-
გონება არის მიზეზი ადამიანის ბორკილებისა, ისევე, როგორც მისი განთავისუფლებისა.
ამრიტაბინდუ უპანიშადი. ძვ.წ. 100
-
ეზიარო ადამიანის ბუნებას,
ნიშნავს ჩაეფლო დიად თავდავიწყებაში.
-
განპირობებული გონების ფარდა ფარავს ჭეშმარიტებას იმის შესახებ,
თუ ვინ ვართ სინამდვილეში.
-
და გვაგდებს უმოწყალოდ განცალკევების, შეზღუდვების და ეჭვების სამყაროში.
-
მაშ, ვინ ხართ თქვენ სინამდვილეში?
ხართ თუ არა უბრალოდ გონება, რომელიც ცხოვრობს სხეულში,
-
რომელიც მიჰყვება ცხოვრებას, და ცდილობს,
მოიპოვოს ბედნიერება და გაექცეს ტანჯვას?
-
ან იქნებ, ხარ სრულიად სხვა რამ, უფრო ღრმა, რაღაც მარადიული?
-
რისი ახსნაც შეუძლებელია სიტყვებით,
და რისი გაცნობიერებაც
-
მოიტანს ნამდვილ სიმშვიდეს და ნამდვილ დაკმაყოფილებას.
აქ ჩვენ შევიხედავთ გონების ფარდის მიღმა
-
აზრებსა და გრძნობებს მიღმა,
რათა შევიცნოთ ჭეშმარიტება იმაზე,
-
თუ ვინ ვართ სინამდვილეში.
-
მაშ რა არის გონება?
-
კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ეს კითხვა
უამრავჯერ დასმულა. ყველაზე ადრეული
-
სულიერი და მეცნიერული კვლევებისას,
ადამიანის გონება კონცეპტუალიზდა
-
და გაიგებოდა სხვადასხვანაირად
სხვადასხვა კულტურაში.
-
ადამიანები იყენებდნენ ფილოსოფიას, ფსიქოლოგიურ და მეცნიერულ თეორიებს, ასევე,
-
პირდაპირი კვლევის მეთოდებს, რათა შეეღწიათ გონების საიდუმლოებებში, რათა შეეცნოთ
-
ვინ ვართ ჩვენ გონებისა და სხეულის მიღმა. როგორც წესი, ჩვენ ვთვლით, რომ გონება - ეს არის
-
რაღაც ჩვენი თავის შიგნით, რომ ტვინი დაკავშირებულია აზროვნებასთან
-
და შეცნობასთან. მაგრამ გონება არის უფრო ღრმა, ვიდრე ეს ყველაფერი. სინამდვილეში, გონება - ეს დუალობაა.
-
ის ცნობილია, ასევე, როგორც მაია და ილუზია. ის ასევე ცნობილია, როგორც ეგო.
-
ლათინურიდან ეგო აღნიშნავს უბრალოდ "მე"-ს. როდესაც გრძნობა "მე" შემოზღუდულია რაიმე
-
საგნით, მაშინ ეს მაიაა, ილუზია,. მაგრამ როცა ის დაუსაზღვრავია, როცა ის იღვიძებს, როგორც
-
თავად ცნობიერება, რომლის შიგნითაც ყველა მოვლენა იბადება და მერე ქრება,
-
მაშინ აღარ არსებობს ამ ცალკე "მე"-სთან გაიგივება.
-
სიტყვა "მე"-ს ნამდვილი მნიშვნელობა - ეს არის უსასრულო გაცნობიერება, უსასრულო ცნობიერება.
-
ეს არის ერთადერთი "მე" ან ერთადერთი "მე", რომელიც არსებობს. თუმცა ჩვენი უმრავლესობისთვის
-
ჩვენი საკუთარი "მე"-ს გრძნობა იმდენად ჩახლართულია გამოცდილების შინაარსში,
-
აზრებში, გრძნობებში, წარმოსახვებში და ა.შ., რომ ჩვენ ვერ აღვიქვამთ ჩვენს თავს ისეთად,
-
როგორებიც ვართ არსობრივად დასაწყისიდან. მაგრამ ჩვენ ვიცით ჩვენი თავი შეცვლილი სახით,
-
გამოცდილების შინაარსთან შერეული. და ეს შერევა ჭეშმარიტი ერთადერთი "მე"-სი, უსასრულო
-
გაცნობიერების ან უსასრულო ცნობიერების - გამოცდილების შინაარსთან, წარმოშობს
-
ილუზორულ "მე"-ს, რომელსაც ეძახიან ეგოს, ან
-
განცალკევებულ "მე"-ს. ეგო - ეს არის ძალზე მყარი, ძლიერი, უდრეკი იდეა იმის შესახებ,
-
რომ ჩვენ - პიროვნება ვართ... განცალკევებული არსება სხეული-გონების შიგნით. ხანდახან კი
-
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ უბრალოდ სხეული-გონება ვართ. ეგო - ეს არის გონების ასპექტი, ის ფორმირდება
-
ადრეულ ასაკში და სწორედ ის გვაძლევს შეგრძნებას, რომ ჩვენ ვართ - ინდივიდუალობა.
-
ეგო - გამოგონილი არსებაა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, არარეალური, ეს არის ის, რასაც
-
ჩვენ ვაიგივებთ სხეულთან. ეს არის გონების ნაწილი, რომელიც თვლის თავს განცალკევებულად.
-
ეგო - ეს საკუთარი თავის პირადული შეგრძნებაა, მაგრამ არაა ნამდვილი "მე".
-
ეს არის მთლიანად მე-ს წარმოსახული კონსტრუქცია. საბოლოოდ, ეს არაა ის, რაც ვარ მე.
-
ვინც ვარ "მე" - ეს ისაა, რაც უფრო ღრმაა, და ეს სიღრმისეული თანმყოფობა მუდამ აქაა.
-
დუალისტური გონება ორი ფუნდამენტური ასპექტისგან შედგება - დამკვირვებელი და
-
ის, რასაც აკვირდებიან. არსებობს სამყაროს ფენომენები, შედგენილი შეგრძნებებისგან,
-
აღქმებისგან და ეგოისტური სურვილებისგან. ამავე დროს, არსებობს გრძნობა, რომ არსებობს "მე",
-
რომელიც განცალკევებულ მოწმეს წარმოადგენს. გამოღვიძება - ესაა გამოღვიძება ამ ორმაგობიდან...
-
დამკვირვებელსა და დაკვირვებულს შორის გაყოფისაგან. სუბიექტსა და ობიექტს შორის, რათა
-
შევიცნოთ პირველქმნილი გაცნობიერება,
რომელიც ყოველთვის აქაა.
-
თუკი პატარა ბავშვებს შეხედავთ, მათ არ გააჩნიათ ეგო, და ცხოვრობენ მოვლენებში
-
თანამონაწილეობის მდგომარეობაში. ისინი ცხოვრობენ აღტაცებაში, რადგანაც
-
არ არიან სამყაროსგან განცალკევებულნი.
-
როდესაც ვიბადებით, ჩვენ ჯერ დამოკიდებული ვართ, და არ გვაქვს კონცეპტუალური აზროვნება.
-
განვითარებასთან ერთად, კონცეფციებიც გვიჩნდება, და ის, რასაც თვითშეგნება ქვია, ანუ
-
ეს არის აზროვნების უნარი იმაზე, თუ რას ვაკეთებთ, რომ დამოუკიდებლები გავხდეთ.
-
ასეთნაირად, აზროვნება გადაიქცევა
შინაგან იდენტობად.
-
ეგოს ფორმირება დაბადებიდან მალევე იწყება. ჩვენ ვიწყებთ პირადი იდენტობის განვითარებას,
-
რომელსაც, საბოლოოდ, "მე"-ს ან "ჩემი"-ს ვეძახით. ადამიანის განვითარებაში სარკის სტადია -
-
ეს არის მომენტი, როცა ბავშვი ცნობს თავის თავს სარკეში. ეს ხდება, როგორც წესი,
-
6-დან 18 თვემდე ასაკში. და ეს არის ეგოს ფორმირების მხოლოდ ერთი ნაწილი,
-
იდენტიფიკაციის პროცესის გავლით.
ჩვენ ეგოს კი არ ვამყარებთ, როცა ვცნობთ
-
სარკეში პერსონაჟს, უბრალოდ ეს არის სოციალიზაციისა და განპირობების პროცესი,
-
როცა გარშემომყოფნი გვექცევიან, ისე, როგორც განცალკევებულ პიროვნებას, განცალკევებულ "მე"ს.
-
ჩვენ ვსწავლობთ ჩვენი "მე"-ს გრძნობის განსაზღვრას სხეულის შეგრძნებებით,
-
ასევე საგნებისა და მოვლენების აღქმითა და კონცეპტუალიზაციით. გონება აცალკევებს და ყოფს
-
საგნებს ერთმანეთისგან, და ჩვენ გვიჩნდება მათდამი სხვადასხვა დამოკიდებულება.
-
ზოგი მათგანი მოგვწონს, ზოგიც - არა.
ეს "მე" ხდება ჩვენი
-
ინდივიდუალური და უნიკალური პიროვნება ჩვენი ცხოვრების გზაზე.
-
ეს არის ისტორია იმაზე,
თუ ვინ გვგონია ჩვენი თავი.
-
ცნობიერება, რაც ვართ ჩვენ, იწყებს ამის დაჯერებას, როცა ჩვენ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ვართ.
-
ბავშვობაში ის ჩვენთან ერთად იზრდება, სანამ სრულიად არ დავრწმუნდებით იმაში, რომ
-
პიროვნება ვართ. ადამიანები იზრდებიან, მოზარდობასა და ახალგაზრდობას გაივლიან, და
-
ამასთან ერთად ვითარდება მათში განცალკევებულობა, "მე"-ს გრძნობა, რომელიც მათ გონებაში ცხოვრობს.
-
ასეთნაირად ხდებიან განცალკევებული ეგო, და ცხოვრობენ სურვილების მდგომარეობაში,
-
არასრულყოფილების მდგომარეობაში, და
ივსებიან მისწრაფებით, დააგროვონ
-
საგნები, რათა მოახდინონ
არასრულყოფილების კომპენსირება.
-
სწორედ გონება არის ყველა პრობლემის მიზეზი.
გონება - ეს არის ძალა,
-
რომელიც ქმნის განცალკევების სრულ ილუზიას...
