შეიძლება თუ არა წინასწარგანწყობა იყოს კარგი?
-
0:01 - 0:03როცა წინასწარგანწყობასა
და მიკერძოებაზე ვფიქრობთ, -
0:03 - 0:05ხშირად სულელი,
ბოროტი ადამიანები გვახსენდება, -
0:05 - 0:08რომლებიც სისულელეებს
და მავნებლობას სჩადიან. -
0:08 - 0:10ეს აზრი კარგად შეაჯამა
-
0:10 - 0:12ბრიტანელმა კრიტიკოსმა,
უილიამ ჰაზლიტმა, -
0:12 - 0:15რომელმაც დაწერა: "წინასწარგანწყობა
უვიცობის შვილია." -
0:15 - 0:17მინდა ვცადო დაგარწმუნოთ,
-
0:17 - 0:19რომ ეს შეცდომაა.
-
0:19 - 0:21მინდა დაგარწმუნოთ,
-
0:21 - 0:22რომ წინასწარგანწყობა და მიკერძოება
-
0:22 - 0:26ბუნებრივია, რაციონალურია
-
0:26 - 0:28და ხშირად მორალურიც კი.
-
0:28 - 0:30ვფიქრობ, თუ ამას გავიგებთ,
-
0:30 - 0:32უფრო უკეთ ვიგრძნობთ,
როდის შეიძლება -
0:32 - 0:33ამან შეცდომაში შეგვიყვანოს
-
0:33 - 0:35და საშინელი შედეგები მოიტანოს.
-
0:35 - 0:38უკეთ გვეცოდინება რა ვიღონოთ,
-
0:38 - 0:39თუ ასე მოხდა.
-
0:39 - 0:42დავიწყოთ სტერეოტიპებით.
როცა მიყურებთ, -
0:42 - 0:44იცით ჩემი სახელი,
რაღაც ინფორმაცია ჩემზე -
0:44 - 0:46და გარკვეული წარმოდგენა გექმნებათ.
-
0:46 - 0:49შეგიძლიათ ივარაუდოთ
ჩემი ეთნიკური წარმომავლობა. -
0:49 - 0:52პოლიტიკური კუთვნილება,
რელიგიური რწმენა. -
0:52 - 0:55ეს წარმოდგენები ხშირად ზუსტია.
-
0:55 - 0:57ჩვენ კარგად გამოგვდის მსგავსი რაღაცეები.
-
0:57 - 0:58კარგად გამოგვდის იმიტომ,
-
0:58 - 1:01რომ ჩვენი უნარი
ადამიანების სტერეოტიპიზაციისა, -
1:01 - 1:04არა გონების რაღაც შემთხვევითობაა,
-
1:04 - 1:07არამედ ის ზოგადი პროცესის
-
1:07 - 1:08სპეციფიური შემთხვევაა.
-
1:08 - 1:10ეს პროცესია კატეგორიებად დაყოფილ
-
1:10 - 1:11ნივთებთან და ადამიანებთან
-
1:11 - 1:13ურთიერთობის გამოცდილება,
-
1:13 - 1:15რომელსაც ამ კატეგორიების
-
1:15 - 1:17ახალი წარმომადგენლების
განზოგადებაში ვიყენებთ. -
1:17 - 1:20ყველა აქ მყოფს სკამებთან,
ვაშლებთან და ძაღლებთან -
1:20 - 1:22ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს.
-
1:22 - 1:24ამაზე დაყრდნობით, უცნობი ობიექტიდან
-
1:24 - 1:26თქვენ შეგიძლიათ დაასკვნათ,
-
1:26 - 1:27რომ სკამზე შეიძლება დაჯდეთ,
-
1:27 - 1:30ვაშლი შეგიძლიათ ჭამოთ
და რომ ძაღლი იყეფება. -
1:30 - 1:32თუმცა, შეიძლება ვცდებოდეთ.
-
1:32 - 1:34სკამი შეიძლება გატყდეს,
თუ მასზე დაჯდებით, -
1:34 - 1:36ვაშლი შეიძლება საწამლავი იყოს
და ძაღლმა კი არ იყეფოს. -
1:36 - 1:39მართლაც, ეს ჩემი ძაღლი ტესია
და ის არ იყეფება. -
1:39 - 1:41მაგრამ ხშირ შემთხვევაში
ამას კარგად ვახერხებთ. -
1:41 - 1:43ხშირ შემთხვევაში სწორ ვარაუდებს ვაკეთებთ
-
1:43 - 1:45სოციალურ სფეროშიც და არა სოციალურშიც.
-
1:45 - 1:47ასე რომ არ ყოფილიყო,
-
1:47 - 1:50რომ არ შეგვძლებოდა გამოგვეცნო რაღაცეები
ახალ ობიექტებზე, რომლებსაც ვხვდებით, -
1:50 - 1:52ვერ გადავრჩებოდით.
-
1:52 - 1:55სხვათა შორის ჰეზლიტი მოგვიანებით
თავის შესანიშნავ ესეში -
1:55 - 1:56ამას აღიარებს.
-
1:56 - 1:59ის წერს: "წინასწარგანწყობისა
და მიჩვევის დახმარების გარეშე -
1:59 - 2:01ოთახში გზას ვერ გავიკვლევდი;
-
2:01 - 2:04არ მეცოდინებოდა როგორ მოვქცეულიყავი
ნებისმიერ ვითარებაში, -
2:04 - 2:08ან რა მეგრძნო
ნებისმიერ ცხოვრებისეულ ურთიერთობაში." -
2:08 - 2:09ავიღოთ მიკერძოება.
