მჭირდება!"
-
12:55 - 12:58და რაც ჩემი ხმისგან გამოდის არის "ვუ ვუ ვუ ვუ ვუ."
-
12:58 - 13:00ვფიქრობ, "ოჰ ღმერთო, რა ოქროსფერი რეტრივერივით ვჟღერ."
-
13:00 - 13:03მე ვერ მეცოდინებდოდა -- მე ეს არ ვიცოდი
-
13:03 - 13:06მე არ შემეძლო საუბარი ან ენის გაგება სანამ არ ვცადე.
-
13:06 - 13:09ხოდა ის მიხვდა რომ მჭირდბოდა დახმარება და გამომიგზავნა.
-
13:09 - 13:13და ცოტა ხანში, მე მივყავარ
-
13:13 - 13:17სასწრაფოს ერთი საავადმყოფოდან ბოსტონის გავლით [მასაჩუსეტსი] საერთო საავადმყოფოში
-
13:17 - 13:19და მე დახვეული ვარ პატარა ფატალურ ბურთად.
-
13:19 - 13:26და ბუშტის უკანასკნელი ჰაერის მსგავსად
-
13:26 - 13:29საცაა ბუშტიდან რომ გამოიპარება,
-
13:29 - 13:33მე ვიგრძენი როგორ აიზიდა ჩემი ენერგია -- ვიგრძენი რომ ჩემი სული დანებდა.
-
13:33 - 13:39იმ მომენტში ვიცოდი რომ
-
13:39 - 13:42აღარ ვიყავი საკუთარი სიცოცხლის ქორეოგრაფი.
-
13:42 - 13:45და ან ექიმები გადაარჩენდნენ ჩემს სხეულს და მომცემდნენ
-
13:45 - 13:48მეორე სიცოცხლეში შანსს, ან ეს იყო ალბათ
-
13:48 - 13:50ჩემი გარდაცვალების მომენტი.
-
13:55 - 13:59როცა იმ დღს, მოგვიანებით გამეღვიძა, გავოგნდი
-
13:59 - 14:04აღმოვაჩინე რა რომ ჯერ ისევ ცოცხალი ვარ. როცა ვიგრძენი ჩემი სულის დანებება,
-
14:04 - 14:07დავემშვიდობე საკუთარ სიცოცხლეს.
-
14:07 - 14:11და ჩემი გონება ახლა ეკიდა ორ
-
14:11 - 14:15დაპირისპირებულ რეალობას შორის. სიმულაცია რომელიც აღწევდა
-
14:15 - 14:18ჩემი სენსორული სისტემების გავლით მგვირიდა საშნელ ტკივილს.
-
14:19 - 14:23სინათლე მწვავდა ტვინს როგორც ხანძარი და ხმები
-
14:23 - 14:27იყო ისეთი მაღალი და ქაოტური რომ ვერ ვარჩევდი
-
14:27 - 14:31ფონის ხმაურისგან.
-
14:31 - 14:35და მე მსურდა გაქცევა, რადგან არ შემეძლო
-
14:35 - 14:40საკუთარი სხეული იდენტიფიკაცია სივრცეში, თავს ვგრძნობდი უზარმაზარად და უძვირფასესად,
-
14:40 - 14:44ჯინივით, რომელიც სულ ახლახანს ბოთლიდან გაათავისუფლეს.
-
14:45 - 14:50და ჩემი სული თავისუფლად დალივლივებდა, როგორც დიადი ვეშაპი
-
14:50 - 14:55მიაპობს მდუმარე ეუფორიის ზღვას.
-
14:56 - 15:04ნირვანა. მე ვიპოვნე ნირვანა და მე მახსოვს როგორ გავიფიქრე,
-
15:04 - 15:07გამორიცხულია რომ ოდესმე ჩავატიო
-
15:07 - 15:12ჩემი უზარმაზარობა ისევ ამ პაწაწინა სხეულში.
