დამატებითი საქმიანობის რევლუცია
-
0:00 - 0:03მე არ შემიძლია წარმოვიდგინო ვინმე, ვისაც მხოლოდ ერთი ინტერესი აქვს ცხოვრებაში
-
0:03 - 0:05და ეს ყველაფერი მათ სურდეთ მთელი დანარჩენი ცხოვრება
-
0:05 - 0:08[როგორ ვმუშაობთ ჩვენ]
-
0:10 - 0:14ამერიკელი მუშაკების დაახლოებით 15 პროცენტს არ აქვს ტრადიციული, სრულგანაკვეთიანი სამსახური
-
0:14 - 0:18ისინი არიან ნახევარ განაკვეთზე,
ხელშეკრულებით ან დროებით დასაქმებულები. -
0:18 - 0:21ტერმინი "Side Hustle" როგორც ჩანს, ზუსტად შეესაბამება ამ ემოციას
-
0:21 - 0:25სადაც ხალხი აერთიანებს
რამდენიმე სხვადასხვა რამეს, რათა გამოიმუშავონ საცხოვრებელი თანხა. -
0:25 - 0:29სიტყვა "Side Hustle,,-ს აქვს ფესვები პოპულარული აფრიკულ-ამერიკული გაზეთიდან.
-
0:29 - 0:331920-იან წლებში გაზეთები იყენებდნენ სიტყვა ,,Hustle"-ს
-
0:33 - 0:35რომ მიეთითებინათ რაიმე სახის პროცედურა.
-
0:35 - 0:371950-იან წლებში ისინი იყენებდნენ ,,Side Hustle"
-
0:37 - 0:40რათა მიეთითებინათ ლეგიტიმურ სამუშაოზეც.
-
0:40 - 0:42"Side Hustle" არის პატარა განსხვავების მქონე მეორე სამუშაოსგან.
-
0:42 - 0:44მეორე სამუშაო არის აუცილებლობის შესახებ.
-
0:44 - 0:47მიუხედავად იმისა, რომ "Side Hustle" ნამდვილად მოიტანს დამატებით შემოსავალს,
-
0:47 - 0:49ეს ცოტათი ასპირაციონალურია.
-
0:49 - 0:53"Side Hustle" იღებს გარკვეული სახის
ნაწყვეტ, სამეწარმეო სულისკვეთებას. -
0:53 - 0:55მე გამოვკითხე 100-ზე მეტი ფერადკანიანი ქალი
-
0:55 - 0:57"Side Hustle Pro"-ზე
-
0:57 - 0:58რომლებმაც დაიწყეს წარმატებული დამატებითი საქმიანობა
-
0:58 - 1:02ნაილა ელის-ბრაუნმა დაიწყო Ellis Island Tea-ს წარმოება,
-
1:02 - 1:05არშა ჯონესმა დაიწყო მისი ცნობილი Capital City Co Mambo Sause
-
1:05 - 1:07ერთი პროდუქტით და PayPal-ის ლინკით.
-
1:07 - 1:09ყველა ეს ქალი უძღვება დამატებით საქმიანობას
-
1:09 - 1:11ზუსტად რას გვეუბნება ეს?
-
1:11 - 1:15პირველ რიგში, ხალხი ხედავს შესაძლებლობას
თავიანთ საზოგადოებაში. -
1:15 - 1:19მათი მიზანი არ არის Coca-Cola-ს ან Google-ს გაუთანაბრდნენ
-
1:19 - 1:23მასშტაბი დიდია, მაგრამ არსებობს სილამაზეც
წარმატებულ ბიზნესში -
1:23 - 1:26ეს იქმნება კონკრეტული აუდიტორიისთვის.
-
1:26 - 1:29მეორეს მხრივ, ხალხი უფრო დაინტერესებულია, რომ იყვნენ საკუთარი თავის უფროსი.
-
1:30 - 1:32საკუთარი თავის უფროსობა საჭიროებს დისციპლინას
-
1:32 - 1:35ადამიანებს, რომლებიც თვითონ გახდნენ მილიონერები, ერთი საერთო თვისება აქვთ:
-
1:35 - 1:38ისინი გადაწყვეტილებებს იღებენ,
თავს ანგარიშვალდებულად თვლიან -
1:38 - 1:40და წინ მიიწევენ გამოწვევებთან დაპირისპირებით
-
1:40 - 1:44დამატებითი საქმიანობა არის კარგი გზა
სცადო, რომ იყო საკუთარი თავის ბოსი -
1:44 - 1:48და ნახოთ, თუ ეს უნარები გაქვთ
სანამ საქმეს სრულიად დაანებებთ თავს. -
1:48 - 1:50მესამე, ხალხი სხვადასხვანაირია
-
1:50 - 1:54მინდა აღვნიშნო, რომ ყველა
დამატებითი საქმიანობა არ იწყება -
1:54 - 1:55იმის გამო, რომ
ვინმეს სძულს თავისი საქმე. -
1:55 - 1:58ბევრმა უბრალოდ დაიწყო
ხალხის დაინტერესებიდან გამომდინარე -
1:58 - 2:00ბევრი სხვადასხვა რამით.
