-
მოდით ცოტა ვივარჯიშოთ
განტოლებების ამოხნსაში.
-
ვთქვათ, გვაქვს განტოლება ერთ მესამედს
დამატებული a ტოლია ხუთი მესამედის.
-
რა არის ის a, რომლისთვისაც
ტოლობა ჭეშმარიტია?
-
თუ მაქვს ერთ მესამედს
დამატებული a, რა უნდა იყოს a,
-
რომ როცა მას დავუმატებთ ერთ
მესამედს, მივიღოთ ხუთი მესამედი?
-
ამ მაგალითის ამოსახსნელად
ბევრი სხვადასხვა გზა არსებობს
-
ეს განტოლებების ერთ-ერთი
სახალისო თვისებაა, რომ
-
არ არსებობს მათი ამოხსნის
ზუსტად ერთი სწორი გზა.
-
მაგრამ, მოდით ისე გავაკეთოთ,
როგორც, ჩემი აზრით, ყველაზე მარტივია.
-
სანამ დავიწყებდე, ყოველთვის სცადეთ,
დააპაუზოთ ვიდეო და თავად გააკეთოთ.
-
ესე იგი, მე ასე მომწონს
მსგავსი განტოლებების ამოხსნა:
-
შეიძლება, განტოლების ერთ
მხარეს მხოლოდ a მქონდეს?
-
რადგანაც a უკვე მარცხენა მხარესაა, ვნახოთ,
თუ შევძლებ, ის დავტოვო მარცხენა მხარეს,
-
მაგრამ როგორღაც მოვიშორო ეს ერთი მესამედი.
-
ყველაზე მარტივი გზა, რაც მაფიქრდება
ამ ერთი მესამედის მოსაშორებლად,
-
არის ერთი მესამედის გამოკლება
განტოლების მარცხენა მხარისთვის.
-
მაგრამ ამას განტოლების მხოლოდ
მარცხენა მხარეს ვერ გავაკეთებ.
-
თუ ერთ მესამედს
დამატებული a არის ხუთი მესამედი
-
და მე ერთ მესამედს მხოლოდ
მარცხენა მხარეს გამოვაკლებ,
-
მაშინ განტოლების
მხარეები აღარ იქნება ტოლი.
-
მაშინ ეს იქნება ერთ მესამედით ნაკელბი,
-
მაგრამ ეს მხარე არ შეიცვლება.
-
ეს მარცხენა მხარე ხუთ
მესამედზე ნაკლები გახდება.
-
ამიტომ, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ტოლობა,
-
რასაც გავაკეთებ მარცხენა მხარეს,
იგივე უნდა გავაკეთ მარჯვენა მხარესაც.
-
ანუ, ორივე მხარეს უნდა
გამოვაკლო ერთი მესამედი.
-
თუ ამას გავაკეთებ, მაშინ
მარცხენა მხარეს მექნება...
-
ერთ მესამედს გამოკლებული ერთი მესამედ.
სწორედ ამიტომ ვაკლებ ერთ მესამედს,
-
მინდა, მარცხენა მხარეს აღარ
მქონდეს, თავიდენ მოვიშორო.
-
დამრჩება a ტოლია ხუთ მესამედს
გამოკლებული ერთი მესამედი.
-
ხუთ მესამედს გამოკლებული ერთი მესამედი...
-
გამოკლებული ერთი
მესამედი... რისი ტოლია ეს?
-
მაქვს ხუთი რაღაც, ამ
შემთხვევაში, ხუთი მესამედი,
-
და უნდა გამოვაკლო ერთი მესამედი.
-
ანუ, დამრჩება ოთხი მესამედი.
-
შემიძლია დავწერო: a უდრის ოთხ მესამედს.
-
შეგიძლიათ შეამოწმოთ და
დარწმუნდეთ, რომ პასუხი სწორია.
-
ერთ მესამედს დამატებული ოთხი
მესამედი ნამდვილად ხუთ მესამედია.
-
მოდით, კიდევ ერთი გავაკეთოთ.