-
მთელ ილუზიას, ის გვაჩვენებს, თითქოს პიროვნება ვართ, და ვცხოვრობთ სამყაროსგან ცალკე.
-
საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ყველას შეგვიძლია დავრწმუნდეთ, როცა ფსიქოლოგიურ
-
ტანჯვას შევიგრძნობთ, და ვიკლვევთ მის საწყის შეხედულებას, ეს არის, თითქოს
-
ვართ ცალკე პიროვნება, ეს ცალკე არსება.
და აქ არავინაა გამონაკლისი, არავინ.
-
არ ვსაუბრობ ფიზიკურ ტკივილზე. მაგრამ ფსიქოლოგიური ტანჯვა სრულიად არაა საჭირო,
-
ისინი ეფუძნებიან იმ რწმენას,
რომ ვართ განცალკევებული.
-
გვეჩვენება, რომ ვართ დამოუკიდებელი სხეულ-გონება. რადგანაც იმ ფრაგმენტებს ვგავართ,
-
ერთ მთლიანს რომ მოსცილდნენ, როგორც
პაზლის პატარა ნაწილები. ისინი განცალკევდნენ
-
და დაიფანტნენ ერთმანეთისგან შორი-შორს, ამიტომაც მუდამ შევიგრძნობთ, რომ "რაღაც არ გვყოფნის",
-
"რაღაც ისე არაა". გონება
გადაულახავ წინაღობად გვეჩვენება.
-
როგორ შეგვიძლია გონების გადალახვა?
ჩვენ ხომ გვეჩვენება, რომ მას ბოლო არ უჩანს.
-
გონებითვე გონებაზე გამარჯვების მცდელობა - დაუსრულებელ ბრძოლას წარმოშობს.
-
ეს იმას ჰგავს, რომ ვეცადოთ სხეულის აწევას საკუთარ ფეხსაცმელზე მოჭიდებით.
-
ეგო-სტრუქტურა თავს გრძნობს დაცარიელებულად, დაკარგულად და დაბნეულად, მისთვის სიცოცხლეს
-
არ აქვს აზრი, და რაც უფრო ბრძოლობს მაძიებელი გონება, ჩვენ განვიცდით იმას, რასაც წმინდა იოანე
-
ეძახდა სულის ბნელ ღამეს. ეს აუცილებელი ეტაპია
-
იმედგაცრუების და განხიბვლის პროცესში. მხოლოდ მაშინ, როცა ძიებას შევწყვეტთ, და ასევე, ჩვენი თავის ცრუ გაიგივებას
-
მაძიებელთან, ჩვენ შევიგრძნობთ
სიცოცხლესთან ერთიანობას.
-
ჩემს ცხოვრებაში ერთი კარგი პერიოდი იყო.
მე დავანებე თავი სულიერ ძიებას.
-
არა იმიტომ, რომ დავნებდი, როგორც ასეთი, არამედ იმიტომ, რომ საძიებელი აღარაფერი იყო.
-
მე არ ვეძებდი გასხივოსნებას. მე არ ვეძებდი გამოღვიძებას. მე ვეძებდი
-
სიმშვიდეს, ვეძებდი ბედნიერებას და მივედი დასკვნამდე, რომ იმაზე დანებება, რაც უკვე არის
-
ეს არის ერთადერთი გზა, ცხოვრება კი - მასწავლებელია. ჩემი მრავალწლიანი ძიების შემდეგ
-
ყველაფერი ჩამოიშალა. "მე"-ს სტრუქტურა, რადაც მე ჩემს თავს ვთვლიდი, დაიშალა.
-
ჩემს სასტუმრო ოთახში ვიჯექი.
რამდენიმე კვირა იყო, რაც
-
შინაგად უდიდეს სიცარიელეს ვგრძნობდი. ეს მოულოდენლი იყო. ეს ყოვლისმომცველი სიბნელის
-
შინაგანი უსასრულო პეიზაჟი... თავისებური მიტოვებულობა... თავად სიცოცხლეზე
-
ეგზისტენციალური უარისთქმა. და შევამჩნიე, გონება როგორ მოძრაობდა და უნდოდა ამ შინაგანი
-
სიბნელის ლანდშაფტიდან თავის დაღწევა.
ამ დროს მე დავუსვი კითხვა ჩემს თავს:
-
"რა არის ტანჯვის არსი?
როგორია ტანჯვის ბუნება?
-
როგორ უნდა დასრულდეს ტანჯვა?
ან იქნებ მას არ აქვს დასასრული?"
და ამ კითხვებში
-
დაიბადა მზაობა, არ განვძრეულიყავი იმ ადგილიდან, სადაც ვიყავი, არ გავცილებოდი
-
ამ საშინელ პეიზაჟს და დავნებებოდი მას,
თუნდაც ეს ჩემი დასასრული ყოფილიყო.
-
მე არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ჩემი საკუთარი დასასრული, მაგრამ ეს დაიბადა, როგორც რაღაც ცოდნა,
-
რაც ჯერ კიდევ არ იყო გაცნობიერებული. და ამ მომენტში, სრულიად მოულოდნელად მოკვდა
-
ჩემი "მე"-ს სტრუქტურა. თითქოს მთელი ჩემი პიროვნება მოკვდა, და გასაოცარი იდუმალი გზით
-
მოხდა თვით სიცოცხლესთან გაერთიანება, რამაც ბოლო მოუღო განცალკევებას ჩემსა და სიცოცხლეს შორის.
-
ამ მომენტიდან მე მივხვდი, რომ მე და სიცოცხლე - ერთი მთლიანი ვართ, და არაა დაყოფა...
-
ყველაფერს გონების მოძრაობა წარმოშობს. ჩემი, როგორც ა მ ო დ ა ს (სახელი), პიროვნების მთელი სტრუქტურა
-
ეფუძნებოდა მსხვერპლის იდენტობას. მსხვეპრლი
არა უბრალოდ გარემოებების,
-
არამედ მსხვერპლი ჩემივე აზრების, ჩემივე გრძნობების, ემოციების,
-
ამიტომაც მუდამ ვცდილობდი, შევცვლილიყავი, შემეცვალა აზრები, რათა
-
გამეხადა ისინი უკეთესებად, გამეხადა ისინი უფრო პოზიტიურებად, გამეხადა ისინი ამაღლებულად.
-
ეს დასრულდა. და უმსხვერპლოდ
მე დავიბადე ახლიდან.
-
ესე იგი, მე მოვკვდი, და ამით დავიბადე ხელახლა. თითქოს აღქმის ყველა ფარდა
-
დამყარებული პიროვნება-ამოდაზე, მისი ისტორიით, მისი აზრებით,
-
მისი შეხედულებებით, მისი გამოცდილებით, - ჩამოიშალა. ამ მომენტიდან სრულიად გაშიშვლებული ვარ,
-
ამ მომენტიდან არასდროს შევცვლილვარ.
-
ბუდიზმში პირველი კეთილშობილური ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაში, რომ არსებობს ტანჯვა, არსებობს
-
განპირობებული გონებისათვის დამახასიათებელი დაუკმაყოფილებლობა, დუკჰა, ან ქრონიკული
-
დაუკმაყოფილებლობა გონების, რაც თავის თავში მოიცავს არა მხოლოდ ფიზიკურ და ემოციურ ტკივილს,
-
არამედ დაუკმაყოფილებლობის უფრო ნატიფ ფორმებს, როგორიცაა საგანთა ცვალებადობა,
-
და ცხოვრების საქმიანობებში ხანგრძლივი დაკმაყოფილების შეუძლებლობა.
-
ნამდვილი ბედნიერება და დაკმაყოფილება არ მოიპოვება გარე მატერიალურ მიზნებში.
-
მაშინაც კი, როცა ყველაფერი ისე მიდის,
როგორც ჩვენ გვინდა, მაშინაც კი,
-
როცა სცენარს მივდევთ, ვართ კარგი ადამიანი, გვაქვს წარმატებული ურთიერთობები,
-
წარმატებული კარიერა, მაშინაც კი ჩნდება ფარული შეგრძნება, რომ რაღაც აქ კარგად არაა.
-
რაღაც არ გვყოფნის.
რა, ვერ ვხვდებით ზუსტად,
-
და რაც უფრო ყურადღებით ვაკვირდებით ამ გრძნობას, ის ხდება სულ უფრო ნათელი და ძლიერი.
-
ამიტომ ყოველთვის ვამბობ, რომ გამოღვიძების პროცესში პირველი ნაბიჯია - იმის აღიარება,
-
რომ ჩვენ ვიტანჯებით. ჩვენ შეგვიძლია ეს განვაზოგადოთ და ვთქვათ, რომ ეს უბრალოდ გრძნობაა,
-
რომ ცხოვრება არასწორად ფუნქციონირებს, ანდა მე არ ვფუნქციონირებ ცხოვრებაში სწორად.
-
მაგრამ ეს არაკომფორტულია... და ეს ძალიან კარგია, რომ არაკომფორტულია, რადგანაც სწორედ
-
მას მივყავართ გამოკვლევამდე, და მას შეუძლია მიგვიყვანოს იმ ადგილამდე, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდით.
-
რატომ იტანჯებიან ადამიანები? თუკი ჩვენ ვსაუბრობთ ფიზიკური სხეულის ტკივილზე, მაშინ უნდა გვესმოდეს
-
რომ ფიზიკური ტკივილის მიზეზი არის ის, რომ ტკივილი არის ჩვენი დაცვა,
-
რაც მივიღეთ მემკვიდრეობით. თუკი ტკივილს არასდროს გამოვცდიდით, მაშინ
-
მუდმივად საგნებს დავეჯახებოდით,
ჩვენი სხეული დალევდა გოგირდმჟავას
-
და არ იცოცხლებდა დიდხანს. ფსიქოლოგიური ტკვილის მიზეზი კი სხვაა. ის ასე ჟღერს:
-
"შენ შეცდომას ჩადიხარ". ასეთნაირად, ფსიქოლოგიური ტკივილი - არაა პრობლემა,
-
არამედ ის ჩვენ გვასწავლის
გაკვეთილს ჩვენს სხვა შეცდომაზე,
-
რაც იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ თავს მივიჩნევთ განცალკევებულ ადამიანურ არსებად.
-
ეს შეცდომაა... ეს არის ფუნდამენტური შეცდომა. ეს არის "პირვანდელი ცოდვა"!
