-
გვეკითხებიან, რა არის 20-ისა და 40-ის
უდიდესი საერთო გამყოფი?
-
სხვაგვარად რომ ვთქვათ: უსგ (უდიდესი
საერთო გამყოფი) 20-ის და 40-ის რისი ტოლია?
-
უდიდესი საერთო გამყოფი ჟღერს ძალიან
უცნაურ ტერმინად, მაგრამ ის უბრალოდ ამბობს:
-
რა არის უდიდესი რიცხვი, რომელზეც იყოფა
ორივე, 20-იც და 40-იც?
-
ეს ადვილი ამოცანაა, რადგან 40 იყოფა
20-ზე
-
ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, 40 შეიძლება
გაიყოს 20-ზე ნაშთის გარეშე.
-
უდიდესი რიცხვი არის, შეგიძლიათ თქვათ,
ორივე,ს 20-ის და 40-ის მამრავლი.
-
რაც არის 20. 20 ტოლია 20-ჯერ 1-ის,
40 ტოლია 20-ჯერ 2-ის.
-
ამ სიტუაციაში, არ გვჭირდება ფურცლის
გამოყენება
-
შეგვიძლია უბრალოდ დავწეროთ 20.
-
გავაკეთოთ კიდევ რამოდენიმე მაგალითი.
-
გვეკითხებიან, რა არის 10-ის და 7-ის
უდიდესი საერთო გამყოფი?
-
ამისთვის გამოვიტანოთ ფურცელი.
-
10-ის და 7-ის უდიდესი საერთო გამყოფი,
მოდით, დავწერ, გვაქვს 10
-
უნდა დავფიქრდეთ, რა არის 10-ის და 7-ის
უსგ?
-
არსებობს ორი გზა ამის გამოსათვლელად.
-
შეგიძლიათ ჩამოთვალოთ ყველა
მამრავლი - არა მარტივი მამრავლები,
-
ჩვეულებრივი მამრავლები - ამ
რიცხვებიდან თითოეულისთვის
-
და გამოვიანგარიშოთ რომელია უდიდესი
-
რა არის ორივეს უდიდესი მამრავლი?
-
მაგალითად, შეგიძლიათ თქვათ, მაქვს 10
-
და 10 შეიძლება გამოისახოს როგორც 1-ჯერ 10
ან 2-ჯერ 5.
-
1, 2, 5 და 10, ყველა ეს 10-ის მამრავლებია.
-
ეს ყველა, შეგვიძლია ვთქვათ, არის 10-ის
გამყოფები.
-
და ზოგჯერ უსგ-ს ეძახიან "უდიდეს საერთო
მამრავლს"
-
ახლა 7, რა გამყოფები აქვს მას? 7 მარტივია,
მას მხოლოდ ორი მამრავლი აქვს:
-
1 და საკუთარი თავი.
-
რა არის უდიდესი საერთო მამრავლი? მხოლოდ
ერთი საერთო მამრავლია აქ: 1.
-
1 არის ერთადერთი საერთო მამრავლი.
-
10-ის და 7-ის უდიდესი საერთო მამრავლი, ან
უდიდესი საერთო გამყოფი, იქნება 1-ის ტოლი.
-
მოდით, დავწეროთ ეს: 1.
-
კიდევ ერთი გავაკეთოთ.
-
რა არის 21-ის და 30-ის უდიდესი საერთო
გამყოფი? --ეს მეორე გზაა იგივეს სათქმელად--
-
მოკლედ, 21 და 30 არის რიცხვები რომლებიც
გვაინტერესებს.
-
ჩვენ უნდა გამოვიანგარიშოთ უდიდესი საერთო
გამყოფი რიცხვებისთვის 21 და 30.
-
კიდევ ერთხელ, არსებობს ორი გზა ამის
გასაკეთებლად.
-
გზა, რომელიც ბოლოს გავაკეთე, სადაც უბრალოდ
ჩამოვწერე მამრავლები. მოდით, იმავეს
-
გავაკეთებ ძალიან სწრაფად.
-
ავიღებ 21-ს, რა არის მისი ყველა მამრავლი?
ეს არის 1 და 21, 3 და 7,
-
ვფიქრობ ყველა მაქვს.
-
და 30 შეიძლება ჩაიწეროს როგორც 1 და 30,
2 და 15, და 3...