-
ვთქვათ, გვაქვს განტოლება
k-ს გამოკლებული რვა ტოლია 11.8-ის.
-
... ტოლია თერთმეტი მთელი რვა მეათედის.
-
ესე იგი, კიდევ ერთხელ
ვთქვათ, რომ მინდა ვიპოვო k,
-
ამიტომ მინდა, მარცხენა
მხარეს მხოლოდ k მქონდეს.
-
არ მინდა, ეს რვის გამოკლება მქონდეს აქ.
-
იმისთვის, რომ ეს რვა თავიდან მოვიშოროთ,
მარცხენა მხარეს დავუმატოთ რვა.
-
რა თქმა უნდა, თუ ამას
მარცხენა მხარეს გავაკეთებ,
-
იგივე აუცილებლად უნდა
გავიმეორო ტოლობის მარჯვენა მხარესაც.
-
ესე იგი, რვას დავუმატებთ
ტოლობის ორივე მხარეს.
-
მარცხენა მხარეს გვიწერია - გამოკლები რვა,
-
და ახლა ვუმატებთ რვას.
-
ეს აღარ გვექნება
-
და დაგვრჩება მხოლოდ k.
-
მარჯვენა მხარეს გვექნება თერთეტ
მთელ ვრა მეათედს დამატებული რვა.
-
კარგი, 11-ს დამატებული რვა
არის 19, ესე იგი გვექნება 19.8.
-
დავასრულეთ; და კიდევ ერთხელ, ყოველთვის
შეგიძლიათ, შეამოწმოთ განტოლების პასუხი
-
და ნახოთ, სწორად ამოხსენით თუ არა.
-
19.8-ს გამოკლებული რვა არის 11.8.
-
მოდით, კიდევ ერთი
გავაკეთოთ, ძალიან სახალისოა.
-
კარგით, ვთქვათ, გვაქვს ხუთი მეცამეტედი
ტოლია t-ს გამოკლებული ექვსი მეცამეტედის.
-
ეს უფრო საინტერესოა, რადგან
ახლა ცვლადი მარჯვენა მხარეს მაქვს.
-
მოდით, აქვე დავტოვოთ.
-
ვნახოთ, თუ შევძლებთ, გავიგოთ t ისე, რომ
მარჯვენა მხარეს სხვა ყველაფერი მოვიცილოთ.
-
როგორც ადრე გავაკეთეთ, თუ ექვსი
მეცამეტედი უნდა გამოვაკლოთ აქ,
-
მოდით, უბრალოდ, დავუმატოთ ექვსი მეცამეტედი.
-
დავუმატოთ ექვსი მეცამედეტი.
-
ამას მხოლოდ მარჯვენა მხარეს ვერ გავაკეთებ.
-
მაშინ ეს ორი მხარე აღარ იქნება ტოლი,
-
ამიტომ მარცხენა მხარესაც უნდა
დავუმატო, თუ ტოლობის შენარჩეუნბა მინდა.
-
ესე იგი, რა ხდება?..
-
რა ხდება?
-
მარცხენა მხარეს მაქვს...
-
ცოტა მეტი ადგილი მჭრიდება,
-
აქ მაქვს ხუთ მეცამეტედს
დამატებული ექვსი მეცამეტედი,
-
... დამატებული ექვსი მეცამეტედი ტოლია...
-
ტოლია...
-
აქამდე მქონდა გამოკლებული ექვსი მეცამეტედი,
ახლა დავუმატოთ კიდევ ექვსი მეცამეტედი.
-
ეს იქნება ნული.
-
ექვს მეცამეტედს გამოკლებული ექვსი
მეცამეტედი არის ნული, ანუ დაგვრჩა t.
-
ესე იგი, t არის ამის ტოლი.
-
თუ მაქვს ხუთი მეცამეტედი
და დავუმატებ ექვს მეცამეტედს,
-
მექნება 11 მეცამეტედი.
-
ანუ, მექნება 11 მეცამეტედი უდრის t-ს,
-
ან პირიქითაც შემიძ₾ია დავწერო:
-
t ტოლია 11 მეცამეტედის.