-
2:09 - 2:11ზოგჯერ ჩვენ ვყოფთ მსოფლიოს
-
2:11 - 2:14როგორც ჩვენ მათ წინააღმდეგ,
ჩვენიანებად და მათიანებად. -
2:14 - 2:15ზოგჯერ როცა ამას ვაკეთებთ,
-
2:15 - 2:16ვხვდებით რომ არასწორად ვიქცევით
-
2:16 - 2:18და გვრცხვენია ამის.
-
2:18 - 2:20თუმცა, სხვა შემთხვევაში
ვამაყობთ ამით. -
2:20 - 2:21საჯაროდ ვაღიარებთ ამას.
-
2:21 - 2:23ჩემი საყვარელი მაგალითია,
-
2:23 - 2:25უკანასკნელი არჩევნების წინ
რესპუბლიკელების დებატებისას, -
2:25 - 2:28მაყურებლისგან წამოსული შეკითხვა.
-
2:28 - 2:30(ვიდეო) ანდერსონ კუპერი:
გადავდივართ შეკითხვებზე -
2:30 - 2:34შეკითხვა საგარეო დახმარებაზე? დიახ, მემ.
-
2:34 - 2:37ქალი: ამერიკელი ხალხი იტანჯება
-
2:37 - 2:39ჩვენს ქვეყანაში ამჟამად.
-
2:39 - 2:43რატომ ვაგრძელებთ სხვა ქვეყნებისთვის
-
2:43 - 2:44დახმარების გაგზავნას
-
2:44 - 2:48როცა ჩვენ თავად გვჭირდება
საკუთარი თავის დახმარება? -
2:48 - 2:50აკ: გუბერნატორო პერი,
-
2:50 - 2:51(აპლოდისმენტები)
-
2:51 - 2:53რიკ პერი: რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ ეს...
-
2:53 - 2:55პოლ ბლუმი: სცენაზე მყოფი
ადამიანებიდან -
2:55 - 2:57თითოეული დაეთანხმა შეკითხვის პათოსს,
-
2:57 - 2:59რომ როგორც ამერიკელებს,
-
2:59 - 3:01ამერიკელები მეტად უნდა გვადარდებდეს
ვიდრე სხვა ხალხი. -
3:01 - 3:04მართლაც, ზოგადად ადამიანები
-
3:04 - 3:08სოლიდარობით, ლოიალობით, სიამაყით,
პატრიოტიზმით არიან განმსჭვალულები -
3:08 - 3:10მათი ქვეყნის,
ან მათი ეთნიკური ჯგუფის მიმართ. -
3:10 - 3:14პოლიტიკური კუთვნილების განურჩევლად
ბევრი ადამიანი ამაყობს ამერიკელობით -
3:14 - 3:16და ისინი სხვა ქვეყნებს
ამერიკას ამჯობინებენ. -
3:16 - 3:18სხვა ქვეყნის მაცხოვრებლები
იმავეს ფიქრობენ საკუთარ ერზე -
3:18 - 3:21იგივეს ვგრძნობთ ეთნოსზეც.
-
3:21 - 3:23ზოგმა თქვენგანმა ეს შეიძლება უარყოს.
-
3:23 - 3:24ზოგი თქვენგანი შეიძლება კოსმოპოლიტია
-
3:24 - 3:27და ფიქრობს, რომ ეთნოსი
და ნაციონალობა არ უნდა იყოს -
3:27 - 3:29მორალური ფაქტორი.
-
3:29 - 3:31მაგრამ თქვენნაირი დახვეწილებიც კი
დაეთანხმებით, -
3:31 - 3:33რომ უნდა არსებობდეს რაღაც
მიკერძოება -
3:33 - 3:36მეგობრებისა და ოჯახის წევრების მიმართ.
იმ ხალხის მიმართ, -
3:36 - 3:37ვისთანაც ახლოს ხართ.
-
3:37 - 3:39ამიტომ თქვენც ასხვავებთ,
-
3:39 - 3:41'ჩვენ' და 'მათ'.
-
3:41 - 3:44ეს განსხვავება საკმაოდ ბუნებრივია
-
3:44 - 3:46და ხშირად მორალურიც,
მაგრამ ის შეიძლება დამახინჯდეს. -
3:46 - 3:48სწორედ ეს იყო
დიდი სოციალური ფსიქოლოგის -
3:48 - 3:51ჰენრი ტეჯფელის კვლევის ნაწილი.
-
3:51 - 3:54ტეჯფელი 1919 წელს პოლონეთში დაიბადა.
-
3:54 - 3:56იგი უნვერსიტეტში სასწავლებლად
საფრანგეთში წავიდა, -
3:56 - 3:58რადგან როგორც ებრაელს,
არ შეეძლო პოლონეთში ესწავლა. -
3:58 - 4:00შემდეგ, მეორე მსოფლიო ომისას
-
4:00 - 4:02საფრანგეთის არმიის რიგებში ჩარიცხეს.
-
4:02 - 4:04შემდეგ ტყვედ აიყვანეს
-
4:04 - 4:06და სამხედრო პატიმრების ბანაკში აღმოჩნდა.