-
2:00 - 2:03ლიზა პრაისი, რომელმაც დააარსა თმის მოვლისა
და სილამაზის კომპანია, Carol's Daughter, -
2:03 - 2:07მუშაობდა სატელევიზიო წარმოებაში
როდესაც მან დაიწყო დამატებითი საქმიანობა -
2:07 - 2:08იგი ამბობს, რომ მას ნამდვილად
უყვარდა თავისი საქმე. -
2:08 - 2:12ფაქტია, სახლში დაბრუნებისას ყოველთვის
კარგად გრძნობდა თავს -
2:12 - 2:13რამაც მას ექსპერიმენტი წამოაწყებინა
-
2:13 - 2:16სუნამოების
და თმის ზეთების თავის სამზარეულოში შექმნით. -
2:16 - 2:17ჩვენ ყოველთვის გვასწავლიან,
-
2:17 - 2:20რომ უნდა ვიცოდეთ, რას გავაკეთებთ,
როდესაც გავიზრდებით. -
2:20 - 2:22მაგრამ როდესაც თქვენ მრავალი ინტერესი გაქვთ,
-
2:22 - 2:24გინდათ, გადაეშვათ და ჩაიძიროთ ამ განსხვავებულ საქმეებში.
-
2:24 - 2:27ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ არ ხართ თქვენი სამუშაოს ერთგული,
-
2:27 - 2:30ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ გაქვთ
სხვა საშუალებებიც, რომლებიც სიხარულს გგვრით. -
2:30 - 2:35ეს მოგვიტანს საბოლოო შედეგს, რასაც დამატებითი საქმიანობის რევოლუცია გვიჩვენებს:
-
2:35 - 2:37ადამიანები საკუთარ თავს ეყრდნობიან.
-
2:37 - 2:41დამატებითი საქმიანობა მიმზიდველია იმიტომ,
რომ უფრო იოლია, შანსი გამოიყენო მაშინ -
2:41 - 2:43როცა გაქვთ რაიმე სახის შემოსავალი.
-
2:43 - 2:45მაშინაც კი, თუ დამატებითი საქმე არ გამოვა,
-
2:45 - 2:47ის მაინც არის
საკუთარ თავში ჩადებული ინვესტიცია. -
2:47 - 2:50ორმოცდაერთი პროცენტი მილიონერებისა,
რომლებიც დამატებით საქმიანობენ, -
2:50 - 2:53ამბობენ, რომ მათ გაუზიარეს ეს ინფორმაცია
თავიანთ დაქირავებულ თანამშრომლებს. -
2:53 - 2:56ისინი არ წუხან, რომ
მათი მენეჯერები უარყოფითად რეაგირებენ. -
2:56 - 3:00ისინი აღიარებენ სწავლასა და განვითარებას
რომელიც დამატებით საქმიანობას მოაქვს. -
3:00 - 3:02ყველას სურს, იყოს რეალიზებული
-
3:02 - 3:06დემოგრაფიული აფეთქების პერიოდის ადამიანების ოცდათვრამეტი პროცენტი ნანობს კარიერულ არჩევანს.
-
3:06 - 3:07არავის არ სურს ეს.
-
3:07 - 3:11სიმართლე ის არის, რომ არსებობს
ბედნიერების პოვნის სხვადასხვა გზა. -
3:11 - 3:12იმით, თუ რას ვაკეთებთ.
-
3:12 - 3:14"Side Hustle" გვიმყარებს რწმენას,
-
3:14 - 3:16რომ ჩვენ ვწყვეტთ,
-
3:16 - 3:19თუ როგორ გავატარებთ
ჩვენს სამუშაო ცხოვრებას.
- Title:
- დამატებითი საქმიანობის რევლუცია
- Speaker:
- ნიქაილა მეთიუს ოკომე
- Description:
-
წინა თაობები პოულობდნენ სამხასურს და იქ რჩებოდნენ ათწლეულების მანძილზე. მაგრამ დღეს იშვიათად ვრჩებით იგივე სამსახურში და არ ვართ შემოსავლის მხოლოდ ერთ წყაროზე დამოკიდებული. ჩვენ გვაქვს რესურსები, ვაკეთოთ ჩვენი საქმე და ბევრ ჩვენგანს აქვს მწარმოებლური უნარი, მათაც, მინც ტრადიციულ სამსახურს ემხრობა. მარკეტერი და პოდქასტერი ნიქაილა მეთიუს ოკომე გვეხმარება სურათის აღქმაში.
- Video Language:
- English
- Team:
closed TED
- Project:
- TED Series
- Duration:
- 03:32
![]() |
TED Translators admin approved Georgian subtitles for This is the side hustle revolution | |
![]() |
Tamo Jokhadze accepted Georgian subtitles for This is the side hustle revolution | |
![]() |
Tamo Jokhadze edited Georgian subtitles for This is the side hustle revolution | |
![]() |
Khatia Sepiashvili edited Georgian subtitles for This is the side hustle revolution | |
![]() |
Khatia Sepiashvili edited Georgian subtitles for This is the side hustle revolution | |
![]() |
Khatia Sepiashvili edited Georgian subtitles for This is the side hustle revolution |