-
ცოდვა, რომელიც გამოგვაგდებს ჩვენი ღვთიური სამეფოდან, სამოთხის ბაღიდან.
-
"ცოდვის" საწყისი განმარტება
არის - "მიზანს აცდენა".
-
ეგოისტური ცნობიერება - ეს არის გონების პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც
-
ჩვენ მუდმივად ავაცილებთ მიზანს. სწორედ ამაში მდგომარეობს ცოდვაში დაცემის არსი -
-
ჩვენ მივეჯაჭვეთ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფს, მივეჯაჭვეთ აზრებს.
-
დუალისტური გონება წარმოქმნის მოვლენებს, რასაც აღქვიქვამთ ფორმების სამყაროში.
-
გონება შედგება შეგრძნებებისგან, აღქმებისგან, ეგოისტური მისწრაფებებისგან, და გრძნობისგან,
-
რომ არის "მე", გამოყოფილი, ცალკე "მე",
და რომ ის არის მოწმე.
-
სწორედ ეს აზრი "მე"-ზე
საფუძვლად უდევს ეგოსთან გაიგივებას.
-
რასაც არ უნდა განვიცდიდეთ, ამ "მე-თი განვიცდით. თუ მე ვსევდიანობ, თუ ვღელავ, ანდა
-
მარტოსული ვარ, ამას მე განვიცდი.
თუ თქვენთან ვსაუბრობ, ამას მე ვსაუბრობ.
-
თუ მე სამყაროს ვხედავ, მე ვხედავ სამყაროს.
-
ასეთნაირად, მთელი ჩვენი გამოცდილება ამ "მე"-ს ირგვლივ ტრიალებს. "
-
მე" არის ცენტრალური პერსონაჟი
ჩვენი ცხოვრების გამოცდილებაში.
-
ამიტომაც აუცილებელია მისი გამოკვლევა - გამოღვიძებისთვის.
-
აუცილებელი პირობაა შევისწავლოთ და გავაცნობიეროთ "მე",
-
ანუ თვითობა, რაც ვართ სინამდვილეში.
-
ბუდიზმის ერთ-ერთ საუკეთესო სწავლებაში, გულის სუტრაში, ნათქვამია: განთავისუფლებისათვის
-
ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დუალისტური გონების მთელი მექანიზმი
-
ცარიელია თავის თავში. როცა აზრი "მე" განიგდება, დაიშლება თავად დუალობაც.
-
ფორმა შეიცნობა, როგორც სიცარიელე,
სიცარიელე კი - როგორც ფორმა.
-
სამადჰის მდგომარეობაში სიცარიელე ისე ცეკვავს, როგორც სისავსე, უძრაობა მოძრაობას ახასიათებს,
-
მდუმარება - სიმღერას.
სიცოცხლე უშუალოდ განიცდება,
-
და არა გონების ფილტრით. როცა ჩვენ აღარ ველტვით კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფს,
-
როცა ჩვენ აღარ ვურთიერთობთ
სამყაროსთან ძველებურად
-
მაშინ ხდება ჩვენი განთავისუფლება
და ტანჯვის დასასრული.
-
ჩვენ ვთვლით, რომ საკუთარი გონება გაგვაჩნია, საკუთარი უმეცრება ანდა საკუთარი ეგო.
-
ეს იმიტომ ხდება, რომ ამას განცალკევებული თვალთახედვით ვუყურებთ, და ეს ნორმალურად ითვლება.
-
დასაწყისში თქვენ სწორედ ასე დაინახავთ ყველაფერს, მაგრამ ეს სინამდვილე არაა.
-
სინამდვილეში არის მხოლოდ სიცოცხლე. სულ ესაა. მხოლოდ წმინდა სიცოცხლე მოქმედებაში.
-
ამიტომ ტანჯვა - ეს არის სიცოცხლის წინაშე წინააღმდეგობა, წინააღმდეგობა ჩვენი თანხმობისთვის.
-
წინააღმდეგობა ჩვენი უარისთვის, მოკლედ ყველაფრისთვის, რასაც კი ვხვდებით გზაზე.
-
რადგანაც თავს ვგრძნობთ განცალკევებულად. გამოღვიძება კი არის განკურნება ამ დაყოფისგან,
-
ამ განცალკევებულობის იდეისგან.
-
ჩვენ შეგვიძლია ჩავხვდეთ გონების ეგოისტურ წინააღმდეგობას, თუკი დავაკვირდებით
-
სამყაროში ენერგიის მოძრაობის უფრო
მასშტაბურ პრინციპს. ამის ერთ-ერთი გზაა
-
დავაკვირდეთ იმას, რასაც ეძახიან
ლიხტენბერგის ფიგურას. ეს ფიგურა
-
არის მაქმანი, რომელიც წარმოიქმნება მაღალი ძაბვის დენის გავლისას რაიმე მატერიაში.
-
ელექტრული განმუხტვა ქმნის დატოტვილი არხების მსგავს მაქმანებს, ხეების მსგავსებს.
-
აქ ელექტრობა მიედინება ხის მასალაში.
ამ მაგალითში
-
ლიხტენბერგის ფიგურა შექმნილია აკრილის ბლოკში ტრილიონი ელექტრონების შესვლით,
-
5 მილიონი ვოლტის ნაწილაკების დამჩქარებლის მეშვეობით. მთელი ფიზიკური მატერია
-
ამ შემთხვევაში, აკრილის ბლოკი, წარმოადგენს წინაღობას ანდა ენერგიის შენელებას.
-
ელვის დროს ჰაერის წინაღობა გავლენას ახდენს დენისგამტარი არხის ფორმირებაზე და
-
დენის გამავლობაზე. როცა ვაკვირდებით
ხისმაგვარ სტრუქტურებს,
-
ენერგიებით შექმნილს, ვხედავთ გზებს,
რასაც გადის ენერგია გარემოში და დროში.
-
ეს ხისმგვარი დატოტვილი სტურქტურები, მაქმანები გვხვდება ბუნების
-
ყველა დონეზე და მასშტაბში, მიკროდან მაკრომდე.
თავად სამყაროს ქსოვილი
-
- ეს ფორმათა თამაშია, წინაღობების თამაში.
ერთი დიადი გონება თამაშობს დამალობანას
-
საკუთარ თავთან. სამსკარები, ანუ ქვეცნობიერი შაბლონები, წარმოიქმნება, როცა
-
განცდის მუხტი მაღალია. ენერგიები ერთ ადგილას იკრიბება და გამოჩნდება აზრი "მე".
-
წარმოიქმნება წინააღმდეგობა. თუ არაა წინააღმდეგობა, მაშინ ენერგია თავისუფლად გაედინება ჩვენში...
-
სიცოცხლე მიედინება ჩვენი გავლით. მაგრამ როცა წინააღმდეგობაა, მაშინ ჩნდება "მე",
-
ენერგია იტოტება და ქმნის ქვეცნობიერში
ახალ-ახალ გზებს.
-
ეს პატერნები დამოუკიდებლად მუშაობენ, იმალებიან და იზრდებიან ჩრდილში, სანამ
-
მათ ხელახლა არ აღმოაჩენენ და არ მოახდენენ გაცნობიერებულად ინტეგრაციას ერთიან მთელში.
-
თავდაპირველი მოგონება, რაც დამრჩა - ძალიან მეშინოდა, და არ ვიცოდი, რატომ მეშინოდა.
-
და მქონდა გრძნობა, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება რამე ცუდი მოხდეს.
-
ეს გრძნობა მთელი ცხოვრება მომყვებოდა და განსაკუთრებით გაძლიერდა 20 წლის ასაკში.
-
მე ჩავეფალი ძალიან ღრმა დეპრესიაში, ოთხი შვილის დაბადების შემდეგაც კი.
-
საბოლოოდ, ალბათ 3-4 წელი ვიცხოვრე
ისე, რომ ნამდვილად ვეძებდი
-
რაღაცას, თუმცა არ ვიცოდი ზუსტად, რას.
არასდროს გამეგო გამოღვიძებაზე,
-
არც ვიცოდი, თუ რა იყოს ეს. დროთა მანძილზე ცხადი გახდა, რომ, რასაც ვეძებდი,
-
არ მოიძებნება ჩემს გარე ცხოვრებაში. იმ დროისათვის მე კარგი ოჯახი მყავდა, კარგი ბიზნესი, ყველაფერი,
-
რაც კი შეიძლება ადამიანმა ისურვოს. და მაინც, შინაგანად ვგრძნობდი დიდ სიცარიელეს.
-
ბოლოს და ბოლოს, დეპრესიიდან კურნების პროცესში, მე აღმოვაჩინე მედიტაცია
-
და როცა ღრმად შევედი მასში, მოვიპოვე რაღაც სიმშვიდე, დაკმაყოფილების სიღრმისეული გრძნობა,
-
და პირველად ჩემს ცხოვრებაში,
შიშისა და საშინელების გრძნობა
-
ერთი წამით გაქრა, პირველად სიცოცხლეში. ამიტომ დავიწყე ძებნა,
-
თუ რა მოხდა, და რატომ მოხდა ეს ცვლილება, და
რატომ დაბრუნდა შიშის გრძნობა კვლავ?
-
დავიწყე სხვადასხვა სულიერი
გზების ძიება და გადავაწყდი
-
ტერმინს " გამოღვიძება", "გასხივოსნება", და ვცდილობდი გამეგო,
-
რა იყო ეს. გავიდა 15-20 წელი და მივხვდი, რომ
-
ეს მაშინ ხდება, როცა ჩვენ აღარ ვუჯერებთ საკუთარ აზრებს. ისინი კვლავ არსებობენ,
-
მაგრამ შიში მომდინარეობს საკუთარი აზრების დაჯერებიდან, როცა გვგონია, რომ უბრალოდ
-
ადამიანი ვართ, ან ვინმე, ვინც მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს. და მე მივხვდი, რომ ვარ
-
უფრო დიდი. მე უსასრულო ვარ. 5 წლის მანძილზე ეს მდგომარეობა ნელ-ნელა სტაბილიზდებოდა.
-
მე მომიწია შემეხედა ყველაფრისთვის,
რაც ხელს უშლიდა ამას -
-
შემეხედა გრძნობისთვის, რომ თითქოს
არ ვიყავი საკმარისად კარგი მშობელი,
-
სულში საკუთარი არსრულყოფილების განცდით. მე უნდა შემეხედა ამისთვის გულწრფელად
-
გამომეკვლია და მეფიქრა მასზე. ბოლოს და ბოლოს, სიმშვიდე გახდა სტაბილური.