-
4:06 - 4:08ეს მისთვის საშინელი პერიოდი იყო,
-
4:08 - 4:09რადგან მისი ებრაელობა რომ აღმოეჩინათ,
-
4:09 - 4:11შეიძლება საკონცენტრაციო ბანაკში
გადაეყვანათ, -
4:11 - 4:13სადაც ალბათ ვერ გადარჩებოდა.
-
4:13 - 4:16მართლაც, როცა ომი დამთავრდა და გამოუშვეს,
-
4:16 - 4:19მისი მეგობრების და ოჯახის წევრების
უმრავლესობა მკვდარი იყო. -
4:19 - 4:21ის სხვადასხვა აქტივობით იყო დაკავებული.
-
4:21 - 4:22ის ომის ობლებს ეხმარებოდა,
-
4:22 - 4:24მაგრამ მისი ხანგრძლივი ინტერესის სფერო
-
4:24 - 4:25წინასწარგანწყობის მეცნიერება იყო.
-
4:25 - 4:28როცა პრესტიჟულ ბრიტანულ სტიპენდიაზე
კონკურსი გამოცხადდა, -
4:28 - 4:30მანაც შეიტანა განაცხადი
-
4:30 - 4:31და მოიპოვა ის.
-
4:31 - 4:33ეს იყო
მისი შესანიშნავი კარიერის დასაწყისი. -
4:33 - 4:36მისი კარიერა კი ისეთი აზრით დაიწყო,
-
4:36 - 4:38რომელიც უმრავლესობის წარმოდგენას
-
4:38 - 4:40ჰოლოკოსტზე ეწინააღმდეგებოდა.
-
4:40 - 4:42ბევრი ხალხი, უმრავლესობა იმ დროში,
-
4:42 - 4:44ჰოლოკოსტს უყურებდა,
-
4:44 - 4:47როგორც გერმანელების
რაღაც ტრაგიკულ დეფექტს, -
4:47 - 4:51რაღაც გენეტიკურ,
ავტორიტარულ პიროვნულ თვისებას -
4:51 - 4:53და ტეჯფელმა ეს უარყო.
-
4:53 - 4:56ტეჯფელმა თქვა,
რომ რაც ჰოლოკოსტის დროს ვნახეთ, -
4:56 - 4:58არის ნორმალური ფსიქოლოგიური პროცესების
-
4:58 - 5:00გადამეტება.
-
5:00 - 5:01პროცესების, რომელიც ყოველ ჩვენგანშია.
-
5:01 - 5:04ამის შესასწავლად
მან ბრიტანელ ახალგაზრდებზე, -
5:04 - 5:06კლასიკური კვლევების სერია ჩაატარა.
-
5:06 - 5:07ერთ-ერთ კვლევაში,
-
5:07 - 5:10მან ბრიტანელ ახალგაზრდებს
სხვადასხვა კითხვები დაუსვა. -
5:10 - 5:12შემდეგ პასუხებზე დაყრდნობით თქვა:
-
5:12 - 5:14"თქვენს პასუხებს შევხედე
და მათზე დაყრდნობით, -
5:14 - 5:16დავადგინე რომ თქვენ ხართ ან"...
-
5:16 - 5:17ნახევარს უთხრა:
-
5:17 - 5:20"კანდინსკის მოყვარული,
თქვენ გიყვართ კანდინსკის ნამუშევრები", -
5:20 - 5:23ან: "კლიის მოყვარული,
თქვენ გიყვართ კლიის ნამუშევრები" -
5:23 - 5:25ეს სრული ფიქცია იყო.
-
5:25 - 5:28მათ პასუხებს კავშირი არ ჰქონდა,
არც კანდინსკისთან და არც კლიისთან. -
5:28 - 5:30მათ ალბათ ამ ხელოვანების შესახებ
არც კი სმენიათ. -
5:30 - 5:33მან უბრალოდ შემთხვევითად დაჰყო ისინი.
-
5:33 - 5:36აღმოჩნდა რომ ეს კატეგორიები
მნიშვნელოვანი იყო. -
5:36 - 5:39როცა მან მოგვიანებით
გამოსაცდელებს ფული მისცა, -
5:39 - 5:40ისინი ამ ფულს უფრო მეტად
-
5:40 - 5:42საკუთარი ჯგუფის წევრებს
უნაწილებდნენ, -
5:42 - 5:44ვიდრე სხვა ჯგუფისას.
-
5:44 - 5:46უფრო მეტიც, ისინი დაინტერესებულები იყვნენ
-
5:46 - 5:48საკუთარ ჯგუფსა და სხვა ჯგუფს შორის
-
5:48 - 5:51განსხვავების მიღწევით.
-
5:51 - 5:53მაგალითად,
ისინი თმობდნენ ფულს საკუთარი ჯგუფისთვის, -
5:53 - 5:58თუ ამით სხვა ჯგუფისთვის
ნაკლების მიცემა მოუწევდათ. -
5:58 - 6:00ჩანს რომ ასეთი მიკერძოება
ძალიან ადრე ვლინდება. -
6:00 - 6:03ჩემმა კოლეგამ და ცოლმა, კარენ ვინმა,
-
6:03 - 6:04იელში ბავშვებზე, კვლევების სერია ჩაატარა,
-
6:04 - 6:07სადაც ბავშვებს თოჯინები წარუდგინა.