-
15:14 - 15:18და შემდეგ გავაცნობიერე, "მაგრამ მე ხომ ისევ ცოცხალი ვარ! მე ისევ ცოცხალი ვარ,
-
15:18 - 15:22და მე ვიპოვნე ნირვანა. და თუ მე
-
15:22 - 15:25ვიპოვნე ნირვანა მე ისევ ცოცხალი ვარ, აწი ყველა
-
15:25 - 15:32ვინც კი ცოცხალია შეუძლია იპოვნოს ნირვანა." და მე წარმოვიდგინე სამყარო
-
15:32 - 15:36სავსე ლამაზი, მშვიდობიანი, თანაგრძნობიანი,
-
15:36 - 15:39მოსიყვარულე ხალხით, რომლებმაც იციან რომ შეუძლიათ მოვიდნენ
-
15:39 - 15:43ამ სივრცეში ნებისმიერ დროს. და რომ მათ შეუძლიათ
-
15:43 - 15:47გამიზნულად აირჩიონ და შეაბიჯონ საკუთარ
-
15:47 - 15:52მარცხენა ნახევარსფეროებში და იპოვნონ ეს მშვიდობა. და შემდეგ
-
15:52 - 15:56რა უზარმაზარ საჩუქარი შეიძლება ყოფილიყო ეს გამოცდილება,
-
15:56 - 16:00რა შინაგანი ძვრა შეიძლება ყოფილიყო,
-
16:01 - 16:10ჩვენი ცხოვრების წესისთვის. და ამან მომცა მოტივაცია გამოსაჯანმრთელებლად.
-
16:10 - 16:13ჩაქცევიდან ორნახევარ კვირაში,
-
16:13 - 16:15ქირურგები შევიდნენ და მომაშორეს თრომბი
-
16:15 - 16:18გოლფის ბურთისხელა რომელიც აწვებოდა ჩემი სასაუბრო ენის ცენტრებს.
-
16:18 - 16:20აქ ვარ დედაჩემთან ერთად,
-
16:20 - 16:28რომელიც ჩემი ცხოვრების ნამდვილი ანგელოზია. დამჭირდა 8 წელი სრული გამოჯანმრთელებისთვის.
-
16:29 - 16:34აბა, ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ ვართ სამყაროს სიცოცხლის ძალა,
-
16:34 - 16:39მექანიკური სიმკვირცხლით და ორი შემეცნებითი გონებით.
-
16:39 - 16:43და ჩვენ გვაქვს ძალა ავირჩით, ნაბიჯ-ნაბჯ,
-
16:43 - 16:47ვინ და როგოგორ გვინდა ვიყოთ მსოფლიოში.
-
16:48 - 16:50აქვე, ახლავე, მე შემიძლია შევაბიჯო
-
16:50 - 16:54ჩემი მარჯვენა ნახევარსფეროს ცნობიერებაში, სადაც ჩვენ ვართ.
-
16:54 - 16:58მე ვარ სამყაროს ცხოვრების მიმცემი ძალა.
-
16:58 - 17:01მე ვარ ცხოვრების ძალა 50 ტრილიონი ულამაზესი
-
17:01 - 17:06მოლეკულური გენიოსისგან რომლებიც აყალიბებენ ჩემს ფორმებს ერთ მთლიანობაში.
-
17:07 - 17:10ან, მე შემიძლია შევაბიჯო ჩემი
-
17:10 - 17:14მარცხენა ნახევარსფეროს ცნობიერებაში და გავხდე განზოგადებული ინდივიდი,
-
17:14 - 17:17მყარი. განცალკევებული ნაკადისგან,
-
17:18 - 17:21გამოყოფილი თქვენგან. მე ვარ დოქტორი გილ ბოლტე ტეილორი:
-
17:21 - 17:28ინტელექტუალი, ნევროანატომისტი. ეს არი "ჩვენ" ჩემს შიგნით.
-
17:32 - 17:39რომელს აირჩევდით? რომელს ირჩევთ? და როდის?
-
17:41 - 17:45მჯერა რომ რაც უფრო მეტ დროს ვხარჯავთ
-
17:45 - 17:48ღრმა შიდასივრცის სქემის არჩევაში
-
17:48 - 17:51ჩვენი მარჯვენა ნახევარსფეროისა, მეტ სიმშვიდეს
-
17:51 - 17:55დავნერგავთ მსოფლიოში და ჩვენი პლანეტაც უფრო მშვიდობიანი იქნება.
-
17:55 - 18:00და მე ჩავთვალე რომ ეს იდეა ღიდა თქვენთვის გაზიარებად.
- Title:
- ჯილ ბოლტ ტეილორის შორსმჭვრეტელობის ძლიერი შემოტევა
- Speaker:
- Jill Bolte Taylor
- Description:
-
ჯილ ბოლტ ტეილორს ისეთი გამოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა მიეცა რომელსაც ძალიან ცოტა ტვინის მეცნიერი თუ ისურვებდა: მას დამბლა დაეცა, და ამის შემდეგ თავისი ტვინის ფუნქციები -- მოძრაობა, ლაპარაკი, თავის შეცნობა -- რიგრიგობით გაეთიშა. საკმაოდ შემზარავი ისტორია.
- Video Language:
- English
- Team:
closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 18:21