-
"სახელმწიფომ შექმნა ღეროვან-ფოთლოვანი
დიაგრამა, რომელიც გვიჩვენებს,
-
თუ რამდენი კუ არის
ქვეყნის თითოეულ ზოოპარკში.
-
რამდენ ზოოპარკშია 46-ზე ნაკლები კუ?"
-
ასეთი დიაგრამა გვიჩვენებს
თითოეული რიცხვის პირველ ნიშანს --
-
-- ანუ, ეს ათეულების
თანრიგია, ეს კი ერთეულების --
-
ესე იგი, მხოლოდ ერთი
ზოოპარკია, რომელშიც ოთხი კუ არის.
-
შეგვიძლია, შევხედოთ, როგორც
ნულჯერ ერთს პლუს ოთხჯერ ერთი,
-
-- ანუ, ოთხი კუ.
-
ამ რიგს თუ შევხედავთ --
-
ათეულების ადგილას არის ერთი,
-
ანუ, ეს ერთიანი იგივეა,
რაც ათს პლუს ერთი, ანუ, 11.
-
ეს არის 14.
-
ეს იქნება 16, ესეც 16 და ასე შემდეგ.
-
ეს იქნება 17, შემდეგ კი 18.
-
ამ რიგში გვაქვს 23, ესეც 23-ია, ეს კი 26.
-
ეს იმიტომ, რომ თავში არის ორიანი.
-
ანუ, ეს არის პირველი ნიშანი.
-
ვუპასუხოთ შეკითხვას: "რამდენ
ზოოპარკშია 46-ზე ნაკლები კუ?"
-
აქ არც ერთ ზოოპარკში არაა 40 კუც კი.
-
ამ რიგში 30 ან მეტი და 40-ზე ნაკლები კუა,
-
აქ 20 ან მეტი და 30-ზე ნაკლები,
-
აქ ათზე მეტი და ოცზე ნაკლები.
-
პირველში - ათზე ნაკლები.
-
პასუხი იქნება იმდენი ზოოპარკი,
რამდენიც ამ რიგებშია ჩამოწერილი.
-
ესე იგი, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9,
10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17.
-
გვაქვს 17 ზოოპარკი,
რომელშიც 46-ზე ნაკლები კუ არის.
-
შემდეგი გავაკეთოთ.
-
"სხვადასხვა სუპერმარკეტის მომხმარებელმა
შეადგინა ღეროვან-ფოთლოვანი გრაფიკი,
-
რომელიც გვიჩვენებს
ქოქოსების რაოდენობას მაღაზიებში.
-
რა არის უმცირესი
რაოდენობა ქოქოსებისა მაღაზიებში?"
-
ესე იგი, მყიდველმა შეადგინა
ღეროვან-ფოთლოვანი გრაფიკი,
-
რომელიც გვიჩვენებს ქოქოსების
რაოდენობას თითოეულ მაღაზიაში.
-
რომელია უმცირესი რაოდენობა?
-
უმცირესი რაოდენობა ესაა,
შეგახსენებთ, ეს არ არის ორი,
-
აქ ათეულების თანრიგია.
-
აქ ერთიანია, ესე იგი, ეს რიცხვი გვიჩვენებს,
რომ ამ მაღაზიაში არის 12 ქოქოსი.
-
ამიტომ, პასუხად ჩავწერთ 12-ს.
-
გადავიდეთ შემდეგზე.
-
"სტატისტიკოსმა შეადგინა
ღეროვან-ფოთლოვანი დიაგრამა,
-
რომელიც გვიჩვენებს, თუ
რამდენი საათია თითოეულ მაღაზიაში.
-
რამდენ მაღაზიაშია
ზუსტად შვიდი ცალი საათი?"
-
ასეთი მხოლოდ ეს მაღაზიაა,
სადაც ნული ათეული და შვიდი ერთეული წერია.
-
ეს და ეს არ არის შვიდის ტოლი.
-
ეს 17-ს წარმოადგენს, რადგან
ათეულების თანრიგში ერთიანი აქვს.
-
ეს წარმოადგენს 27-ს, რადგან
ათეულების თანრიგში ორიანია.
-
ესე იგი, მხოლოდ ერთ მაღაზიაშია
ზუსტად შვიდი ცალი საათი.
-
შემდეგი..
-
"ზოოპარკის დარაჯმა
შეადგინა გრაფიკი, რომელიც
-
გვიჩვენებს ქვეყნის თითოეულ
ზოოპარკში ვეფხვების რაოდენობას.
-
რამდენ ზოოპარკშია 24-ზე მეტი ვეფხვი?"
-
ესე იგი, ნულითა და ერთიანით
დაწყებული რიგები არ გვაინტერესებს.
-
შევხედოთ ოციანებს.
-
ეს არის 25.
-
ჩვენს კრიტერიუმში ჯდება.
-
შემდეგ მოდის 28 და 29,
-
ასევე, ყველა, რომელიც 30-იანებშია
-
და ყველა აქედანაც.
-
ეს არის 30 ვეფხვი და არა
ნული ვეფხვი. ეს კი 40 ვეფხვს ნიშნავს.
-
დავთვალოთ, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9.
-
ესე იგი, ცხრა ზოოპარკში
არის 24-ზე მეტი ვეფხვი.
-
პასუხი არის ცხრა ზოოპარკი.
-
დავასრულეთ!