-
6:07 - 6:09ყოველ თოჯინას საყვარელი საჭმელი აქვს.
-
6:09 - 6:12მაგალითად, ერთ-ერთ თოჯინას შეიძლება
მწვანე ლობიო უყვარდეს. -
6:12 - 6:14მეორეს - კრეკერები.
-
6:14 - 6:16ბავშვების საყვარელი საჭმელიც დგინდება.
-
6:16 - 6:19როგორც წესი ეს კრეკერებია.
-
6:19 - 6:22საინტერესოა, აქვს თუ არა ამას მნიშვნელობა.
-
6:22 - 6:25იმისთვის თუ როგორ ექცევიან
ბავშვები თოჯინებს? აღმოჩნდა რომ აქვს. -
6:25 - 6:27ისინი იმ თოჯინას ანიჭებენ უპირატესობას,
-
6:27 - 6:30რომელსაც მათნაირი გემოვნება აქვს.
-
6:30 - 6:32უფრო მეტიც,
ისინი იმ თოჯინას ანიჭებენ უპირატესობას, -
6:32 - 6:35რომელიც სჯის თოჯინას,
რომელსაც სხვა გემოვნება აქვს. -
6:35 - 6:38(სიცილი)
-
6:38 - 6:41ჩვენ ამ 'ჩვენიანები' 'მათიანები'
ფსიქოლოგიას ვხედავთ მუდმივად. -
6:41 - 6:43ჩვენ ვხედავთ ამას
პოლიტიკურ ბრძოლაში -
6:43 - 6:45სხვადასხვა იდეოლოგიების ჯგუფებში.
-
6:45 - 6:49ვხედავთ ამის უკიდურესობას
ომის შემთხვევაში, -
6:49 - 6:52როცა 'მათიანები'
არა მხოლოდ ნაკლებს ღებულობენ, -
6:52 - 6:54არამედ მათ არაადამიანურად ეპყრობიან,
-
6:54 - 6:56როგორც ნაცისტებს წარმოედგინათ ებრაელები
-
6:56 - 6:58როგორც პარაზიტები, ან ტილები.
-
6:58 - 7:02ან ამერიკელებს წარმოედგინათ იაპონელები,
როგორც ვირთხები. -
7:02 - 7:05სტერეოტიპებიც შეიძლება დამახინჯებული იყოს.
-
7:05 - 7:07ხშირად ისინი რაციონალური და გამოსადეგია,
-
7:07 - 7:08მაგრამ ზოგჯერ ირაციონალურია,
-
7:08 - 7:10არასწორ პასუხებს იძლევა.
-
7:10 - 7:11ზოგ შემთხვევაში
-
7:11 - 7:13პირდაპირ ამორალურ შედეგებამდე მივყავართ.
-
7:13 - 7:16ყველაზე ფართედ შესწავლილი ასეთი მაგალითი,
-
7:16 - 7:17რასის შემთხვევაა.
-
7:17 - 7:192008 წლის არჩევნებამდე
-
7:19 - 7:21შესანიშნავი კვლევა ჩატარდა,
-
7:21 - 7:24სადაც სოციალური ფსიქოლოგები დააკვირდნენ,
-
7:24 - 7:27თუ რამდენად იყვნენ კანდიდატები
ამერიკასთან ასოცირებულები, -
7:27 - 7:31როგორც ამერიკის დროშასთან
ქვეცნობიერი ასოციაცია. -
7:31 - 7:32მათ ერთ-ერთ ასეთ კვლევაში,
-
7:32 - 7:34ობამა და მაკკეინი შეადარეს და აღმოჩნდა,
-
7:34 - 7:38რომ მაკკეინი უფრო მეტად აღიქმება
ამერიკელად, ვიდრე ობამა. -
7:38 - 7:40ხალხი არც არის ამით ძალიან გაკვირვებული.
-
7:40 - 7:42მაკკეინი ომის გმირია
-
7:42 - 7:44და ბევრი დაუფარავად იტყვის,
-
7:44 - 7:47რომ მას მეტი აკავშირებს
ამერიკის ისტორიასთან ვიდრე ობამას. -
7:47 - 7:49მაგრამ ობამა ბრიტანელ პრემიერ მინისტრს,
-
7:49 - 7:51ტონი ბლერსაც შედარდა
-
7:51 - 7:53და აღმოჩნდა რომ ბლერიც
-
7:53 - 7:56ობამაზე უფრო მეტად აღიქმება ამერიკელად,
-
7:56 - 7:58მიუხედავად იმისა რომ გამოსაცდელებმა
ცხადად იცოდნენ, -
7:58 - 8:01რომ ბლერი საერთოდ არ არის ამერიკელი.
-
8:01 - 8:02მაგრამ ისინი რასაკვირველია
-
8:02 - 8:05კანის ფერზე რეაგირებდნენ.
-
8:05 - 8:07ამ სტერეოტიპებს და მიკერძოებას,
-
8:07 - 8:09მსოფლიოს მასშტაბით რეალური,
-
8:09 - 8:12უმნიშვნელო და მნიშვნელოვანი შედეგები აქვს.
-
8:12 - 8:14ერთ-ერთ ბოლო კვლევაში,
-
8:14 - 8:18ბეისბოლის ბარათები დადეს
eBay-ზე გასაყიდად. -
8:18 - 8:20ზოგი მათგანი თეთრკანიან ხელს ეჭირა,
-
8:20 - 8:22ზოგი - შავკანიანს.