-
ძალისხმევის გარეშე, სიხარულით და სიყვარულითაც კი, ხანდახან ნეტარებითაც. ღრმა განცდა,
-
რომ ყველაფერი კარგადაა, რომ მე თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში, რომ მე დაცული ვარ, რომ შემიძლია მიყვარდეს
-
ჩემი თავი, რომ მომწონს ჩემი თავი, ეს კი ადრე შეუძლებელი იყო ჩემთვის.
-
მრავალი ადამიანი გრძნობს გამოღვიძების ნაპერწკალს, მერე კი თითქოს კარგავს მას.
-
ეს თამაშივითაა: "მე მქონდა ეს, მერე კი მე დავკარგე ეს", ანდა "მე გავიღვიძე, და ახლა
-
გონება დაბრუნდა". ეს მაშინ ხდება, როცა გამოღვიძება არაა გაცნობიერებული ბოლომდე,
-
ისეთად, როგორიც ის არის. ხშირად სამადჰის მდგომარეობას თან სდევს სიამოვნება, ენერგია, ნეტარება,
-
შეცვლილი ცნობიერება ან გონების აღქმა, სიმსუბუქისა და თავისუფლების შეგრძნება.
-
და ადამიანი, ბუნებრივია, ამ ფენომენალურ მდგომარეობას მიიჩნევს ჭეშმარიტებად
-
იმის შესახებ, თუ ვინ ვართ. ხშირად გამოღვიძების გაელვების შემდეგ, ადამიანი იწყებს მდგომარეობის
-
ანდა განცდების ძიებას, იმის ნაცვლად, რომ აღიაროს გაცნობიერება, რომელიც უკვე არსებობს,
-
და მიხვდეს, რომ სწორედ ის არის ჭეშმარიტი თვითრეალიზაციის წყარო. ჭეშმარიტება იმის შესახებ, თუ ვინ ხართ თქვენ
-
- ეს არაა დროებითი მდგომარეობა ანდა გამოცდილება. მოვლენები მოდიან და მიდიან, მაგრამ ის,
-
ვინც რჩება, ის თავდაპირველი პირველქმნილი გაცნობიერება - არსებობს ყოველთვის. თუ თქვენ აგრძელებთ მდგომარეობის
-
ან გამოცდილების ძიებას, თქვენი მაძიებელი სულ უფრო და უფრო გაძლიერდება, თქვენ კი სულ უფრო და უფრო
-
დასცილდებით ჭეშმარიტებას. მაძიებელი ყოველთვის აცდება მიზანს,
-
როცა მიილტვის ცვალებადისაკენ, როგორც ნარკომანი დროებითი სიამოვნებისაკენ.
-
და როგორც ნარკომანი, ცრუ მაძიებელიც ყოველთვის მიდის
-
კრიზისულ წერტილამდე, მარცხის წერტილამდე.
-
ცხოვრება - ეს არის ქცევის მოდელებზე დამოკიდებულებების ფესტივალი, და როცა ამას ვამბობ,
-
ვგულისხმობ არა მხოლოდ ნარკოტიკებს, როგორიცაა ალკოჰოლი და ნიკოტინი, არამედ ყველაფერი,
-
რაც მოწოდებულია საზოგადოებაში, ქცევის ადიქციური მოდელების ტენდენციას ატარებს:
-
რეალით-შოუებზე დამოკიდებულება, ცნობილი ადამიანების ცხოვრებაზე დაკვირვება, კიდევ ერთი ახალი ფეხსაცმლის ყიდვა...
-
მაგრამ რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ სასოწარკვეთილები ვცდილობთ, ვიპოვნოთ
-
გამოსავალი ამ უაზრო და არაბუნებრივი ცხოვრების სტილიდან.
-
მაგრამ არ ვიცით, როგორ გავექცეთ ამას,
ამიტომ ვაბალანსებთ ამას დამოკიდებულებით.
-
რეალობის შეცნობას აქვს თვისება, რომ
-
გახადოს ცხოვრება ბუნებრივი, მოჰყავს ის
ბუნების რითმთან, ნაკადთან და
-
მიმართულებებთან თანხმობაში. თუკი
ეს მოხდება, მაშინ აღარ იქნება საჭირო
-
დამოკიდებულებები, და ვიცხოვრებთ უფრო სრულფასოვან, ჯანმრთელ, და მთლიანობაში,
-
უკეთეს ცხოვრებას, დამახინჯებული შეხედულებების გარეშე, როგორიცაა, მაგალითად, ის, თითქოს
-
ჩემი ცხოვრება - მე ვარ, თქვენი ცხოვრება კი - თქვენ. ეს ყველაზე არაბუნებრივი რამეა, რაც კი შეიძლება წარმოვიდგონოთ.
-
ეს ჰგავს იმას, თუ როგორ ფიქრობს ყვავილი ჩემს ვაშლის ხეზე, რომ ცხოვრება -
-
მხოლოდ გადარჩენაა. ყვავილს რომ
ცალკე არსებობა გააჩნდეს,
-
მაშინ არც ვაშლის ხეები იარსებებდნენ.
-
როგორც კი ჩვენ ვიგებთ ჭეშმარიტებას, ბუნებრივად ხდება ეგოზე ორიენტირებული,
-
მუდმივ მისწრაფებასა და გაქცევის პატერნების მასაზრდოებელი ცხოვრებიდან გადასვლა
-
ცხოვრებაში, რომელიც უფრო
ბუნებრივია, და უფრო ნაკადშია.
-
ერთხელაც განსაღვრულ მომენტში შეიძლება ისე მოხდეს, რომ ეს იდეა კრიზისში გადავა,
-
და დავიწყებთ სულიერ, ან იქნებ,
მანამდე ფსიქოლოგიურ კვლევებს.
-
შემდეგ დგება მომენტი, როცა მზად ვართ დაყოფის ილუზიის საზღვრებს მიღმა შევიხედოთ,
-
სწორედ ასე იწყება სულიერი ძიება.
-
სულიერი ძიება შეიძლება მანამდე დაიწყოს, სანამ მივხვდებით, რომ სულიერ ძიებაში ვართ.
-
როდესაც ეს გაცნობიერებულია, ჩვენ ცხოვრების მოვლენებს ისე კი აღარ ვუყურებთ,
-
რასაც უნდა ვებრძოლოთ, არამედ როგორც მოწვევას გამოღვიძებისათვის,
-
ამიტომ ჩვენ ვხდებით უფრო
გახსნილები ცხოვრებისათვის.
-
გარდა ამისა, ტანჯვა - საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა შინაგანი აღმოჩენების გასაღვივებლად.
-
ჩვენ არ ვინტერესდებით ღრმა კითხვებით, სანამ არ ვიგრძნობთ ტანჯვას. და თუ თქვენ უდარდელად ცხოვრობთ,
-
მაშინ მისდევთ ცხოვრების დინებას ძალიან ზედაპირულად, ეპიკურეული უზრუნველობით,
-
და არასდროს ჩერდებით იმისათვის, რომ იკითხოთ - რა ხდება? ვინ ვარ მე?
-
რისთვის არის ეს ყველაფერი. რაა მიზანი
ამ ყველაფრის? რაშია აზრი?
-
ჩვენ არ ვკითხულობთ ამას,
სანამ არ ვიგრძნობთ თავს ცუდად.
-
ასეთნაირად, ტანჯვა - უდიდესი ინსტრუმენტია,
ის ძალიან ეხმარება განჭვრეტაში.
-
როგორც წესი, ჩვენ ძალიან ვამძაფრებთ ამ მომენტს, ვიგონებთ არასაჭირო ზედმეტ ტკივილებს.
-
მე ვეძახი ამას მეტა-ტანჯვას, რომელიც იბადება ერთი პატარა ხმიდან ჩვენს თავში,
-
რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენ ვიტანჯებით.,
და რომ ეს ასე არ უნდა იყოს.
-
ეს ტანჯვა უკვე აქაა. და ახლა, არა მხოლოდ ჩვენი ბუნებრივი განსაცდელი გვაქვს, რომელიც
-
ცხოვრების ნაწილია და მისი თავიდან აცილება არ შეგვიძლია, არამედ ახლა
-
ბრძოლაში ვართ ჩვენს ბუნებასთან, ვბრძოლობთ პირველად ტანჯვასთან. და ვიტანჯებით უკვე ორმაგად.
-
თამაში მდგომარეობს არა იმაში, რომ გავექცეთ ამ ბუნებრივ პროცესს, რომელიც გვეხმარება გასხივოსნებაში და წარმოადგენს ბუნების მთავარ ინსტრუმენტს,
-
არამედ იმაში, რომ არ გავამძაფროთ ის კიდევ უფრო საჭიროების გარეშე, და არ დავიწყოთ ბრძოლა მის წინააღმდეგ.
-
როცა ჩვენ უარს ვამბობთ, ვებრძოლოთ განსაცდელს, მაშინ ის აღარ არის ტანჯვა.
-
ის ტრანსფორმირდება რაღაცაში, რაც ჩვენ გვეხმარება. ხშირად გვესმის სულიერ წრეებში:
-
"გიყვარდეთ ის, რაც არის". შესაძლებელია ნებისმიერი ტკივილის შეყვარება,
-
თუკი ვისწავლით ეგოისტური არჩევითობისგან განთავისუფლებას, და დავინახავთ,
-
რომ ეს განცდა არის უბრალოდ ძლიერ ინტენსიური მოვლენა, რაც კიდევ უფრო ძლიერად გვაკავშირებს სიცოცხლესთან.
-
როდესაც აუღელვებლად ვიღებთ
იმას, რაც არის, მაშინ იწყება
-
წინაღობის პატერნების წმენდა ეგოს სტრუქტურაში. ამას კი დანებების პარადოქსთან მივყავართ.
-
დანებების პარადოქსი მდგომარეობს იმის გაცნობიერებაში, რომ ყველაფერი, რასაც ვეწინააღმდეგებით, ძლიერდება.
-
წინაღობა აძლიერებს სინამდვილეში ეგოს.
ეგო სხვა არაფერია,
-
თუ არა თავად წინააღმდეგობა.