-
1 და 30, 2 და 15, 3 და 10, 5 და 6. აქ
არის 30-ის ყველა მამრავლი.
-
ახლა, რა არის საერთო მამრავლები? 1 არის
საერთო მამრავლი.
-
3 ასევე არის საერთო მამრავლი.
-
მაგრამ რა არის უდიდესი საერთო მამრავლი, ან
უდიდესი საერთო გამყოფი? ეს იქნება 3.
-
შეგვიძლია აქ დავწეროთ 3.
-
ახლა მოდით მეორე ხერხსაც გაჩვენებთ,
-
რომელიც მოიცავს მარტივ მამრავლებად დაშლას.
-
მარტივ მამრავლებად დაშლილი 21, ვნახოთ,
ეს იყოფა 3-ზე, ის არის 3-ჯერ 7
-
მარტივ მამრავლებად დაშლილი 30 ტოლია,
ვნახოთ, ეს არის 3-ჯერ 10, 10 არის 2-ჯერ 5
-
ახლა უნდა ვნახოთ საერთო მამრავლები,
რომლებიც აქვთ ორივე 21-საც და 30-საც,
-
და მათი გადამრავლებით მივიღოთ უდიდესი
საერთო გამყოფი.
-
მაგრამ ამ რიცხვების საერთო მამრავლებში
ერთადერთი საერთო მამრავლი არის 3
-
გამოდის, რომ უდიდესი საერთო მამრავლი,
ან უდიდესი საერთო გამყოფი,
-
21 და 30-ის არის 3.
-
თუ ვერაფერს ნახულობთ საერთოდ, მაშინ
იტყვით, რომ უდიდესი საერთო გამყოფი არის 1.
-
მოდით ამოვხხსნათ კიდევ ერთ საინტერესო
მაგალითი, რომ გავიგოთ რაღაცეების არსი.
-
ვთქვათ ეს ორი რიცხვი არ არის 21 და 30 ----
-
ვთქვათ, გვაინტერესებს უდიდესი საერთო
გამყოფი არა 21-ის და 30-ის, არამედ,
-
ვთქვათ, 105-ის და 30-ის.
-
ახლა უფრო ცხადი გახდება, რაში მდგომარეობს
მარტივ მამრავლებად დაშლის მეთოდი.
-
105-ის ყველა მამრავლის გარკვევა ცოტათი
მტკივნეული იქნება.
-
მაგრამ თუ დაშლით მარტივ მამრავლებად,
ვნახოთ, 105 იყოფა 5-ზე, ნამდვილად,
-
ეს არის 5-ჯერ 21, 21 არის 3-ჯერ 7.
-
105-ის მარტივ მამრავლებად დაშლა ტოლია,
ზრდის მიხედვით რომ დავწეროთ,
-
3-ჯერ 5 გამრავლებული 7-ზე.
-
30 უკვე დავყავით მარტივ მამრავლებად,
ის უდრის 2-ჯერ 3 გამრავლებული 5-ზე.
-
ახლა ამათი საერთო მამრავლების მეშვეობით
ვიპოვოთ უდიდესი საერთო გამყოფი.
-
ორივე მათგანს აქვს 3 და ორივე მათგანს
აქვს 5.
-
გამოდის, რომ უდიდესი საერთო მამრავლი ანუ
უდიდესი საერთო გამყოფი, იქნება
-
ამ ორის ნამრავლი,
-
ამ სიტუაციაში,105-ის და 30-ის უსგ არის
3-ჯერ 5, ანუ 15.
-
შეგიძლიათ გააკეთოთ ორივე გზით. შეგიძლიათ
ჩამოწეროთ გამყოფები თუ მამრავლები,
-
სანამ არ გაარკვევთ რომელი მათგანი
არის საერთო და თან ყველზე დიდი.
-
ან შეგიძლიათ დაიყვანოთ მის ძირითად
შემადგენელ ნაწილებამდე,
-
მის მარტივ მამრავლებამდე და შემდეგ
გაარკვიოთ,
-
რა არის საერთო მარტივი მამრავლების
უდიდესი სიმრავლე
-
და ამ სიმრავლის წევრების ნამრავლი იქნება
უდიდესი საერთო მამრავლი,
-
ანუ, უდიდესი რიცხვი
რომელზეც იყოფა ორივე რიცხვი.