-
გავაკეთოთ ერთი ძალიან ცნობილი ამოცანა
პროპორციებზე
-
დავუშვათ, მაქვს რაღაც რაოდენობის ხილი
-
ვიცით, რომ ვაშლების შეფარდება ფორთოხლებთან
-
უდრის 5/8-ს, ეს შემიძლია ასეც ჩავწერო:
ხუთი რვაზე
-
ეს არის ვაშლების შეფარდება ფორთოხლებთან
-
კიდევ ვიცით, რომ როცა მოვაშორებ 15 ვაშლს
-
შეფარდება გახდება 1/4, ერთი ოთხზე
-
კითხვა ასეთია: 15 ვაშლის მოშორების შემდეგ
სულ ჯამში რამდენი ხილი დამრჩა?
-
ალგებრულად მივუდგეთ
-
x-ით აღვნიშნოთ თავდაპირველი ხილის
რაოდენობა, სანამ 15 ვაშლს ავიღებდი
-
მხოლოდ ვაშლს ვიღებთ, ფორთოხალს არ ვეხებით
საბოლოოდ რამდენი ხილი დამრჩება?
-
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ x-ს მინუს
15, იმიტომ რომ 15 ვაშლი ავიღეთ
-
x-ს მინუს 15 უდრის ამ საბოლოო ხილის
რაოდენობას
-
ვიწყებთ შეფარდებით 5/8
ეს არის ვაშლების შეფარდება ფორთოხლებთან
-
ეს ნიშნავს, რომ მთელი ხილი რომ დამეყო ტოლ
ჯგუფებად
-
და თითოეულ ჯგუფში ორივე ხილის რაოდენობა
თანაბარი რომ ყოფილიყო
-
თითოეულ ასეთ ჯგუფში, რომელშიც
13 ხილი იქნებოდა
-
არის ხუთი ვაშლი და რვა ფორთოხალი
-
სულ რამდენი ასეთი ჯგუფი იქნებოდა?
-
სულ მაქვს x რაოდენობის ხილი, ამიტომ x რომ
გავყო 13-ზე--
-
თითო ჯგუფში 13 ხილია, ჯამში მაქვს x
რაოდენობის ხილი, ამიტომ
-
x/13 იქნება ჯგუფების რაოდენობა
-
თითოეულ ჯგუფში არის ხუთი ცალი ვაშლი
თავდაპირველად რამდენი ვაშლი მექნებოდა?
-
ხუთი უნდა გავმრავლოთ ჯგუფების რაოდენობაზე,
ანუ x/13-ზე
-
მივიღებთ 5x/13 ვაშლს
-
თითოეულ ასეთ ჯგუფში ასევე არის რვა
ცალი ფორთოხალი
-
რამდენი ფორთოხალი მექნება?
-
რვა უნდა გავამრავლოთ ჯგუფების რაოდენობაზე
ანუ მექნებოდა 8x/13 ფორთოხალი
-
ეს მაქვს თავდაპირველად
-
საბოლოოდ, 15 ვაშლის აღების შემდეგ
შეფარდება ხდება 1/4
-
ანუ ყოველ ხუთ ხილზე მოვა ერთი ცალი
ვაშლი და ოთხი ცალი ფორთოხალი
-
რამდენი ხუთხილიანი ჯგუფი მექნებოდა?
-
ეს არის ჯამური ხილის რაოდენობა რაც
დამრჩა, x-ს მინუს 15
-
ვიღებთ მთლიანი ხილის რაოდენობას,
ვყოფთ
-
თითოეულ ჯგუფში არსებული ხილის რაოდენობაზე
ანუ ხუთზე
-
ეს არის ხუთხილიანი ჯგუფების რაოდენობა
-
15 ვაშლის შემდეგ, რამდენი ვაშლი და რამდენი
ფორთოხალი მექნება?
-
თითოეულ ასეთ ჯგუფში მაქვს ერთი ცალი
ვაშლი, ანუ
-
იმდენი ვაშლი მექნება, რამდენი ჯგუფიცაა
ანუ x-15/5 ვაშლი მექნება
-
რამდენი ფორთოხალი მექნება?
თითეულ ჯგუფში არის ოთხი ფორთოხალი
-
ანუ ოთხი უნდა გავამრავლოთ რაოდენობაზე
ეს იქნება 4/5 გამრავლებული x-ს მინუს 15-ზე
-
რა არ იცვლება?
-
ვაშლების რაოდენობას ვცვლი, თუმცა
ფორთოხლის რაოდენობას არ ვეხები
-
ეს რიცხვი, ანუ თავდაპირველი ფორთოხლის
რაოდენობა, უნდა უდრიდეს ამ რიცხვს
-
საბოლოო ფორთოხლის რაოდენობას
-
მათი გატოლებით შეგვიძლია x-ის გაგება
-
8x/13 უდრის 4/5 გამრავლებული x-ს მინუს
15-ზე
-
ორივე მხარე გავამრავლოთ 5/4-ზე
-
რა დაგვრჩება მარცხენა მხარეს?
ეს გახდება 10x/13
-
10x/13 უდრის x-ს მინუს 15-ს
-
ორივე მხარეს x გამოვაკლოთ
-
10x/13-ს მინუს x უდრის მინუს 15-ს
ეს იგივეა, რაც:
-
10x/13-ს მინუს 13x/13 უდრის მინუს 15-ს
10-ს გამოვაკლოთ 13
-
მინუს 3x/13 უდრის მინუს 15-ს
ორივე მხარე გავამრავლოთ მინუს 13/3-ზე
-
ესენი შეიკვეცება
-
მარცხნივ დამრჩება მხოლოდ x
-
მარჯვნივ მინუსები გაქრება, 15 და სამი
გავყოთ სამზე
-
დამრჩება ხუთჯერ 13, ანუ 65
x 65-ს უდრის, თუმცა ეს არ არის პასუხი
-
x იყო თავდაპირველი ხილის რაოდენობა
რაც, როგორც აღმოჩნდა, 65-ს უდრის
-
ჩვენ კი გვაინტერესებდა თუ რამდენი ხილი
დაგვრჩა 15 ვაშლის მოშორების შემდეგ
-
ამის გასაგებად 65-ს გამოვაკლოთ 15 და
მივიღებთ 50-ს
-
შეგიძლია ცალკაცლკეც გამოთვალო, თუ
თითოეული ხილიდან რამდენი დარჩა
-
მაგრამ ამოცანა ამას არ გვეკითხება