ხშირად ჩვენს გზაზე გვიჩნდება აზრი,
-
თითქოს არ უნდა განვიცდიდეთ ამა თუ იმ ემოციას. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ვრეგრესირებთ,
-
თუკი ვგრძნობთ სიძულვილს ანდა სიბრაზეს. აუცილებელია გამოვცადოთ ადამიანური ემოციების მთელი სპექტრი.
-
პარადოქსი იმაშია, რომ როცა მთლიანად ვიღებთ ყოველ ემოციას, და უკუვაგდებთ წინაღობას,
-
მაშინ ემოციები, რომლებიც სავსე იყო განკითხვით, უპირატესობის მინიჭებით, შეხედულებებით,
-
- გადაიქცევა წმინდა გრძნობად, წმინდა სიცოცხლის ენერგიად,
-
და ის არის შემფასებელი გონების მიღმა.
-
ძენში გვაქვს ცნობილი ისტორია,
რომელიც მიუთითებს ამ მომენტზე.
-
ერთხელ მოსწავლემ ჰკითხა ტენზინს, ძენის ოსტატს, განთქმულს თავისი სიბრძნითა და სიმშვიდით:
-
"ოსტატო, როცა თქვენი მეუღლე გარდაიცვალა, გრძნობდით თუ არა სევდას?". ტენზინმა უპასუხა:
-
"რა თქმა უნდა, მე ვგრძნობდი სევდას, აბა როგორ?". მოსწავლე დაფიქრდა, და შემდეგ იკითხა:
-
"ჰო, მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ თქვენ ძენის ოსტატი ხართ. განა თქვენ ემოციებზე მაღლა არ უნდა იდგეთ?"
-
ტენზინმა რბილად გაიღიმა და უპასუხა: "კარგად ვერ გამიგე. როდესაც მე ვგრძნობდი სევდას, მე უფლებას ვაძლევდი
-
მეგრძნო ის სრულად და სიღრმისეულად განმეცადა. და ამ დროს პატივს ვცემდი
-
ამ მომენტის ჭეშმარიტებას. სევდა, ღრუბლების მსგავსად, მოდიოდა და მიდიოდა.
-
ცა კი, ჩემი არსების სივრცე, უცვლელი რჩებოდა".
-
ჩემი გამოღვიძება დაიწყო მაშინ,
როცა მაგისტრატურაში ვსწავლობდი,
-
როცა გარკვეული პირადული გამოცდილებები დიდ გამოწვევად მომევლინა. მე დავიწყე ცხოვრების მიზანზე ფიქრი,
-
კონკრეტულად კი ჩემი ცხოვრების აზრზე. ვეკითხებოდი ჩემს თავს,
-
თუ რა აზრი ჰქონდა ყველაფერ იმას, რასაც ვაკეთებდი. ეს უბრალო გაცნობიერების გამოცდილება იყო,
-
არაფერი კონკრეტული, მაგრამ ამან დაბადა განთავისუფლების დიდი გრძნობა,
-
თითქოს რაღაც, რაც
დიდი წნეხის ქვეშ იყო, მოეშვა,
-
მოხდა მოდუნება, და ვიგრძენი აღტაცება. ერთადერთი, რაც მახსოვს, ეს იყო უბრალოდ ყოფნის შეგრძნება, ვარობა.
-
ეს არის ყველაფერი, რაც მინდა რომ ვიყო, უბრალოდ ყოფნა. არაფერი განსაკუთრებული.
-
ამას ვეძახი დიად ნაბიჯს ჩემთვის. ამან მართლაც ყველაფერი შეცვალა...თითქოს ამოატრიალა.
-
ის, თუ როგორ ვხედავდი საგნებსა და მოვლენებს, როგორ განვიცდიდი მათ, როგორ ვხედავდი ადამიანებს,
-
ვურთიერთობდი მათთან... ეს ნამდვილად იყო გადატრიალება, იმ გაგებით, რომ ყველაფერი, რასაც გამოვცდიდი,
-
არ აქვს მნიშვნელობა, რას ვაკეთებდი ან რას ვამბობდი, ეს იყო ცნობიერება, რომელიც ვლინდებოდა.
-
იმის გაცნობიერება, რომ მე ვვლინდები.
ასე რომ, იმ მომენტში, ნებისმიერ მომენტში,
-
რაც არ უნდა მეთქვა ანდა გამეკეთებინა, ყველაფერი, რაც ხდებოდა, ეს იყო - გაცნობიერება.
-
ეს რჩება. და ეს აგრძელებს თავისი ბუნების გახსნას. თითქოს ვხედავდი,
-
აზრები როგორ მოედინებოდნენ, და ნებისმიერი მოქმედება, რომელიც უნდა მომხდარიყო,
-
უბრალოდ ხდებოდა, სხეული
თავად ასრულებდა ამ მოქმედებას.
-
ადრე არ იყო ასეთი რამ.
ადრე ვიფიქრებდი: " მე ვფიქრობ,
-
რომ ამის გაკეთება მჭირდება", და შემდეგ "მე", როგორც ადამიანი, თითქოს ამას გავაკეთებდი.
-
ის, რაც დაიწყო და რაც ახლა ხდება,
არის ის, რომ მე უბრალოდ ვარსებობ.
-
გაცნობიერება და მოქმედება უბრალოდ
აღიძვრება, სხეული ინსტრუმენტი ხდება,
-
მე კი ვაკვირდები მას რეალურ დროში. სხეული უბრალოდ ასრულებს ყველა მოქმედებას,
-
რაც ცნობიერებაში აღიძვრება, მე კი თანამონაწილე ვარ და დამკვირვებელი. მე ვფიქრობ, რომ
ეს მშვენიერია.
-
გაცნობიერებას არ აქვს არჩევანი. ჭეშმარიტი მე არჩევანის მიღმაა. ამის გამგონე ადამიანი
-
იტყვის: "კარგი, უარს ვიტყვი ყველაფერზე, და უბრალოდ არანაირ არჩევანს აღარ გავაკეთებ.
-
უბრალოდ ვიჯდები გამოქვაბულში".
და ბევრი ადამიანი მართლაც ასე აკეთებდა.
-
მაგრამ პრობლემა ისაა, რომ არჩევანი ამ დროს მაინც არის - მე უბრალოდ ირჩევს, რომ დათრგუნოს
-
თავისი არჩევანი და სურვილები. ამას განპირობებული გონება აკეთებს, გადაწყვეტს, რომ არ აირჩიოს.
-
სინამდვილეში, არჩევანიც, და არჩევანზე უარის თქმაც - ეს ყველაფერი განპირობებული გონების დონეზეა.
-
მაგრამ ვინ ან რა აცნობიერებს ამ გონებას?
-
გამოღვიძების შემდეგ თქვენ აღამოაჩენთ, რომ განპირობებული "მე" ისევე ირჩევს თავის საყვარელ ჩაის,
-
როგორც ადრე. და ის წინანდებურად იცავს საუკეთესო დიეტას ორგანიზმისათვის.
-
საქმე იმაში არაა, რომ არჩევანი აღარ ხდება. უამრავი არჩევანის ვარიანტი კვლავ ხდება,
-
ისინი მუდმივად აღმოცენდება. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ "მე" არაა კავშირში ამ ყველაფერთან.
-
აზრი "მე" განზავდა.
-
მე არც ვირჩევ და არც ვთრგუნავ არჩევანს.
-
გამოღვიძება ჰგავს ეგოს უხილავი
დაცვის კედლების ჩამოშლას,
-
ეს არის ჩვენი ყველაფერთან ერთიანობის აღიარება. და შედეგი კი გასაოცარია:
-
ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ვიტანჯებოდით არა სიბრაზისგან, ტკივილსგან ან სევდისგან...
ჩვენ ვიტანჯებოდით
-
ცხოვრების მიუღებლობისგან, და ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ, გავხდეთ იმდენად გახსნილები,
-
რომ მივიღოთ ცხოვრება ყოველთვის
ისეთად, როგორიც არის.
-
ჩვენ ყოველთვის გვირჩევნია, კარგად ვიგრძნოთ თავი, ვიდრე ვიტანჯოთ... ეს ჩვეულებრივი მდგომარეობაა
-
ადამიანური არსებისათვის. ნორმაში, ჰომო საფიენსს ურჩევნია, კარგად იგრძნოს თავი,
-
ვიდრე ცუდად. და მე მგონია, რომ
იმ მომენტებში, როცა ჩვენ ვაცნობიერებთ,
-
რომ გაცნობიერებულად არსებობა სინამდვილეში სიამოვნებაა, ადამიანის ტვინი ამას არეგისტრირებს:
-
"ო, მე ეს მომწონს, ეს შესაძლებელია".
და ეს გვაძლიერებს ჩვენ.
-
გამოღვიძება შეიძლება მოხდეს თანდათან, ეტაპობრივად, ასევე - სწრაფად, როგორც
-
რადიკალური გადატრიალება, როცა უცაბედად ვაცნობიერებთ, ვინ ვართ და ვიღვიძებთ
-
სიზმრიდან. თითქოს მთელი ცხოვრება გვეძინა ჩვენი პერსონაჟის როლში. იმისათვის, რომ დავრჩეთ
-
გამოღვიძებულ მდგომარეობაში, მუდამ უნდა ვასუფთავებდეთ ჩვენი "მე"-ს სტრუქტურას.
-
მაშინაც, როცა საბოლოოდ გავიღვიძეთ, მნიშვნელოვანია, ვიყოთ ფხიზლად,
-
არ დავუჯეროთ შემდგომ აზრს, დავრჩეთ სიმშვიდეში ყველაფერი იმის მიმართ, რაც არის, როცა ჩნდებიან გაუცნობიერებელი აზრები.
-
წინააღმდეგ შემთხვევაში, გონების არაცნობიერი შაბლონები დაფარავენ ჭეშმარიტებას.
-
არაცნობიერი უნდა გახდეს გამჭვირვალე არაცნობიერი. თუ ჩვენ არ შევხვდებით მას პირისპირ,
-
მაშინ ჩავვარდებით მდგომარეობაში, რასაც ეძახიან სულიერ შემოვლით გზას.
-
სულიერ შემოვლით გზას იყენებს ზოგიერთი ადამიანი, როდესაც აცხადებს,
-
რომ მათ უკვე გაიღვიძეს,
რათა არ შეეხონ რთულ ემოციებს,
-
გადაუჭრელ ფსიქოლოგიურ საკითხებს ანდა ცხოვრებისეულ გამოწვევებს. ეგოისტურ გონებას შეუძლია
-
მიითვისოს გამოღვიძების ნაპერწკალი
და არ მისცეს ადამიანს უფლება,
იცხოვროს ჭეშმარიტების მომენტში.