-
8:22 - 8:23ბარათები კი ერთნაირი იყო.
-
8:23 - 8:25შავკანიანებს რომლებიც ეჭირათ,
-
8:25 - 8:27მათ მნიშვნელოვნად ნაკლები
განაცხადები მიიღეს, -
8:27 - 8:29თეთრკანიან ხელში მყოფებთან შედარებით.
-
8:29 - 8:31სტენფორდის კვლევაში,
-
8:31 - 8:36ფსიქოლოგებმა
თეთრკანიანი ადამიანის მკვლელობებისთვის -
8:36 - 8:39გასამართლებული ადამიანების
საქმეები გამოიკვლიეს. -
8:39 - 8:42როგორც აღმოჩნდა, ყველა სხვა ფაქტორის
მუდმივობის პირობებში, -
8:42 - 8:44უფრო დიდი შანსია სიკვდილით დაგსაჯონ,
-
8:44 - 8:46თუ გამოიყურებით როგორც მარჯვენა მამაკაცი,
-
8:46 - 8:48ვიდრე მარცხენა.
-
8:48 - 8:50დიდ წილად იმიტომ,
-
8:50 - 8:53რომ მარჯვენა მამაკაცი
პროტოტიპულად უფრო შავკანიანია, -
8:53 - 8:55პროტოტიპულად უფრო აფრო-ამერიკელი
-
8:55 - 8:58და ეს გავლენას ახდენს
ადამიანების გადაწყვეტილებაზე, -
8:58 - 8:59თუ რა გააკეთონ მასთან დაკავშირებით.
-
8:59 - 9:01ახლა როცა ვიცით ამის შესახებ,
-
9:01 - 9:02როგორ შევებრძოლოთ?
-
9:02 - 9:04არსებობს სხვადასხვა გზა.
-
9:04 - 9:05ერთ-ერთია ადამიანურ,
-
9:05 - 9:07ემოციურ რეაქციებზე აპელირება.
-
9:07 - 9:10ხალხის თანაგრძნობაზე გათვლა.
-
9:10 - 9:11ხშირად ამას ისტორიებით ვაკეთებთ.
-
9:11 - 9:14თუ თქვენ ლიბერალი მშობელი ხართ
-
9:14 - 9:16და გინდათ თქვენი ბავშვი
-
9:16 - 9:18არატრადიციული ოჯახის
ღირსეულობაში დაარწმუნოთ, -
9:18 - 9:21შეიძლება მას ეს წიგნი მისცეთ:
["ჰიზერს ორი დედა ჰყავს"] -
9:21 - 9:23თუ კონსერვატორი ხართ,
სხვა დამოკიდებულებით -
9:23 - 9:24შეიძლება ასეთი წიგნი მისცეთ.
-
9:24 - 9:27(სიცილი) ["მიშველე! დედა!
ჩემი საწოლის ქვეშ ლიბერალები არიან!"] -
9:27 - 9:29ზოგადად ისტორიებმა
შეიძლება უნიშვნელო უცნობები, -
9:29 - 9:31მნიშვნელოვან ადამიანებად აქციონ
-
9:31 - 9:34და ის რომ ჩვენ გვაღელვებს ადამიანები,
როცა მათზე, -
9:34 - 9:36როგორც ინდივიდებზე ვკონცენტრირდებით,
-
9:36 - 9:38ისტორიის მანძილზე ბევრჯერ გამოვლინდა.
-
9:38 - 9:41ამბობენ, რომ სტალინმა თქვა:
-
9:41 - 9:42"ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა,
-
9:42 - 9:44მილიონების კი - სტატისტიკა"
-
9:44 - 9:46დედა ტერეზამ თქვა:
-
9:46 - 9:48"მასების დანახვაზე, არაფერს მოვიმოქმედებ.
-
9:48 - 9:50თუ ერთს დავინახავ - დავეხმარები "
-
9:50 - 9:52ფსიქოლოგებმა ეს გამოიკვლიეს.
-
9:52 - 9:53მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში,
-
9:53 - 9:56ხალხს მიაწოდეს ფაქტები კრიზისულ სიტუაციაზე
-
9:56 - 10:00და დააკვირდნენ
რამდენ შემოწირულობას გაიღებდნენ -
10:00 - 10:02ამ კრიზისის დასაძლევად.
-
10:02 - 10:04სხვა ჯგუფს არ მიაწოდეს არცერთი ფაქტი,
-
10:04 - 10:06მაგრამ მოუყვნენ ადამიანზე,
-
10:06 - 10:08უთხრეს სახელი და აჩვენეს სახე
-
10:08 - 10:11და როგორც აღმოჩნდა მათ ბევრად მეტი გასცეს.
-
10:11 - 10:13ეს ყველაფერი არაა საიდუმლო იმ ხალხისთვის,
-
10:13 - 10:15ვინც ქველმოქვედებითაა დაკავებული.
-
10:15 - 10:18ისინი ცდილობენ არ დატვირთონ ადამიანები
-
10:18 - 10:19ფაქტებითა და სტატისტიკით,
-
10:19 - 10:20არამედ სახეებს აჩვენებენ,
-
10:20 - 10:22ადამიანის სახეებს.