-
მე ვიჯექი საწოლზე და ვფიქრობდი მამოგრაფიაზე, რომელიც მეორე დღეს უნდა გამევლო,
-
და ეს ყოველთვის ბადებდა ჩემში ძლიერ ღელვას,
-
რომელსაც განვიცდიდი წელიწადში ერთხელ. მე დავიღალე მუდმივად ამ შიშის განცდით.
-
დავიღალე სიკვდილის შიშით, ვიჯექი საწოლზე, და ჩემდაუნებურად დამებადა აზრი:
-
"შემიძლია თუ არა ხვალ ამის გაკეთება ისე, რომ
არ ვიღელვო?" ეს უბრალოდ აზრი იყო.
-
და უცებ ვიგრძენი ძლიერი ენერგეტიკული გაცნობიერება, რომ მე ეს ნამდვილად შემეძლო.
-
არ ვიცოდი, საიდან ვიცოდი ეს.
არ ვიცოდი, რა შეიცვალა,
-
მაგრამ რაღაც ნამდვილად შეიცვალა.
მე გაოგნებული ვიყავი.
-
და უცებ მივხვდი, რომ ყველაფერი ისე აღარ იქნებოდა, როგორც ადრინდელ წლებში, როცა
-
საშინელ ღელვას ვგრძნობდი. ეს არ ნიშნავდა, რომ მამოგრამაზე ყველაფერი კარგად იქნებოდა.
-
ეს არ ნიშნავდა, რომ მკერდის კიბო არ მქონდა.
-
ეს ძალიან უცნაური იყო ჩემთვის.
ეს იყო აღტაცების მომენტი.
-
ავდექი და წავედი ჩემს პარტნიორთან,
რომელიც კომპიუტერით იყო დაკავებული.
-
მე უბრალოდ ვიდექი კარებში. მან ბოლოს და ბოლოს ასწია თავი, დამინახა და მკითხა: "რა იყო?".
-
მე ვუთხარი, რომ რაღაც შეიცვალა. და მოვუყევი, რომ ბოლო დროს თანდათან გავაცნობიერე,
-
რომ საქმე მარტო იმაში არა, რომ შიში აღარ მეუფლება. ამასთან ერთად მე ვგრძნობდი თავს
-
დამშვიდებულად, ჩემი მუდმივი სტრესისგან სრულიად განთავისუფლებულად.
-
ჩემი გონება მშვიდად იყო. გარე ცხოვრება წინანდებურად მიედინებოდა, და გავიდა
-
რამდენიმე თვე, სანამ მივხვდებოდი, რომ
სწორედ ეს არის გამოღვიძება.
-
ნამდვილად დიდი ხანი გავიდა. ერთადერთი, რაც მე ვიცოდი, ის იყო, რომ ისე აღარ მტკიოდა შინაგანად, როგორც ადრე,
-
მაშინ ჩემი გონება დამშვიდდა,
და ეს ახლაც გრძელდება.
-
არ არსებობს საკუთარი გამოღვიძების გასხენება. არსებობს მხოლოდ განცდებისა და მოვლენების მეხსიერება.
-
როდესაც არის რაიმე მოგონება, ამ დროს გონებაში ყოველთვის არის რაღაც წინააღმდეგობის კვალი.
-
ეს წინააღმდეგობის კვალი არის "მე"-ს აზროფორმის დასაწყისი,
-
მისი მუდმივი გამეორების საწყისი. თავად გამოღვიძება არ ტოვებს კვალს გონებაში.
-
ის არაა გამოცდილება. საწყისი გაცნობიერება მეობაში იღვიძებს ახლანდელ მომენტში,
-
მეხსიერების მონაწილეობისა
და გონების ფილტრაციის გარეშე.
-
თუ ჩვენ მიველტვით რაიმე მდგომარეობას, გამოცდილებას, და ვცდილობთ მასში ვიცხოვროთ, ესე იგი, ჩვენ მას ხელიდან ვუშვებთ.
-
თუ ის მოდის და მიდის, თუ ის არაა ახლა და აქ, მაშინ, ეს არაა თქვენი ჭეშმარიტი ბუნება.
-
მოდით, გამოვიყენოთ ეს მომენტი, რათა უშუალოდ გამოვიკვლიოთ ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება. უშუალოდ და პირდაპირ ნიშნავს -
-
არა გონებით. თქვენ ვერ შეიცნობთ გონებით იმას, რაც გონების მიღმაა.
-
შეიტანეთ ყურადღება თქვენ შიგნით და გააცნობიერეთ ეს მომენტი.
გააცნობიერეთ თავად გაცნობიერება.
-
ყურადღება მიაქციეთ აზრებს, შეგრძნებებს და ემოციებს, აღმოცენებულს ამ სივრცეში,
-
ამავე დროს გააცნობიერეთ ის სივრცულობა, რომელშიც ისინი აღმოცენდება.
-
მოვლენები ამოტივტივდებიან ქვეცნობიერიდან. აზრები, მოგონებები, გრძნობები, ემოციები, ენერგიები.
-
ეს არის ბუნებრივი განწმენდის პროცესი, რომელიც ჩაირთვება, როდესაც ვიწყებთ კითხვების დასმას.
-
უბრალოდ იყავით გახსნილი ყველაფრისათვის, რაც აღმოცენდება თქვენი გამოკვლევის შედეგად.
-
უფლება მიეცით თქვენს თავს იმყოფებოდეთ გონების ბუნებრივ მდგომარეობაში,
-
კონცეპტუალური შეზღუდულობისგან თავისუფალი.
-
ჩემი პირადი გამოღვიძება, არსობრივად, ორი სხვადასხვა მიმართულებით ხდებოდა.
-
თავდაპირველი გარდატეხა მოხდა
ტანჯვის მდგომარეობიდან,
-
და მე ვიცოდი, რომ
ეს დაკავშირებული იყო აზრებთან.
-
ეს კავშირში იყო იმასთან, თუ როგორ ვფიქრობდი, როგორ აღვიქვამდი სამყაროს,
-
როგორ აღვიქვამდი ჩემს თავს. ამან მიმიყვანა თავად აზრის ბუნების პირდაპირ კვლევამდე.
-
და რაც მთავარია, მოაზროვნის ბუნების კვლევამდე.
-
იმის ბუნების, ვინც
დაკავშირებული იყო ამ აზრებთან.
-
ასეთნაირად, ამ პირდაპირი გამოკვლევის შედეგად, შეგრძნება, რომ მე ვარ მოაზროვნე, გაქრა.
-
და როდესაც მე-მოაზროვნის შეგრძნება გაქრა, მაშინვე ყველა აზროფორმამ აზრი დაკარგა ჩემთვის.
-
რასაც მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, ისაა,
რომ როცა ეს ხდება, ჩვენ ვრჩებით
-
რაღაც ისეთი სიწმინდეში, რომელიც არანაირად არაა დაკავშირებული გამოცდილებასთან.
-
და ეს იყო ჩემთვის უაღრესად დამამშვიდებელი, ჩემი ტანჯვის საოცრად შემამასუბუქებელი.
-
ეს იყო ჩემი გამოღვიძების პირველი ეტაპი. მე არც კი მიფიქრია, რომ ამ სიცხადით, რომელიც გაიხსნა,
-
ამ სიმშვიდით, რომელიც გამოჩნდა,
შესაძლებელი იყო უფრო ღრმად შესვლა.
-
ასეთნაირად, რამდენიმე დღის მანძილზე, ეს პირველი გამობრწყინება, ძალიან სიღრმისეული,
-
ძალიან გამანთავისუფლებელი და გასაოცარი გამოცდილება გადაიზარდა რაღაცაში,
-
რაც ადამიანური განზომილების საზღვრებს სცდება; რაც იმის მიღმაა, თუ რად ან ვინად ვთვლი ჩემს თავს
-
ნებისმიერ ფორმაში, და თუ როგორ აღვიქვამ სამყაროს ნებისმიერ ფორმაში.
-
ყველაფერი ეს განადგურდა. და რაც დარჩა, უკიდურესად ძნელია, რომ გადმოვცე სიტყვებში.
-
მაგრამ ადამიანებთან პირდაპირი ურთიერთობისას,
-
ვინც დაინტერესებულია ასეთი პრობლემის გადაწყვეტით,
-
შეიძლება მოხდეს ახსნა ადამიანისათვის,
-
თუკი არის მზად და დაინტერესებული,
რათა მოახდინოს საკუთარი თავის კვლევა.
-
ვერავინ გეტყვით, რაა გონი, რაა მატრიცა,
რა ხართ თქვენ.
-
რათა შეიცნოს განუსაზღვრელი და გამოუთქმელი, გონება უნდა იყოს
-
საოცრად ჩუმი, მშვიდი და უმოძრაო. ამ ღრმა სიჩუმეში და მდუმარებაში,
-
არსებობს საშუალება, შეიცნო რაღაც,
რაც არ ემორჩილება დროს,
-
მარადიულია, და განსაზღვრებებს მიღმაა.
-
მოდით წარმოვიდგინოთ გამოღვიძების მეტაფორა - თითქოს თქვენი თავი არის ეგო
-
და ცხოვრებამ მოგაჭრათ ის.
-
თქვენ ცხადად ხედავთ, რომ
არ ხართ სხეული-გონება.
-
არ ხართ არსება სხეული-გონების შიგნით. ცხოვრებამ თავი მოგკვეთათ,
-
მაგრამ ის ჯერ კიდევ მიგორავს დაღმართზე,
და მიაქვს თან
-
თქვენი ძველი შაბლონები, ძველი სქემები,
ძველი შეხედულებები,
-
რომლებიც ვეღარ საზრდოობენ თქვენი ყურადღებით. თქვენ დამკვიდრებული ხართ თანდასწრებაში,
-
და ხედავთ, თუ როგორ მოქმედებენ ეს ძველი სქემები, თუმცა არ ხართ შიგ ჩართულები.
-
ისინი კი მაინც მოქმედებენ.
თავი მიგორავს დაღმართზე,
-
მაგრამ რაღაც მომენტში ის ჩერდება.
ძველი კარმა აღარ მოდის მოქმედებაში.