-
10:22 - 10:25შეიძლება თითოული ადამიანის მიმართ
სიმპათიის გამოწვევით, -
10:25 - 10:27ამ სიმპათიის
მთელ იმ ჯგუფზე გავრცელება მოხდეს, -
10:27 - 10:30რომელსაც ეს ინდივიდი ეკუთვნის.
-
10:30 - 10:33ეს ჰარიეტ ბიჩერ სტოუა.
-
10:33 - 10:35შეიძლება გამოგონილიც არის,
მაგრამ ამბობენ, -
10:35 - 10:37რომ პრეზიდენტმა ლინკოლნმა
-
10:37 - 10:39ის სამოქალაქო ომის დროს
თეთრ სახლში დაპატიჟა -
10:39 - 10:40და უთხრა:
-
10:40 - 10:43"მაშ თქვენ ხართ ის პატარა ქალბატონი,
რომელმაც ეს დიდი ომი დაიწყო" -
10:43 - 10:45ამაში ის: "ბიძია თომას ქოხს" გულისხმობდა
-
10:45 - 10:48"ბიძია თომას ქოხი"
დიდი ფილოსოგიის, თეოლოგიის, -
10:48 - 10:51ან თუნდაც ლიტერატურის წიგნი არ არის,
-
10:51 - 10:53მაგრამ ის დიდ საქმეს აკეთებს.
-
10:53 - 10:56ადამიანებს იმათ ადგილზე აყენებს,
-
10:56 - 10:58ვის ადგილზეც ისინი ვერ აღმოჩნდებოდნენ,
-
10:58 - 11:01ის მათ მონობას აგრძნობინებს.
-
11:01 - 11:02სწორედ ეს შეიძლება ყოფილიყო
-
11:02 - 11:04დიდი სოციალური ცვლილების კატალიზატორი.
-
11:04 - 11:06ბოლო ათწლეულების ამერიკას თუ შევხედავთ,
-
11:06 - 11:09შეგვიძლია ვივარაუდოთ,
-
11:09 - 11:13რომ "ქოსბის შოუს" მსგავსმა შოუებმა,
რადიკალურად შეცვალეს -
11:13 - 11:15ამერიკელების დამოკიდებულება
აფრო-ამერიკელების მიმართ, -
11:15 - 11:18"უილი და გრეისის" და "თანამედროვე ოჯახის"
მსგავსმა შოუებმა კი, -
11:18 - 11:20შეცვალეს მათი დამოკიდებულება
-
11:20 - 11:21გეი კაცების და ქალების მიმართ.
-
11:21 - 11:23არ მგონია გადაჭარბებული იმის თქმა,
-
11:23 - 11:26რომ ამერიკაში მორალური ცვლილების
მთავარი კარტალიზატორი, -
11:26 - 11:29სიტუაციური კომედიები იყო.
-
11:29 - 11:30თუმცა, მხოლოდ ემოციები არ არის
-
11:30 - 11:32და მინდა გონიერების ძალაზე
-
11:32 - 11:34ყურადღების გამახვილებით დავასრულო.
-
11:34 - 11:36სტივენ პინკერი თავის შესანიშნავ წიგნში:
-
11:36 - 11:38"ჩვენი ბუნების საუკეთესო ანგელოზები"
-
11:38 - 11:39ამბობს: ძველ აღთქმაში წერია,
-
11:39 - 11:42რომ გიყვარდეს მეზობელი შენი.
-
11:42 - 11:45ახალ აღთქმაში წერია:
გიყვარდეს მტერი შენი, -
11:45 - 11:47მაგრამ სინამდვილეში,
მე არცერთი მათგანი არ მიყვარს, -
11:47 - 11:49მაგრამ მაინც არ მინდა მათი მოკვლა.
-
11:49 - 11:51მე ვიცი, რომ მათ წინაშე ვალდებულება მაქვს,
-
11:51 - 11:54მაგრამ ჩემი მორალური გრძნობები
და წარმოდგენები იმაზე, -
11:54 - 11:56თუ როგორ უნდა მოვექცე მათ,
-
11:56 - 11:58სიყვარულზე არ არის დაფუძნებული,
-
11:58 - 12:00არამედ ეფუძნება
ადამიანის უფლების გაგებას. -
12:00 - 12:03წარმოდგენას, რომ მათი სიცოცხლე
ისეთივე ფასეულია მათთვის, -
12:03 - 12:04როგორც ჩემი - ჩემთვის.
-
12:04 - 12:06ამის დასტურად ის დიდი ფილოსოფოსის,
-
12:06 - 12:08ადამ სმითის ისტორიას ჰყვება.
-
12:08 - 12:10მინდა ეს ისტორია მეც გიამბოთ.
-
12:10 - 12:11თუმცა მე მას,
-
12:11 - 12:13ცოტა თანამედროვეობისკენ შევცვლი.
-
12:13 - 12:15ადამ სმითი იწყებს თხოვნით წარმოიდგინოთ
-
12:15 - 12:17ათასობით ადამიანის სიკვდილი.
-
12:17 - 12:19თან ეს სიკვდილი,
-
12:19 - 12:21თქვენთვის უცნობ ქვეყანაში ხდება.
-
12:21 - 12:25ეს შეიძლება იყოს ჩინეთი, ინდოეთი,
ან ქვეყანა აფრიკაში. -
12:25 - 12:27სმითი კითხულობს რა იქნება თქვენი რეაქცია?