-
აღარ აღმოცენდებიან პროგრამები,
რომლებიც უნდა გეპოვნა და დაგეშალა.
-
ისინი გაქრა. და ეს არის მოქშა, განთავისუფლება.
-
რასაც მე ვხედავ - ეს არის სიცოცხლის აღქმის
სულ უფრო მეტად გაფართოება.
-
არა როგორც სხეულში არსებული
პიროვნების თვალსაზრისით,
-
არამედ როგორც მშვიდი ჩუმი დაკვირვება მასზე, როცა ყოველ მომენტში არსებობს მოქმედება,
-
მაგრამ არ არსებობს ის,
ვინც ასრულებს ამ მოქმედებას.
-
ძაღლმა დაიყეფა...
ეს უბრალოდ ყეფა იყო სიჩუმეში.
-
ვიღაც დადის, ან ჩემი სხეული დადის - ეს ვინმე კი არ დადის, არამედ უბრალოდ ხდება სიარული.
-
და ამ აღქმას თან ახლდა
შინაგანი დიალოგის შეწყვეტა,
-
რომელიც თან ახლდა ჩემს ცხოვრებას.
ასეთი მომენტები, როცა
-
მე აღარ ვგრძნობდი თავს პიროვნებად, ხდებოდა სულ უფრო და უფრო ხშირად.
-
და ამ პროცესის შესაბამისად,
ყველაფერმა, რასაც ვფიქრობდი ადრე,
-
რასაც ვაკეთებდი ცხოვრებაში,
შეიძინა ახალი აზრი.
-
იმის ნაცვლად, რომ მეფიქრა, თითქოს სიცოცხლე ჩემ წინააღმდეგ იყო, თითქოს ის ძალიან ძნელია,
-
ანდა მეცადა ლოცვა ცვლილებების გამო, მე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი რაღაც დიადისაკენ
-
არის მიმართული, იმისკენ, რომ სულ უფრო გაიხსნას გული. რომ მეტად მიმღები ვიყო ცხოვრებაში.
-
მე დავინახე, რომ რასაც უბედურ შემთხვევებს ვეძახდი, ან შეცდომებს,
-
ასევე იმას, რაც მე არ მომწონდა, - არ იყო არაფერი ჩემ წინააღმდეგ, და არ იყო არასწორი.
-
სინამდვილეში ეს მაჩვენებდა მე უფრო ღრმა რეალობას, რასთანაც არ მქონდა შეხება.
-
ამიტომ ყველა ლოცვა დაემსგავსა მხოლოდ გამოთქმას: "ამინ", "დაე იყოს ნება შენი".
-
ყველა თხოვნა ასეთი გახდა: " დამეხმარე, დავინახო, სად ვამბობ უარს კიდევ ცხოვრებაზე,
-
რის მიუღებლობაში ვარ კვლავ, სად ვიტანჯები ჯერ კიდევ, სად არ ვეუბნები "დიახ"-ს
-
სიცოცხლის გაყვავილებას. ეს აღმოჩენა იყო.
და სულ უფრო ხშირად ხდებოდა
-
სიცოცხლის ასეთი აღმოჩენები, სულ უფრო ხშირად ჩნდებოდა გაცნობიერებული ყურადღების მომენტები.
-
გამოღვიძება - მხოლოდ დასაწყისია გაყვავილების. და რაღაც აზრით, ის არასდროს დასრულდება.
-
ეს უსასრულო აღმოჩენაა. და რაც უფრო ხშირად ხდება, მით მეტია გაგება, რომ
-
რასაც ჩვენ სიძნელეებს ვეძახით, დაძაბულულობას, შიშს, სინამდვილეში ეს არის ტრამპლინი
-
უმაღლესი სიყვარულისთვის. ეს სიყვარულის განზომილებაა, მშვიდობის და თანაგრძნობის.
-
და ჩვენ ყველანი მასში ვარსებობთ. ისინიც კი, ვინც ფიქრობს, რომ ასე არაა. ჩვენ ყველანი მასში ვართ.
-
ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ცნობიერება.
ეს ჩვენ დარწმუნებით ვიცით.
-
დანარჩენ ყველაფერზე კი ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს მხოლოდ წარმოდგენა.
-
წარმოდგენა შეიძლება იყოს ძალიან კარგი, მაგრამ ეს მაინც მხოლოდ მიახლოებითი მიხვედრებია.
-
ცნობიერება - ეს არის ერთადერთი
თეორიამდელი ფაქტი ბუნებაში.
-
ყველაფერი სხვა - თეორიული აბსტრაქციებია,
ცნობიერებაში რომ ჩნდებიან.
-
ცნობიერება - ბუნების ერთადერთი აქსიომაა.
ის, რომ ის არსებობს -
-
არის ერთადერთი აბსოლუტურად განსაზღვრული რამ ბუნებაში. და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ
-
ფიზიკისა და ნეირობიოლოგიის ემპირიულ მტკიცებულებებსა და განხილვებზე დაყრდნობით,
-
უმცირესი ალბათობაა იმისა,
რომ ცნობიერება არ იყოს ფუნდამენტური,
-
თუკი ცნობიერებას ჩავთვლით მეორადად,
ანუ ეპიფენომენალურად,
-
ეს მიგვიყვანს უამრავ გადაუჭრელ პრობლემასთან.
-
არსებობს ძლიერი რაციონალური და ემპირიული საფუძვლები იმისა, რომ ცნობიერება ჩაითვალოს
-
ერთ-ერთ, ან იქნებ ერთადერთ ფუნდამენტურ სამშენებლო ბლოკად ბუნებაში.
-
ფიზიკა თავისი არსით არის მეცნიერება აღქმის შესახებ. ის ცდილობს ახსნას იმ სამყაროს შაბლონები
-
და კანონზომიერებები, რომელსაც აღვიქვამთ. ის არ ცდილობს გავიდეს აღქმის მიღმა.
-
მაშინაც, როცა ის იყენებს მოწყობილობებს, როგორიცაა ტელესკოპი, მიკროსკოპი,
-
ოსცილოგრაფი, ან სხვა რამე, მათ მიერ დაფიქსირებული შედეგები უნდა იყოს აღქმადი.
-
ამიტომაც ყველაფერი ფიზიკაში, ასე ვთქვათ, იფილტრება აღქმის პარადიგმაში.
-
ფიზიკა - ეს არის მეცნიერება აღქმის შესახებ. ამიტომ ის არ ცდილობს
-
ფუნდამენტურად შეიხედოს ფიზიკური ან მატერიალურის საზღვრებს მიღმა,
-
რადგანაც ფიზიკურობა და მატერია - არის სწორედ ის, რაც ახასიათებს ჩვენ მიერ აღქმულ სამყაროს,
-
და რაც წარმოადგენს ჩვენი აღქმის შინაარსს. სიცოცხლე - ეს არის ინსტრუმენტი მის შესაცნობად.
-
სიცოცხლე რომ შეიცნოთ, თქვენ არ უნდა გამოეთიშოთ მას. თქვენ არ უნდა მოწყდეთ იმას,
-
რის გაგებასაც ცდილობთ. ყურადღება მიაქციეთ მოვლენებს, ეცადეთ შეამჩნიოთ ნიუანსები.
-
კითხეთ თქვენს თავს: "რაა ეს? რას მეუბნება? რატომ ხდება? რას ნიშნავს?"
-
სიცოცხლე ამ სამყაროში -
წიგნია, წასაკითხი და ამოსახსნელი.
-
მაგრამ ჩვენ შეიძლება იმდენად ჩავეფლოთ ტანჯვისგან გაქცევის აუცილებლობაში,
-
რომ გვავიწყდება წიგნის წაკითხვა.
გვავიწყდება, რომ ვიყოთ ყურადღებით.
-
მაშინ, როდესაც სწორედ ეს წიგნი -
სიცოცხლე - გასაღებია ჩვენი თავის ამოსახსნელად.
-
თუ თქვენ გაშიფრავთ სიცოცხლის წიგნს, თქვენ ავტომატურად ნაკლებად დაიტანჯებით,
-
მაგრამ ვერ შეძლებთ ამას, თუკი არ იქნებით ყურადღებით იმის მიმართ, რაც ხდება.
-
სიცოცხლე - ეს არის ინსტრუმენტი საკუთარი თავის შესაცნობად.
-
ყველა დიადი რელიგიური და სულიერი ტრადიცია ამ გაგებაზეა დაფუძნებული,
-
რომ არსებობს ერთი უსასრულო
და დაუყოფელი რეალობა,
-
რომელიც ბრწყინავს ყოველ ჩვენგანში, როგორც გრძნობა "მე ვარ", და რომელიც წარდგება ჩვენ წინ,
-
როგორც სამყარო. სხვა სიტყვებით, არსებობს ყოფიერების ოკეანე, ასე ვთქვათ,
ყველასა და ყველაფრის საფუძველი,
-
საიდანაც ყველა და ყველაფერი
თავისი არსებობის სათავეს იღებს.
-
რომელშიც ყველაფერი ცხოვრობს
და რომელშიც ყველაფერი განქარდება.
-
და ეს მართლაც ფუძემდებლური პრინციპია
ყველა რელიგიურ ტრადიციაში,
-
ეს არის ყოფიერების ერთობის აღიარება.
-
პირველი გერმეტული პრინციპი ამბობს: "ყველაფერი გონია, სამყარო ცნობიერია".
-
საითაც არ უნდა გავიხედოთ,
ყველგან ერთიანი გონი არსებობს.
-
როგორც რუმიმ თქვა: "საითაც არ უნდა გავიხედო,
ყველგან ღმერთის სახეა".
-
სადაც არ უნდა შევიხედოთ -
მიკროკოსმოსში თუ მაკროკოსმოსში,
-
ჩვენ ერთიან ცნობიერებას ვპოულობთ.
-
აი, ადამიანური ნეირონების გამოსახულება.
-
ეს კი სამყაროში ბნელი მატერიის განაწილების მოდელირებული გამოსახულებაა.
-
მილუნნიუმ რან - ეს არის მაქს პლანკის ინსტიტუტში სუპერკომპიუტერებით ჩატარებული სიმულაცია,
-
რათა წარმოდგენა გვქონდეს სამყაროში ბნელი მატერიის განაწილებასა და ევოლუციაზე.
-
ბნელი მატერია უზარმაზარ კოსმიურ ქსელს ქმნის ერთმანეთთან დაკავშირებული
-
ძაფებითა და კვანძებით, რომელიც ვიზუალურად ადამიანის ტვინის ნეირონებისა და ნეიროგზების იდენტურია.