-
12:27 - 12:29თქვენ იტყვით, ძალიან სამწუხაროა
-
12:29 - 12:31და ჩვეულ რიტმში განაგრძნობთ ცხოვრებას.
-
12:31 - 12:34თუ მაგალითად გადაშლით The New
York Times-ს ინტერნეტში -
12:34 - 12:37და ამ ამბავს წაიკითხავთ,
პრინციპში მსგავსი რამ მუდმივად ხდება -
12:37 - 12:38ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას.
-
12:38 - 12:40თუმცა, ამის ნაცვლად, სმითი გთხოვთ
-
12:40 - 12:41წარმოიდგინოთ, რომ გაიგეთ,
-
12:41 - 12:44რომ ხვალ ნეკა თითს გაჭრიან.
-
12:44 - 12:47სმითი ამბობს, თქვენთვის
ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. -
12:47 - 12:48ამაზე ფიქრით,
-
12:48 - 12:49იმ ღამეს ვერ დაიძინებთ.
-
12:49 - 12:51ისმის კითხვა:
-
12:51 - 12:53გასწირავდით თუ არა ათასობით სიცოცხლეს,
-
12:53 - 12:55თქვენი ნეკა თითის შენარჩუნების სანაცვლოდ?
-
12:55 - 12:58შეგიძლიათ გულში უპასუხოთ,
-
12:58 - 13:01მაგრამ სმითი პასუხობს, რომ ვერანაირად,
-
13:01 - 13:02ეს ხომ საშინელი აზრია.
-
13:02 - 13:04ეს შემდეგ კითხვას აჩენს,
-
13:04 - 13:06როგორც სმითი ამბობს:
-
13:06 - 13:08"როგორ ხდება,
რომ ჩვენი პასიური გრძნობები , -
13:08 - 13:10თითქმის ყოველთვის ასეთი
საშინელი და ეგოისტურია, -
13:10 - 13:11ხოლო ჩვენი აქტიური პრინციპები,
-
13:11 - 13:13ხშირად გულუხვი და კეთილშობილი?"
-
13:13 - 13:15და სმითი პასუხობს: "ეს არის გონიერება,
-
13:15 - 13:17პრინციპი და ნამუსი.
-
13:17 - 13:19ისინი ისე ჩაგვესმის,
-
13:19 - 13:22რომ ჩვენს ყველაზე თავდაჯერებულ
ვნებებსაც კი ახშობს -
13:22 - 13:25და გვარწმუნებს,
რომ მხოლოდ ერთ-ერთი ვართ სიმრავლიდან -
13:25 - 13:26და სხვებზე მეტი არ ვართ."
-
13:26 - 13:28ამ უკანასკნელს,
-
13:28 - 13:32ხშირად მიუკერძოებლობის პრინციპს ეძახიან.
-
13:32 - 13:34მიუკერძოებლობის ეს პრინციპი,
-
13:34 - 13:36მსოფლიოს ყველა რელიგიაში,
-
13:36 - 13:38ოქროს წესის ყველა ვერსიაში
-
13:38 - 13:41და მსოფლიოს ყველა
მორალურ ფილოსოფიაში ვლინდება, -
13:41 - 13:42სხვადასხვა ფორმით,
-
13:42 - 13:45მაგრამ ყველა იზიარებს წარმოდგენას,
რომ მორალური მსჯელობა -
13:45 - 13:48მიუკერძოებელი პოზიციიდან უნდა ვაწარმოოთ.
-
13:48 - 13:50ჩემი აზრით
ამის საუკეთესო გამოხატულება, -
13:50 - 13:53არა თეოლოგის, ან ფილოსოფოსის,
-
13:53 - 13:54არამედ ჰამფრი ბოგარტია
-
13:54 - 13:56ფილმ "კასაბლანკის" ბოლოს.
-
13:56 - 14:00ასე რომ გაფრთხილება სპოილერზე.
ის შეყვარებულს ეუბნება, -
14:00 - 14:01რომ საერთო სიკეთისთვის
-
14:01 - 14:02უნდა დაშორდნენ და ამასთან ამბობს...
-
14:02 - 14:04მის აქცენტს ვერ გავაკეთებ...
-
14:04 - 14:06მაგრამ ამბობს: "ადვილი მისახვედრია,
-
14:06 - 14:08რომ სამი პატარა ადამიანის პრობლემები
-
14:08 - 14:10ბევრს არაფერს ნიშნავს ამ გიჟურ სამყაროში"
-
14:10 - 14:14ჩვენს გონიერებას შეუძლია
ვნებები დაგვაძლევინოს. -
14:14 - 14:15ჩვენს გონიერებას შეუძლია
-
14:15 - 14:17განავრცოს ჩვენი თანაგრძნობა.
-
14:17 - 14:19შეუძლია დაგვაწერინოს
"ბიძია თომას ქოხის" მსგავსი წიგნი, -
14:19 - 14:21ან წაგვაკითხოს მსგავსი წიგნი.
-
14:21 - 14:23გონიერებამ შეიძლება შეგვაქმნევინოს
-
14:23 - 14:25ჩვეულებები, ტაბუები და კანონები,
-
14:25 - 14:27რომლებიც შეგვზღუდავს
-
14:27 - 14:29ვიმოქმედოთ იმპულსურად,
-
14:29 - 14:31როცა, როგორც რაციონალური არსებები,
ვგრძნობთ, -
14:31 - 14:32რომ უნდა ვიყოთ შეზღუდულები.