-
და ასეთი სურათი ყველგან გვხვდება ბუნებაში.
-
შეგვიძლია ამას დავუძახოთ ერთიანი გონი, ან ღმერთი, ან ყველაფერი, რაც არის.
-
და რასაც ღმერთს ვეძახით, არაა რაიმე გარე არსება, რომელიც სამყაროს საზღვრებს მიღმაა
-
და მასზე ადრინდელია. ღმერთი - ის არსია, რომელიც ბრწყინავს ყოველ ჩვენგანში,
-
როგორც ცოდნა "მე ვარ" და წარმოდგება ჩვენ წინ, როგორც სამყარო. ასე რომ, ამ თვალსაზრისით
-
რელიგიურ ენაზე შეიძლება ვთქვათ, რომ სამყარო - ეს ღმერთის სიტყვის გამოვლინებაა, ლოგოსი.
-
ჩვენ კი ღვთიური გონის ლოკალიზება ვართ ღვთიურსავე გონში.
-
და როგორ ხდება, რომ სუბიექტურობის ერთი უნივერსალური ველი, ერთი უნივერსალური ცნობიერება -
-
შეიძლება იყოს მრავლობითიც? მე ხომ არ შემიძლია თქვენი აზრების წაკითხვა,
-
და ალბათ, არც თქვენ - ჩემი. მე არ ვიცი, რა ხდება
-
ანდრომედას გალაქტიკაში, ან თუნდაც ჩინეთში. ჩვენ არ გვაქვს ერთიანი გამოცდილება ჩვენი ბუნების.
-
მაშ როგორღა შეუძლია ბუნებას - ერთიან გონს - ჰქონდეს ასეთი შეზღუდულობა და თან იყოს მრავალფეროვანი?
-
ვფიქრობ, ჩვენ ვიცით ერთი ბუნებრივი პროცესი, რომელიც ზუსტად ასე ხდება.
-
ფსიქიატრიაში მას ეწოდება დისოციაცია.
ეს პროცესია, რომლის დროსაც
-
ერთიანი გონება თითქოს იყოფა მრავალ განცალკევებულ ცნობიერების ცენტრად.
-
ჩვენ გვაქვს სარწმუნო ემპირიული დასაბუთებები, რაც გამოუვლინდათ ადამიანებს,
-
და მიღებული ნეიროვიზუალიზაციის საშუალებით. და ახლა, ვფიქრობ, ჩვენ ახლოს ვართ
-
დისოციაციის კონცეპტუალურ მკაფიო ახსნასთან, რომელიც დაფუძნებულია ინფორმაციის
-
ინტეგრირებულ თეორიაზე - ცნობიერების ნეირობიოლოგიის ძირითად თეორიაზე.
-
როდესაც წარმოიშობა დისოციაციური მოსაზღვრე ფორმა, მაშინ თქვენ მხოლოდ იმას ხედავთ,
-
რაც ამ ფორმის მიღმაა, აღქმის მეშვეობით. და ის, რასაც აღიქვამთ, - არის მატერია, ფიზიკური.
-
სხვა სიტყვებით, მატერია, ფიზიკურობა -
ეს არის ცნობიერების პროცესის
-
გაცნობიერებული გამოვლინება
დისოციაციის საზღვარზე.
-
არ აქვს მნიშვნელობა, ამ პროცესებს თანამედროვე თეორიების ტერმინებით აღვწერთ,
-
თუ უძველესი დროის მოდელებს გამოვიყენებთ, როგორიცაა ხუთი სკანდჰა,
-
მთავარია ის, რომ ამ ქვეცნობიერ პროცესებს ჩვენ გადავაქცევთ ცნობიერად.
-
როდესაც ისინი გაცნობიერებულია, "მე"-ს სტრუქტურის შიგნით წინაღობა ქრება.
-
და "მე"-ს ქვეცნობიერი ფუნქციონირება შესაძლებელია შეწყდეს.
-
იმის აღქმა, რომ ჩვენ ფიზიკური სხეული ვართ,
-
სხეულის შეგრძნებების აღქმა, ობიექტებისა და საგნების კონცეპტუალიზაცია,
-
საგნების შეფასებასთან და უპირატესობის მინიჭებასთან იდენტიფიკაცია,
-
გრძნობა, რომ არსებობს მოწმე, ყველაფერი ამის დამკვირვებელი, - გონების მთელი ეს პროცესები
-
უნდა გაცნობიერდეს, როგორც
"მე"-სგან თავისუფალი.
-
სხვა სიტყვებით, ჩვენ აღარ ვაიგივებთ
ჩვენს თავს მოვლენებთან,
-
არამედ ვაძლევთ მათ უფლებას
იყვნენ ისეთი, როგორიც არიან.
-
ეს არაა სიცოცხლეზე უარის თქმა, პირიქით -
-
ეს არის სიცოცხლესთან ურთიერთობის გაღრმავება.
-
ჩემმა გაგებამ, რომ ცნობიერება არის ფუნდამენტური და წინუსწრებს ფიზიკურს, -
-
წლების მანძილზე ძირფესვიანად შეცვალა ჩემი აღქმა ამ სამყაროში ცხოვრების შესახებ,
-
და იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, იყო ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ამ სამყაროში.
-
ჩემს შემთხვევაში ეს ნელი პროცესი იყო.
-
თავიდან ეს იყო უბრალოდ კონცეპტუალური მიხვედრა ჩემს გონებაში,
-
შემდეგ კი მან თითქოს სხეულში შეაღწია და დაიწყო გავლენა ჩემს ემოციებზე, ჩემს გრძნობებზე,
-
და ამან ყველაფერი შეცვალა. ეს სრულიად ცვლის იმას, თუ რას თვლით თქვენ კარგად განვლილ ცხოვრებად,
-
რას თვლით მიზნებად, რისკენაც უნდა ისწრაფვოთ, ეს ცვლის თქვენი საკუთარი
-
თავის აღქმას, თქვენს ურთიერთობებს
სხვა ცოცხალ არსებებთან.
-
დიახ, ეს ნამდვილად ყველაფერს ცვლის.
-
პირადი მიზნები, დაკავშირებული სტატუსთან, ძალა-უფლებასთან, ფულთან - წარსულში დარჩა.
-
იმის გაცნობიერება, რომ ჩემი ცხოვრება - სულაც არ ვარ მე, არასდროს ყოფილა და არ იქნება მე,
-
რომ ეს არის ბუნება, ხოლო "მე" - არის ერთ-ერთი ლოკალური გამოვლინება ბუნების -
-
ეს გაგება იწვევს შფოთვის სიღრმისეულ დასუსტებას, რომელიც თან ახლავს
-
პირადი მიზნების მიღწევის
აუცილებლობის გრძნობას.
-
და განთავისუფლებთ გულდაწყვეტისგან,
როდესაც თქვენ ვერ აღწევთ მიზანს.
-
ყველაფერი ეს გაქრა. ახლა ჩემი ცხოვრება არის ბუნების მსახურების ფორმა.
-
მე ღია ვარ ყველაფრისთვის, რისი გაკეთებაც ბუნებას სურს ჩემით,
-
და თუმცა ეს მონურ მსახურებასავით ჟღერს,
მე არ ვგრძნობ თავს ასე.
-
მე ვგრძნობ, რომ აღარ ვატარებ
დამთრგუნველ პასუხისმგებლობას,
-
რომ ვიყო პირადულად ბედნიერი, რაც არის ყველაზე დამთრგუნველი იდეა, რაც შეიძლება
-
ადამიანს თავში მოუვიდეს. თითქოს შენი ცხოვრება შენზეა დამოკიდებული, და თითქოს შენ გაქვს
-
პასუხისმგებლობა იმაზე, რომ იყო ბედნიერი, და როცა ვერ ახერხებ ამას, ეს შენი წარუმატებლობაა,
-
და იწყებ სინანულს. არა, ეს წავიდა, ეს გაქრა. ეს არის ერთ-ერთი იმ რამეთაგან,
-
რომელთაც შეცვალეს ჩემი ცხოვრება.
-
რეალობის უფრო ღრმა გაგება ანვითარებს ემპათიას, ურთიერთ პატივისცემას,
არაეგოისტურ მიზნებს.
-
ეს ამცირებს ქცევის მოდელებზე დამოკიდებულებას.
-
ამიტომ სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ თუკი კაცობრიობის გაგება იქნება
-
უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი,
ცხოვრება გახდება უკეთესი.
-
მსოფლიო პრობლემების გადაწყვეტა იმაში მდგომარეობს, რომ მათი ნამდვილი წყარო ამოვიცნოთ -
-
ეგო, რომელიც მხოლოდ
საკუთარი ინტერესებით მოქმედებს.
-
მნიშვნელობა არ აქვს, რას მოღვაწეობს ეგო - პოლიტიკა, რელიგია, ეკონომიკა თუ განათლება.
-
სანამ ის გამომდინარეობს ცრუ წინაპირობისგან,
რომ არსებობს ცალკე "მე",
-
მანამ გაგრძელდება ჩვენი ტანჯვა და განცალკევება.
-
ერთადერთი გამოსავალი
კაცობრიობისათვის ახლა არის
-
გ ა მ ო ღ ვ ი ძ ე ბ ა !
-
ბუდიზმში, როცა აღარაა საკუთარი თავის აღქმა, როგორც რაიმე განცალკევებულის,
-
და ამავე დროს, არავინაა სხვა,
გარდა ერთიანი "მე"-სი - არის ნირვანა,
-
ეგოცენტრული მოღვაწეობის დასასრული, უმეცრების დასასრული, ძილის დასასრული
-
და სიცოცხლის სიზმრის პერსონაჟიდან გამოღვიძება.
-
ბიბლიაში ნათქვამია, რომ
სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენ შორის.
-
სიტყვა ხშირად ითარგმნება, როგორც ლოგოსი. ეს არის უძველესი სიტყვა ძალიან ღრმა აზრით.
-
ლოგოსი ასოცირდება მარადიულობასთან, ჭეშმარიტებასთან და პირდაპირ გამოცხადებასთან.
-
შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ლოგოსის მეშვეობით, ქრისტეს ცნობიერების მეშვეობით,
ბუდდას ბუნების მეშვეობით -
შეიცნობა ღმერთის გონი.