-
14:32 - 14:34სწორედ ესაა კონსტიტუცია.
-
14:34 - 14:37კონსტიტუცია წარსულში შეიმუშავეს
-
14:37 - 14:38და მას ამჟამად ვიყენებთ.
-
14:38 - 14:39ის გვეუბნება,
-
14:39 - 14:40რომ არ აქვს მნიშვნელობა,
-
14:40 - 14:44თუ რამდენად გვსურს, ერთი ადამიანის
მესამე ვადით პრეზიდენტად არჩევა. -
14:44 - 14:46არ აქვს მნიშვნელობა,
თუ რამდენად შეიძლება სურდეთ -
14:46 - 14:50თეთრკანიან ამერიკელებს
მონობის აღდგენა, ჩვენ ამას ვერ შევძლებთ. -
14:50 - 14:52ჩვენ საკუთარი თავები შევზღუდეთ.
-
14:52 - 14:54ჩვენ სხვა რამეებშიც შევიზღუდეთ თავები.
-
14:54 - 14:57ჩვენ ვიცით, რომ სამსახურში
-
14:57 - 15:00ვიღაცის აყვანის,
ან ჯილდოს მიცემის დროს -
15:00 - 15:03ჩვენ მიკერძოებულები ვართ
მათი რასის, -
15:03 - 15:05მათი სქესის
-
15:05 - 15:07და მათი გარეგნობის მიხედვით.
-
15:07 - 15:10ამაზე ზოგჯერ შეიძლება ვთქვათ:
"კარგი, ასეც უნდა იყოს", -
15:10 - 15:12მაგრამ ზოგჯერ ვიტყვით:
"ეს არასწორია" -
15:12 - 15:14და ამასთან ბრძოლისთვის,
-
15:14 - 15:16ჩვენ არა მხოლოდ მეტ ძალას ვატანთ თავს,
-
15:16 - 15:19არამედ ისეთ პირობებს ვქმნით,
-
15:19 - 15:22სადაც ეს სხვა ინფორმაციის წყაროები
ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს. -
15:22 - 15:24ამიტომ არის,
რომ ბევრი ორკესტრი -
15:24 - 15:26მუსიკოსებს გასასინჯად
ფარდის უკნიდან უსმენს, -
15:26 - 15:28იმისთვის რომ მხოლოდ
ის ინფორმაცია მიიღონ, -
15:28 - 15:30რაც ფიქრობენ რომ მნიშვნელოვანია.
-
15:30 - 15:33ვფიქრობ წინასწარგანწყობა და მიკერძოება
-
15:33 - 15:36ადამიანური ბუნების
ფუნდამენტურ ორსახობას აჩვენებს. -
15:36 - 15:39ჩვენ გვაქვს შინაგანი გრძნობები,
ინსტინქტები, ემოციები -
15:39 - 15:42და ისინი მოქმედებენ ჩვენს
განსჯაზე და ქმედებაზე. -
15:42 - 15:44გვიბიძგებენ კარგისკენ, ან ცუდისკენ,
-
15:44 - 15:48მაგრამ ჩვენ ასევე გონივრული განზრახვის,
-
15:48 - 15:50ინტელექტუალური დაგეგმვის უნარი გვაქვს.
-
15:50 - 15:52ჩვენ შეგვიძლია ისინი
-
15:52 - 15:54ზოგჯერ ემოციების კვების
და გაძლიერებისთვის გამოვიყენოთ, -
15:54 - 15:57ზოგჯერ კი - მათი ჩახშობისთვის.
-
15:57 - 15:58ამდენად, გონიერება გვეხმარება
-
15:58 - 16:01შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ
-
16:01 - 16:03მადლობა.
-
16:03 - 16:07(აპლოდისმენტები)
- Title:
- შეიძლება თუ არა წინასწარგანწყობა იყოს კარგი?
- Speaker:
- პოლ ბლუმი
- Description:
-
ჩვენ ხშირად მიგვაჩნია, რომ მიკერძოებულობის და წინასწარგანწყობის საწყისი უვიცობაა, მაგრამ ფსიქოლოგ პოლ ბლუმს უნდა გვაჩვენოს, რომ წინასწარგანწყობა ხშირად ბუნებრივი, რაციონალური და მორალურიც კია. როგორც ბლუმი ამბობს, მთავარია გავიგოთ როგორ მუშაობს ჩვენი მიკერძოებულობა, იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ მისი ნეგატიური შედეგები.
- Video Language:
- English
- Team:
closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 16:23
![]() |
Levan Lashauri approved Georgian subtitles for Can prejudice ever be a good thing? | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Can prejudice ever be a good thing? | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Can prejudice ever be a good thing? | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Can prejudice ever be a good thing? | |
![]() |
Mate Kobalia accepted Georgian subtitles for Can prejudice ever be a good thing? | |
![]() |
Mate Kobalia edited Georgian subtitles for Can prejudice ever be a good thing? | |
![]() |
Mate Kobalia edited Georgian subtitles for Can prejudice ever be a good thing? | |
![]() |
Mate Kobalia edited Georgian subtitles for Can prejudice ever be a good thing? |